ედმუნდ ალენბაი (ინგლ. Edmund Allenby დ. 1861 — გ. 1936) — ინგლისელი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, ფელდმარშალი.

ბიოგრაფია რედაქტირება

სენდჰერსტის სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ დაინიშნა დრაგუნთა მე-6 ბატალიონში. მსახურობდა აფრიკაში. 1897 წელს მიიღო მაიორის წოდება. იყო ინგლის-ბურების II ომის (1899-1902) მონაწილე. ომი დაასრულა პოლკოვნიკის ჩინით. 1902 წლიდან იყო ლანსერთა მე-5 სამეფი დივიზიონის მეთაური. 1905-1910 წლებში იყო საკავალერიო ბრიგადის მეთაური, 1910-1914 წლებში კავალერიის ინსპექტორი. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა დასავლეთის ფრონტზე საკავალერიო დივიზიის მეთაურად. 1915 წლის ოქტომბრიდან იყო ინგლისის მე-3 არმიის სარდალი. 1917 წლიდან იყო ეგვიპტის საექსპედიციო კორპუსის სარდალი, 1918 წლიდან პალესტინის ფრონტის სარდალი და სამეფო არმიის ფელდმარშალი. 1918 წლის შემოდგომაზე მისი სარდლობით განვითარებული „არმაგედონის ოპერაციის“ შედეგად გარღვეულ იქნა გერმანულ-ოსმალური შენაერთებით გამაგრებული პალესტინის ფრონტი, რასაც მოჰყვა ბრიტანული შენაერთების მიერ იერუსალიმის,დამასკოს, ბეირუთის და ალეპოს აღება და ოსმალეთის იმპერიის კაპიტულაცია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: