ედი ფოი (Eddie Foy, Sr. დაბადებით Edwin Fitzgerald; დ. 9 მარტი, 1856, გრინვიჩ-ვილიჯი, ნიუ-იორკი — გ.16 თებერვალი, 1928, კანზას-სიტი, მისური) — ამერიკელი მსახიობი, კომედიანტი და მოცეკვავე.

ბიოგრაფია რედაქტირება

ფოის მშობლები, რიჩარდ და მერი ფიცჯერალდები, აშშ-ში ირლანდიიდან ჩავიდნენ 1855 წელს და ჯერ ნიუ-იორკის ბოვერის უბანში დასახლდნენ, შემდეგ კი გრინვიჩ-ვილიჯში გადავიდნენ, სადაც ედი დაიბადა. რიჩარდ ფიცჯერალდი შეშლილთა თავშესაფარში გარდაიცვალა 1862 წელს სიფილისით გამოწვეული გართულებით და მისმა ქვრივმა ოთხივე შვილი (ედი მეორე იყო) ჩიკაგოში წაიყვანა.

6 წლის ედიმ ქუჩაში და ადგილობრივ სალონებში დაიწყო ცეკვა-თამაში ოჯახისთვის სარჩოს მოსაპოვებლად. 15 წლისამ გვარი ფოით შეიცვალა და პარტნიორთან ერთად ბარებში დაიწყო ცეკვა აშშ-ის დასავლეთის შტატებში. მცირე ხანი თეატრალურ დადგმებშიც მოუწია მუშაობამ ჯგუფებში (მასოვკებში), სადაც ხშირად ისეთ წამყვან მსახიობებთან უწევდა სცენაზე ყოფნა, როგორებიც იყვნენ ედუინ ბუთი და ჯოზეფ ჯეფერსონი.