ედუარდ აკუფო-ადო (ინგლ. Edward Akufo-Addo, დ. 26 ივნისი, 1906, დოდოვა, ოქროს ნაპირი — გ. 17 ივლისი, 1979, აკრა, განა) — განელი პოლიტიკური მოღვაწე, განის პრეზიდენტი 1970 — 1972 წწ.

ედუარდ აკუფო-ადო
განის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 აგვისტო, 1970 – 13 იანვარი, 1972
წინამორბედინიი ამაა ოლენუ
მემკვიდრეიგნატიუს აჩეამპონგი

დაბადებული26 ივნისი, 1906
დოდოვა, განა
გარდაცვლილი17 ივლისი, 1979
აკრა, განა
მამაუილიამ მარტინ აკუფო-ბანგუა
დედათეოდორა ამაფი
მეუღლეადელინა აკუფო-ადო
შვილებინანა აკუფო-ადო

აქტიურად იბრძოდა განის დამოუკიდებლობისათვის, რისთვისაც დააპატიმრეს კიდეც 1948 წელს. 1949-1950 წლებში ოქროს ნაპირის საკანონმდებლო საბჭოს წევრია. დამოუკიდელობის მოპოვების შემდეგ 1962-1964 წლებში განის უზაენაესი სასამრთლოს წევრია. 1970 წელს მეორე რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. ქვეყანაში რეალური ხელისუფლება ეკუთვნოდა პრემიერ-მინისტრ კოფი აბრეფა-ბუსიას, აკუფო-ადოს როლი სუფთა ცერემონიალური იყო. ხელისუფლებას ჩამოაშორეს სამხედრო გადატრიალების შედეგად 1972 წლის 13 იანვარს.

გარდაიცვალა 1979 წელს აკრაში გულის შეტევის შედეგად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება