ეგნატე ანტიოქიელი

ეგნატე ანტიოქიელი ან ეგნატე ღმერთშემოსილიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 დეკემბერი, ახალი სტილით — 2 იანვარი.

ეგნატე ანტიოქიელის წამება

ცხოვრება რედაქტირება

ეგნატე ანტიოქიელი სირიაში დაიბადა. იგი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მოსწავლე გახდა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად აკურთხეს (ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი — სამოცდაათთაგანი მოციქულის, ევოდის შემდეგ). მან ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა.

106 წელს იმპერატორმა ტრაიანემ (98-117 წწ.) ბრძანა, სკვითებზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად მთელ ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ. 107 წელს სომხებისა და პართების წინააღმდეგ სალაშქროდ მიმავალმა იმპერატორმა გზად ანტიოქიაზე გაიარა. ანტიოქიის ეკლესია დევნისა და რბევისაგან რომ დაეცვა, მღვდელმთავარი თავად გამოცხადდა ტრაიანესთან. ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა იგი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ იმპერატორმა ბრძანა, წმინდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად.

ეგნატე ხედავდა, თუ როგორ თანაუგრძნობდნენ მას მორწმუნეები და შიში შეეპარა, ვაითუ რომაელმა ქრისტიანებმა ჩემი გამოხსნა მოისურვონო. ამიტომ წმიდანმა მათ ეპისტოლით მიმართა, სადაც წერდა:

 
„ „მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან. ნებსით მოვკუდები მე ღმრთისათჳს, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაჲცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასა და მაცადეთ მე, რაჲთა ვიქმნე მჴეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხვევაჲ ღმრთისაჲ“.“

20 დეკემბერს, წარმართულ დღესასწაულზე, ეგნატე ცირკის არენაზე გაიყვანეს და მხეცებს დააგლეჯინეს. მისი ნეშტი ანტიოქიაში გადაასვენეს შემდეგ კი დააბრუნეს უკან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • წმიდანთა ცხოვრება, ტ. IV, თბ., 2003