ედუარდ ჰინკსი (დ. 19 აგვისტო, 1792 — გ. 3 დეკემბერი, 1866) — ანგლო-ირლანდიელი მოძღვარი.

Edward Hincks
Plaque to Edward Hincks in Killyleagh, County Down

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ედუარდ ჰინკსი დაიბადა 1792 წლის, 19 აგვისტოს, კორკის საგრაფოში. ის იყო უფროსი ვაჟი თავის დედმამიშვილებს შორის. თომას ჰინკსი იყო გამორჩეული პროტენსტანტი მინისტრი, აღმოსავლეთმცოდნე და ნატურალისტი. ედუარდი იყო ფრენსის ჰინკსის ცნობილი კანადელი პოლიტიკოსის უფროსი ძმა, რომელიც იყო ასევე გუბერნატორის ბარბადოსი. უილიამ ჰინკსი იყო პირველი პროფესორი კორკის სადედოფლო კოლეჯში და შემდეგ ტრონტის უნივერსიტეტში.

ედუარდ ჰინკსი იყო ყველაზე განათლებული თავის ოჯახში. ის არჩეულ იქნა მეცნიერად კოლეჯში და 1812 წელს, მოიპოვა ოქროს მედალი. მის წინააღმდეგ იდგა თომას რობიზონ რომნეი, მისი მეშვეობით მან მოიგო და არჩეულ იქნა კოლეჯში თანამშრომლად. 1819 წელს, თომას რომნეის გარდაცვალების შემდეგ იგი წარდგენილ იქნა ქალაქ ტურვანში.

მან თავისი სასულიერო მოვალეობები მიატოვა, რათა განეხორციელებინა თავისი ინტერესები უძველეს ენებზე. მან პირველად გაშიფრა ძველ ეგვიპტური იეროგრაფიული დამწერლობა.

მიღწევები რედაქტირება

ჰინკსის ყველაზე დიდი მიღწევა იყო ბაბილონისა და ასურეთის უძველესი ენისა და დამწერლობის გაშიფვრა.

ამ წლების განმავლობაში არქეოლოგმა პოლ-ემილ ბოტამ აღმოაჩინა უძველესი ნაშთები ასურეთის იმპერიის დედაქალაქ ნინევიაში. მათ შორის ემილ ბოტამ აღმოაჩინა უძვირფასესი საგანძური და ათობით ათასი გამომცხვარი თიხის ფირფიტა. ამ ფირფიტებძე არსებული წარწერები ცნობილია, როგორც ლურსმული დამწერლობა. ამ ყველაფერში კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: ედუარდ ჰინკსმა, რაულინსონმა და ახალგაზრდა გერმანელმა მეცნიერმა ჟიულ ოპერტმა.

1850 წელს, ჰინკსმა მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთა ბაბილონის ლურსმულ დამწერლობასთან დაკავშირებით. ასევე მან სხვა მრავალი დასკვნები გააკეთა სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით.

ღირსმა ედუარდ ჰინკსმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ლურსმნული დამწერლობის შესწავლას მოანდომა. იგი გარდაიცვალა 1866 წელს, 74 წლის ასაკში. მას დარჩა ცოლი და ოთხი ქალიშვილი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • M.L. Bierbrier, "Hincks, Edward (1792–1866)", Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004
  • Cathcart, K.J. (ed.), 1994 The Edward Hincks Centenary Lectures. x + 227 + 8 (plates) pp. Department of Near Eastern Languages, Dublin.
  • Cathcart, K.J. (ed.), 2007 The Correspondence of Edward Hincks: 1818–1849 Volume 1. University College Dublin Press. ISBN 1-904558-70-4 ISBN 978-1904558705
  • Davidson, E. F. 1933 Edward Hincks, A Selection from His Correspondence with a Memoir Oxford (has a portrait).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება