ეგზისტენციალიზმი[1]ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა. ეგზისტენციალიზმი სათავეს იღებს XIX საუკუნის გვიანდელი პერიოდისა და XX საუკუნის ფილოსოფოსთა ნაშრომებიდან. მიუხედავად ძირეული დოგმატური განსხვავებებისა,[2][3][4] ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობები იზიარებენ საერთო შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფილოსოფიური აზროვნების საწყისი ადამიანიდან მომდინარეობს. ადამიანი, როგორც სუბიექტი ინდივიდუალური აზროვნების, ქმედების, გრძნობისა და არსებობის, ეგზისტენციალური ფილოსოფიის ღერძს წარმოადგენს.[5] ეგზისტენციალიზმში ინდივიდის საწყისი წერტილი უკავშირდება „ეგზისტენციალურ მდგომარეობას“, როდესაც ადამიანი კარგავს ორიენტირების უნარს სამყაროში, სადაც ყველაფერი უაზრო და აბსურდულია.[6]

მარცხნიდან-მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ: კირკეგორი, დოსტოევსკი, ნიცშე, სარტრი

სიორენ კირკეგორი მიჩნეულია პირველ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსად,[2][7][8] თუმცა მას არასდროს გამოუყენებია ტერმინი „ეგზისტენზიალიზმი“.[9] ის მიიჩნევდა, რომ ყოველი ინდივიდი (არა საზოგადოება და რელიგია) ვალდებულია, გარკვეული მნიშვნელობა მიანიჭოს საკუთარ ცხოვრებას და ის მტკიცედ და ჭეშმარიტად განვლოს.[10][11] ეგზისტენციალიზმმა პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოიპოვა და გარდა ფილოსოფიისა, გავლენა მოახდინა თეოლოგიაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურასა და ფსიქოლოგიაზე.[12]

ტერმინის განსაზღვრება რედაქტირება

ეგზისტენციალიზმის ტერმინის ერთ განსაზღვრებამდე ჯერჯერობით ფილოსოფოსები ვერ შეთანხმდნენ. ტერმინი უკავშირდება ბევრ ისეთ ფილოსოფოსს, რომელნიც ფილოსოფიის ამ მიმართულებას მათი გარდაცვალების შემდგომ მიაკუთვნეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსად სიორენ კირკეგორია აღიარებული, პირველი მნიშვნელოვანი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, რომელმაც გამოიყენა ეს ტერმინი საკუთარი მსოფლმხედველობის გადმოსაცემად, იყო ჟან-პოლ სარტრი. სარტრის შეხედულებით „ყველა ეგზისტენციალისტს აერთიანებს ერთი ფუნდამენტალური დოქტრინა, არსებობა წინ უსწრებს არსებას“.[13] ფილოსოფოს სტივენ კროუელის განმარტებით, ეგზისტენციალიზმის განსაზღვრა რთულია, ამიტომ უმჯობესია მისი გააზრება ზოგადი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე და არა სისტემური ფილოსოფიის თვალთახედვიდან.[2] სარტრმა 1945 წელს ჩატარებულ ლექციაში ეგზისტენციალიზმი განმარტა, როგორც „მცდელობა ყველა ვითარება ათეისტური ხედვიდან შეაფასო“.[14]

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკანდინავიელი მოაზროვნე მიიჩნევს, რომ ტერმინი „ეგზისტენციალიზმი“ თავად კირკეგორს ეკუთვნის, მეტად სავარაუდოა, რომ კირკეგორმა ეს ტერმინი (ან თუნდაც ტერმინი „ეგზისტენციალური“, როგორც მისი ფილოსოფიის აღწერა) აიღო ნორვეგიელი პოეტისა და ლიტერატურის კრიტიკოსის იოჰან სებასტიან ველჰავენისგან.[15] ეს მტკიცება ორი წყაროდან მოდის. პირველი ვერსიიდან გამომდინარე, დანიელი ფილოსოფოსი ფრედერიკ სიბერნი 1841 წელს პირადად შეხვდა და გაესაუბრა თავდაპირველად იოჰან ველჰავენს, რომელმაც ახსენა ტერმინი ეგზისტენციალიზმი „მან გამოიყენა სიტყვა, რომელიც მოიცავდა გარკვეულ აზროვნებას, დაკავშირებულს ცხოვრების ახლო და პოზიტიურ ხედვასთან“.[16] შემდეგ კი ის შეხვდა კირკეგორს, რომელსაც ამ თემაზე ესაუბრა და საიდანაც კირკეგორმა მიითვისა ეს ტერმინი.

მეორე ვარაუდს კი გამოთქვამს ნორვეგიელი ისტორიკოს რუნე სლაგსტაგს, რომელიც ამტკიცებს, რომ კირკეგორიმა განაცხადა, რომ ტერმინი „ეგზისტენცია“ მან პოეტისგან ისესხა. ის მტკიცედ გამოთქვამს თავის აზრს, რომ კირკეგორმა თავად თქვა, „ჰეგელიანელები ფილოსოფიას არ განიხილავენ „ეგზისტენციალურად“, რომ გამოვიყენო იოჰან ველჰავენის ტერმინი, რომელთანაც ერთხელ ფილოსოფიაზე ვისაუბრე“.[17] მეორე მხრივ, ნორვეგიელი ისტორიკოსი ანე-ლისე სეიპი კრიტიკულად უყურებს რუნე სლაგსტაგის მტკიცებას და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ტერმინი ნორვეგიელ ლიტერატურის ისტორიკოსს, კატრინუს ბანგს ეკუთვნის.[18]

ეტიმოლოგია რედაქტირება

პირველი ფილოსოფოსი, რომელმაც გამოიყენა ტერმინი „ეგზისტენციალიზმი“ ფრანგი ფილოსოფოსი გაბრიელ მარსელია.[19][20][21] თავდაპირველად, 1945 წელს, როდესაც მან გააჟღერა ეს ტერმინი თავის კოლოკვიუმში, სარტრმა უარყო ის.[22] თუმცა, შემდეგ სარტრმა შეიცვალა აზრი და 1945 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც ის პარიზში ლექციას ატარებდა, სახალხოდ მიაკუთვნა საკუთარი თავი ეგზისტენციალურ ფილოსოფიას. ლექცია გამოქვეყნდა სათაურით „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“. მცირე მოცულობის, მაგრამ დიდი პოპულარობის მომხვეჭი წიგნი, იქცა ეგზისტენციალური იდეების გამავრცელებელ მნიშვნელოვან ნაშრომად.[23]

ზოგიერთი სწავლული მიიჩნევს, რომ ტერმინი „ეგზისტენციალიზმი“ მხოლოდ 1940-1950-იანი წლების ევროპულ კულტურულ მოძრაობას უნდა მიეკუთვნოს და იმ პერიოდში მოღვაწე ფილოსოფოსთა, ჟან-პოლ სარტრის, სიმონა დე ბოვუარის, მერლო-პონტის და ალბერ კამიუს ნაშრომებს. ზოგიერთი სწავლული კი ეგზისტენციალიზტურ ფილსოფიას კირკეგორის მოღვაწეობამდე აფართოებს, სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან და სოკრატესაც ეგზისტენცილისტ მოაზროვნედ მიიჩნევენ.[24] თავის მხრივ, კირკეგორი თვლიდა, რომ სოკრატე ეგზისტენციალისტი მოაზროვნე იყო, რომელიც თავის ეგზისტენციას თავისსავე ფილოსოფიურ მსჯელობას უკავშირებდა. თუმცა, ტერმინი მეტწილად ჟან-პოლ სარტრის ფილსოფიურ ხედვასთან ასოცირდება.[2]

ძირითადი ცნებები რედაქტირება

არსებობა წინ უსწრებს არსებას რედაქტირება

 
ედვარდ მუნკის ეგზისტენციალისტური ნახატი.

ეგზისტენციალიზმის უმთავრესი კონცეფციაა „არსებობა წინ უსწრებს არსებას“, რაც გულისხმობს ინდივიდის მნიშვნელოვან როლს საკუთარი თავის შექმნაში. „ადამიანი არა მარტო ისეთია, როგორადაც თავი წარმოუდგენია, არამედ ისეთიც, როგორიც მას სურს იყოს, დაიწყებს რა არსებობას და გამოავლენს ნებას, ადამიანი შეიმეცნებს თავის თავს. ის არის მხოლოდ ის, რასაც თავისი თავიდან ქმნის. ასეთია ეგზისტენციალიზმის პირველი პრინციპი“, წერს ჟან-პოლ სარტრი. ადამიანები არიან თავისუფალი ინდივიდები, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ და საკუთარ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი. ისინი გონიერი არსებები არიან („არსებობა“) და არა იარლიყებს, როლებს, სტერეოტიპებს, ჩარჩოებს და სხვა წინასწარ განსაზღვრულ კატეგორიებს მორგებული ინდივიდები („არსება“). ინდივიდების ნამდვილ არსებობას განსაზღვრავს „ჭეშმარიტი არსება“ და არა სხვა ადამიანების მიერ თვითნებურად შექმნილი, უკვე წინასწარ დადგენილი არსება, რომელსაც ინდივიდებს არგებენ. აქედან გამომდინარე, ადამიანები საკუთარი ცნობიერებით განსაზღვრავენ თავიანთი ცხოვრების საზრისს და ქმნიან საკუთარ ღირებულებებს.[25] ფრაზა „არსებობა წინ უსწრებს არსებას“ სარტრს ეკუთვნის, თუმცა მსგავსი შეხედულებები აქვთ ეგზისტენციალისტ მოაზროვნეებს ჰაიდეგერს და კირკეგორს. კირკეგორი მიიჩნევდა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ჭეშმარიტებების პოვნა, რომელთაც გარკვეული აზრი აქვს ინდივიდის სიცოცხლისათვის. ის თითოეულ ინდივიდს „სისტემას“ უპირისპირებს. ნამდვილად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებანი პერსონალურია და ადამიანმა საკუთარი არსებობით უნდა განსაზღვროს, რა არის მისთვის ცხოვრების საზრისი. კირკეგორი უპირისპირდება კონფორმიზმს და მიიჩნევს, რომ ისეთი ჭეშმარიტებების აღქმა, როგორიცაა ღმერთის არსებობა ან არარსებობა, მორალური კონცეფციების უკვე წინასწარგანსაზღვრული მოცემულობა თუ ეთიკური ნორმები, არ შეიძლება ერთ სივრცეში მოექცეს და ყველა ადამიანს მორგოს. „მნიშვნელობა არ აქვს, ჭეშმარიტია თუ არა ქრისტიანობა. მნიშვნელოვანია ის, ჩემთვის არის ის ჭეშმარიტი თუ არა“. ადამიანის არსებას განსაზღვრავს არა ისტორიული რეალობა, არამედ პიროვნების სუბიექტური არსის აღქმა.

ხშირად მიიჩნევენ, რომ ეგზისტენციალიზმის მთავარი ცნება, ადამიანი თავად ქმნის საკუთარ თავს, გულისხმობს პიროვნების გარდაქმნას საკუთარი სურვილის შესაბამისად. მაგალითად, თუკი გსურს იყო ჩიტი, გახდი ჩიტი. თუმცა, ბევრი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსის განმარტებით, მსგავსი მიდგომა არასწორია. (1) ადამიანები განისაზღვრებიან საკუთარი ქმედებების მიხედვით და (2) ისინი პასუხისმგებელნი არიან თავიანთ საქციელზე. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს ბოროტად ეპყრობიან, საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, ბოროტი ადამიანები არიან. უფრო მეტიც, სიბოროტის ჩადენით, თავად არიან პასუხისმგებელნი საკუთარ იდენტობაზე, „სიკეთე ჩვენთვის არ შეიძლება იყოს ის, რაც არ არის სიკეთე სხვებისთვის“. მათ საკუთარი გენებისა თუ ადამიანური ბუნების საწინააღმდეგოდ, უნდა ზიდონ საკუთარი დანაშაული.

როგორც სარტრი წერს თავის ნაშრომში „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“, „ადამიანი თავდაპირველად არსებობს, ეცნობა საკუთარ თავს, წარმოდგენას იქმნის სამყაროზე და მხოლოდ ამის მერე განსაზღვრავს საკუთარ არსებობას“. საკითხისადმი ამგვარ მიდგომას საკუთრივ გაცილებით დადებითი ასპექტებიც გააჩნია: ადამიანს შეუძლია სხვანაირად მოიქცეს, იყოს კარგი ადამიანი და მეტად აღარ იყოს ბოროტი. აქედან ცხადი ხდება, რომ მანამ სანამ ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება, იყვნენ კეთილნი ან ბოროტნი, ისინი სინამდვილეში არც ერთ მათგანს არ განეკუთვნებიან.[26] ხშირად, თავისუფლების შეგრძნება ადამიანში შიშს ბადებს, რადგან ის ხდება პასუხისმგებელი საკუთარ თავზე და არა მარტო საკუთარ, არამედ სხვა ადამიანებზეც, „ჩვენ გვსურს თავისუფლება თავისუფლებისთვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. მაგრამ თავისუფლებისკენ ლტოლვაში, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ის მთლიანად დამოკიდებულია სხვა ადამიანების თავისუფლებაზე და სხვების თავისუფლება დამოკიდებულია ჩვენს თავისუფლებაზე“.

აბსურდი რედაქტირება

 
ტიციანის ნახატი „სიზიფე“. ალბერ კამიუ აბსურდის ილუსტრირებას ახდენს „სიზიფეს მითში“. ღმერთებმა სიზიფეს მიუსაჯეს უზარმაზარი ლოდის მთის მწვერვალზე დაუსრულებლად ატანა, საიდანაც ყოველ ჯერზე ლოდი მთელი სიმძიმით ძირს გორდება. მათ ჩათვალეს, რომ არ არსებობს უნაყოფო დაუიმედო შრომაზე საშინელი სასჯელი.

აბსურდის ცნების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სამყაროში არ არსებობს არანირი წინასწარგანსაზღვრული საზრისი, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მივანიჭოთ ჩვენს ცხოვრებას აზრი. საზრისს მოკლებული არსებობა მოისაზრებს ასევე ამორალურობას და უსამართლობას. აბსურდიზმის ცნება უპირისპირდება ფართოდ გავრცელებულ გამონათქვამს „კარგ ადამიანებს ცუდი რამ არ ემართებათ“. სამყაროში, მეტაფორული თვალსაზრისით, არ შეიძლება არსებობდნენ კარგი ან ცუდი ადამიანები. რაც ხდება, ხდება და ის შეიძლება დაემართოს როგორც „კარგ“, ასევე „ცუდ“ ადამიანსაც.[27]

სწორედ სამყაროს აბსურდულობის გამო, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რამ შეიძლება დაემართოს ადამიანს. ტრაგიკულმა შემთხვევამ შეიძლება ადამიანი აბსურდამდე მიიყვანოს. აბსურდის ცნება ლიტერატურაში მნიშვნელოვან თემატიკას წარმოადგენდა მთელი ისტორიის განმავლობაში. სიორენ კირკეგორის, სემიუელ ბეკეტის, ფრანც კაფკას, ფიოდორ დოსტოევსკის, ეჟენ იონესკოს, ჟან-პოლ სარტრის და ალბერ კამიუს ნაშრომთა უმეტესი ნაწილი სწორედ აბსურდულ ნაწარმოებებს განეკუთვნება და აღწერს ადამიანებს, რომლებიც შეეჯახნენ ცხოვრების აბსურდულობას.[28][29][30][31] „გაღვიძება, ტრამვაი,ოთხი სამუშაო საათი, ჭამა, ძილი და ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს, ეს უცვლელი რიტმი მეორდება. მხოლოდ ერთ დღეს გაისმის კითხვა, რატომ?“ სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავისი რუტინული ცხოვრების აბსურდულობას. მისი გააზრების შემდეგ, ის ან კვლავ ამ უაზრო მოქმედებების ჯაჭვში აგრძელებს ცხოვრებას, ან საბოლოოდ ფხიზლდება.

თავის მხრივ, სამყაროს აბსურდულობის გაცნობიერება განადგურების სურვილს ბადებს პიროვნებაში. როგორც კამიუ აცხადებს „სიზიფეს მითში“: „მხოლოდ ერთი სერიოზული ფილოსოფიური პრობლემა არსებობს: თვითმკვლელობა. გადაწყვიტო, ეს ცხოვრება ღირს თუ არა იმად, რომ ბოლომდე გალიო, იგივეა, რაც ძირითად ფილოსოფიურ კითხვას გასცე პასუხი“. თვითმკვლელობის თემატიკა ერთ-ერთ ძირითად ბირთვს წარმოადგენს ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებაშიც: „თუკი ადამიანისთვის უკვდავების რწმენა ასე აუცილებელია, და თუკი უიმისოდ, მან თავი უნდა მოიკლას, მაშინ ეს რწმენა კაცობრიობის ნორმალური მდგომარეობაა. ხოლო, რამდენადაც ეს ასეა, იმდენად სულის უკვდავება უეჭველად უნდა არსებობდეს“. სამყაროს აბსურდულობასთან შეჯახებისას, მავნებლური შედეგებისგან თავის ასაცილებლად ფილოსოფოსები სხვადასხვა გზებს სთავაზობენ ადამიანებს. კირკეგორის რელიგიური „საფეხურიდან“ დაწყებული კამიუს უდრეკი შეუპოვრობით დამთავრებული, ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები ცდილობენ, დაეხმარონ ადამიანებს ცხოვრებისეული საზრისის პოვნაში. როგორც კამიუ წერს „სარჩული და პირში“, „შეიძლება საკუთარი უბედობის ნაღველგარეული შეცნობაა ბედნიერების თავი და თავი“. სრულ აბსურდულ ყოფაშიც კი ადამიანმა საკუთარ ცხოვრებას თავად უნდა შეუქმნას ცხოვრების აზრი და ღირებულება. ეგზისტენციალიზმი არ ცდილობს აბსურდულობის გააზრებით ყველაფერი უაზრობად და აბსურდად დაანახოს ადამიანებს, რასაც კვიეტიზმი მოისაზრებს, არამედ ეგზისტენციალიზმი უპირისპირდება მას.[32] ის ცდილობს საზრისის პოვნას სამყაროში, სადაც ყოველივე აბსურდულია. თუმცა გზა საზრისის პოვნისკენ გადის მხოლოდ ინდივიდზე. პიროვნებამ არა საზოგადოების, რელიგიის, გარკვეული ინსტიტუტების თუ ავტორიტეტების გავლენით, არამედ საკუთარი თავისუფალი ნებით უნდა შეიქმნას ღირებულებები. როგორც ამბობენ, თვითმკვლელობის შესაძლებლობა ყველა ადამიანს ეგზისტენციალისტად აქცევს.[33]

ფაქტობრიობა რედაქტირება

ფაქტობრიობა არის ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი კონცეფცია, რომელსაც სარტრი თავის ნაშრომში „ყოფნა და არარაობა“ განმარტავს, როგორც ყოფიერებას თავისთავად, სადაც ადამიანთა ცხოვრების წესი არყოფნაა. სარტრი მას „ცუდ ბედსაც“ უწოდებს. ამ ცნების გაგება უფრო ადვილად გასაგები გახდება, თუკი მას წარსულის საზომით შევაფასებთ: პიროვნების წარსული არის ის, რასაც თავად ადამიანი წარმოადგენს, ვინაიდან პიროვნება თავად ქმნის საკუთარ წარსულს. თუმცა, იმის თქმა, რომ ადამიანი წარმოადგენს მხოლოდ იმას, რასაც მისი წარსული ასახავს, აწმყოსა და მომავლის იგნორირება იქნება და რეალობის დამახინჯეულად აღქმა. ინდივიდის წარსულის იდენტიფიცირება აწმყო დროში, პიროვნების უარყოფას ნიშნავს.[34]

 
ედვარდ მუნკის ეგზისტენციალისტური ნახატი.

ფაქტობრიობა მოიცავს როგორც გარკვეულ შეზღუდვებს, ასევე თავისუფლების პირობითობასაც. შეზღუდვებში შედის ისეთი გარემოებები, რომელთაც ადამიანები საკუთარი ნებით ვერ ირჩევენ (მაგალითად, დაბადების ადგილი). გარემოება კი გარკვეული თვალსაზრისით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა ღირბულებების ჩამოყალიბებაში. თუმცა, მიუხდედავად იმისა, რომ გარკვეულწილად, ინდივიდის ფაქტობრიობა „ქვაზეა ამოკვეთილი“ (წარსული), ის არ განსაზღვრავს პიროვნებას. ის ღირბულებები, რომლებიც ადამიანის ფაქტობრიობის გავლენითაა გამოძერწილი, შექმნილია თავად პიროვნების სურვილით. მაგალითის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ ორი ადამიანი: ერთი, რომელსაც არ აქვს არავითარი მახსოვრობა მის წარსულ ცხოვრებასთან დაკავშირებით და მეორე, ადამიანი, რომელსაც ახსოვს ყველაფერი. ორივე მათგანმა უამრავი დანაშაული ჩაიდინა წარსულში, მაგრამ პირველი ადამიანი, რომელსაც არ ახსოვს თავისი წარსული ქმედებანი, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს, მაშინ როცა მეორე, საკუთარი წარსულის მარწუხებშია გაბმული და აგრძელებს დანაშაულებრივ ცხოვრებას, რაშიც ის თავის წარსულ ცხოვრებას და გარემოებას ადანაშაულებს. საკუთრივ, არსებითი მნიშვნელობა აქვს არა იმას, რომ ის დანაშაულებრივ ცხოვრებას ეწევა, არამედ იმას, რომ ის საკუთარი აწმყოს განმაპირობებელ ფაქტორად წარსულს მიიჩნევს. როგორც სარტრი წერს, „მშიშარა თავის თავს აქცევს მშიშრად, გმირი კი გმირად. მშიშარას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა მეტად აღარ იყოს მშიშარა, გმირს კი - აღარ იყოს გმირი. აქ მნიშვნელოვანია მთელი გადაწყვეტილება და არა კერძო შემთხვევები ან ცალკეული ქმედებები - ისინი ჩვენ არ მოგვიცავენ მთლიანად“.

თუმცა, საკუთარი თავის შექმნის პროცესში, მომავლის დაგეგმვისას , ფაქტობრიობის სრულად უგულებელყოფა სიცრუე იქნება. მომავლის გეგმები უნდა იყოს დაკავშირებული ფაქტობრიობასთანაც. ფაქტობრიობის კიდევ ერთი ასპექტია შიში. იმ შემთხვევაშიც, როდესაც თავისუფლებას ფაქტობრიობა ზღუდავს და მაშინაც, როდესაც ფაქტობრიობის გავლენა უმნიშვნელოა და ადამიანი საკუთარ დამოუკიდებელ ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებს, იბადება შიშის გრძნობა.

ეგზისტენციალისტური თავისუფლება მოიაზრებს იმას, რომ ადამიანს საკუთარი ღირებულებების შეცვლა შეუძლია. ყველა ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ არჩევანზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ღირებულებები აქვს საზოგადოებას. ეგზისტენციალიზმში ადამიანის თავისუფლება იზღუდება იმდენად, რამდენადაც ინდივიდი იძულებეულია იკისროს პასუხისმგებლობა საკუთარი თავისუფლების ფასად. თავისუფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. თავისუფლების გაცნობიერება გულისხმობს პასუხისმგებლობის გაცნობიერებასაც, „მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე და ყველაზე; მე ვქმნი ადამიანის გარკვეულ ხატს, რომელსაც ვირჩევ. ვირჩევ რა საკუთარ თავს, მე ვირჩევ ადამიანს საერთოდ“.[35][36]

ჭეშმარიტება რედაქტირება

ბევრი მოაზროვნე მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტი არსებობის თემატიკა ეგზისტენციალიზმის მნიშვნელოვანი ცნებაა. ჭეშმარიტი არსებობა გულისხმობს ადამიანის მიერ „საკუთარი თავის შექმნას“ და შემდეგ მის მიერ შექმნილი იდენტობით ცხოვრებას. ჭეშმარიტება არის მხოლოდ ის, რასაც ადამიანი საკუთარი ნებით ქმნის და რის მიხედვითაც მოქმედებს, და არა ვინმეს კარნახით ან რაიმე მოთხოვნების საფუძველზე. ჭეშმარიტ ქმედებას ადამიანის თვისუფლება განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, თავისუფლების ხარისხზე გავლენას ახდენს ფაქტობრიობაც, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ადამიანს პირადი არჩევანის უფლება შეეზღუდოს. თუმცა, ადამიანები უმეტესწილად თავის გამართლების მიზნით, ფაქტობრიობისა და განვლილი ცხოვრების კვალს ხშირად უკავშირებენ თავიანთ არჩევანს. ფაქტობრიობის როლი მნიშვნელოვნად იკლებს მაშინ, როდესაც ადამიანი აკეთებს არჩევანს, ქმნის საკუთარ ღირებულებებს. არჩევანი გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას, და არა კირკეგორის ესთეტიკი ადამიანის მსგავსად, არჩევანის შემთხვევით და გაუცნობიერებლად მიღებას.[34]

 
ედვარდ მუნკის ეგზისტენციალისტური ნახატი.

ამის საპირისპიროდ, არაჭეშმარიტება გულისხმობს თავისუფალი ნების გარეშე ცხოვრებას, რომლის ბევრი ფორმა არსებობს. ზოგიერთი ადამიანი უარყოფს თავისუფლებას იმ მოტივით, რომ არჩევანი უშედეგოა და შემთხვევითი, ზოგი დეტერმინიზმის თვალსაზრისს იზიარებს, ნაწილი კი თავიანთ ქმედებებს ვალდებულებებით ამართლებს. „შეუძლებელია არ ავირჩიოთ, მე ყოველთვის შემიძლია ავირჩიო, მაგრამ უნდა ვიცოდე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა არაფერს არ ვირჩევ, მე მაშინაც კი ვაკეთებ არჩევანს“, წერს სარტრი. მეტწილად ადამიანთა ქმედებებს განსაზღვრავს საზოგადოებაში შექმნილი სახე-ხატი პიროვნებებისა, როგორც ნიმუში და ავტორიტეტი ყველა დანარჩენი ადამიანებსთვის, რათა სწორად იცხოვრონ. ეს სახე ძირითადად შექმნილია სოციალური ნორმების მიხედვით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სოციალურ ნორმებით ცხოვრება არაჭეშმარიტია. როგორც კამიუ წერს „სარჩული და პირში“, „საკუთარი ძალისხმევის წყალობით, შეგიძლია მოიქცე ზნეობის მიხედვით, მაგრამ ზნეობივი ვერ გახდები“. პიროვნება იძულებით, თავსმოხვეული ეთიკისა და ღირებულებების მორჩილებით ვერ გახდება ნამდვილი პიროვნება, ამისთვის საჭიროა ინდივიდმა გააცნობიეროს საკუთარი ქმედებები. უმთავრესი არის ის, რომ ადამიანს თავისი შეხედულებები საკუთარი თავისუფლებითა და პასუხისმგებლობით ჰქონდეს ჩამოყალიბებული, „ამოსავალ წერტილად არ შეიძლება იყოს არავითარი სხვა ჭეშმარიტება, გარდა „მე ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“. ეს არის ცნობიერების აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომელიც თავისთავად მიიღწევა. ნებისმიერი თეორია, რომელიც ადამიანს იხილავს იმ მომენტის გარეშე, რომელშიც ის ჩასწვდება თავის თავს, არის თეორია, რომელიც აუქმებს ჭეშმარიტებას“.[35][36]

სხვა რედაქტირება

ტერმინი „სხვა“ ეკუთვნის ფენომენოლოგიას და ინტერსუბიექტივიზმს, თუმცა ეს ცნება ცნობადი გახდა ეგზისტენციალისტების ნაშრომებიდან. ფენომენოგლოგიისა და ეგზისტენციალიზმის ხედვა ამ ცნებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. „სხვისი“ გამოცდილება არის თავისუფალი სუბიექტის შეხედულებები, რომელიც იმავე სამყაროში ცხოვრობს, სადაც პიროვნება. ის არის ძირითადი ფორმა (სხვისი გამოცდილება), რომლის საშუალებითაც ინტერსუბიექტივიზმი და ობიექტივიზმი უკავშირდებიან ერთმანეთს. თვალსაჩინოებისთვის, როცა პიროვნება იზიარებს სხვა ადამიანის თვალსაზრისს და მისი გადასახედიდან აფასებს მოვლენებს, მისი შეხედულებები გარემომცველი სამყაროს შესახებ არის ობიექტური და ის ორივე სუბიექტს აერთიანებს. პიროვნებისთვის „სხვისი“ გადასახედიდან ხედვა გულისხმობს სამყაროს ობიექტურ აღქმას. ადამიანი იღებს გამოცდილებას სხვა ადამიანისგან, როდესაც ერთი და იმავე ვითარებაში იმყოფებიან. სხვა ადამიანის შეხედულებები არის „ხედვა“, რომლითაც პიროვნება განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს. „იმისთვის რომ მივიღო ჭეშმარიტება ჩემზე, მე უნდა გავიარო ჯერ სხვაზე. სხვა საჭიროა ჩემი არსებობისთვის ისევე, როგორც ჩემი თვითშემეცნებისთვის, ამ პირობებში ჩემი შინაგანი სამყაროს აღმოჩენა მე მიხსნის ამავე დროს „სხვასაც“, როგორც ჩემ წინ მდგომ თავისუფლებას, რომელიც აზროვნებს და ან მომხრეა ჩემი, ან მოწინააღმდეგე. ამრიგად, იხსნება მთელი სამყარო, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ინტერსუბიექტურობას. ამ სამყაროში ადამიანი ადგენს, თუ რას წარმოადგენს თვითონ და რას წარმოადგენენ სხვები“, წერს სარტრი თავის ნაშრომში „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“.[37]

 
ედვარდ მუნკის ეგზისტენციალისტური ნახატი

პიროვნება საკუთარ თავს აფასებს სხვების შეხედულებებიდან გამომდინარე ზუსტად ისევე, როგორც თავად ის სხვას შეიცნობს საკუთარი თვალთახედვიდან გამომდინარე. ინდივიდი, როგორც შემეცნების სუბიექტი, ცდილობს, განსაზღვროს ობიექტის სახით ის სუბიექტი, რომელიც თავად უარყოფს მის სუბიექტურობას და განმსაზღვრავს მას, როგორც ობიექტს. ეგზისტენციალიზმი ამას თავისულების შეზღუდვის აქტად მიიჩნევს, რადგან „სხვისი ხედვა“ ყოველთვის ცდილობს, ობიექტური შეფასება მისცეს იმას, რასაც ხედავს. სარტრს ამის საილუსტრაციოდ მოყავს მაგალითი კაცზე, რომელიც კლიტის ჭუჭრუტანიდან უთვალთვალებს ვიღაცას. თავდაპირველად, კაცი მთლიანად იმ სიტუაციითაა მოცული, სადაც ის იმყოფება. მისი მთელი ყურადღება გადატანლია იმაზე, თუ რა ხდება ოთახში. უეცრად, მას ესმის იატაკის ჭრაჭუნის ხმა მის უკან და ის აცნობიერებს, რომ ის დაინახა სხვამ. მას ეუფლება სირცხვილის გრძნობა, რადგან ის საკუთარ თავს აღიქვამს ისეთად, როგორადაც ის მიიჩნევდა სხვა ადამიანს მის ადგილას რომ ყოფილიყო. ამ შემთხვევაში შეხედულება, რომელიც მას სხვის თვალთახედვიდან გამომდინარე უჩნდება არის მისი ფაქტობრიობის განმსაზღვრელი. „მე ვარ ის, როგორსაც მხედავს სხვა. მე ვადარებ, რაც მე ვარ სხვისთვის იმას, რაც მე ვარ ჩემთვის. მე არანაირად არ მსურს მათი გაიგივება“, წერს სარტრი. სირცხვილი არის სირცხვილი საკუთარი თავის გამო სხვის წინაშე. „სხვა, ეს ჯოჯოხეთია“, ამბობს სარტრი. მზერაში ცხადდება სხვისი ყოფიერება და მაშასადამე, პიროვნების ყოფიერებაც-სხვისთვის, რაც მის ყოფიერებას კი არ თანხვდება, არამედ უარყოფს მას.

კიდევ ერთი მახასიათებელი ამ ცნებისა არის ის, რომ „სხვას” პიროვნება გაზვიადებულად აღიქვამს: შესაძლებელია, რომ იატაკის ჭრაჭუნის ხმა სხვა არაფერია, თუ არა ძველი სახლის მოძრაობა. „სხვისი ხედვა“ არ არის რაიმე მისტიურ ტელეპათიური უნარი, რომელითაც მას პიროვნების რეალურად აფასება შეუძლია. (შეიძლება, იქ მართლაც ყოფილიყო სხვა ადამიანი და მას საერთოდაც არ შეემჩნია ის კაცი). ეს არის მხოლოდ პიროვნების ხედვა, რომლითაც ის საკუთარ თავს სხვისი გადასახედიდან აფასებს.

შიში რედაქტირება

„ეგზისტენციალურ შიშს“ ხანდახან მღელვარებას, შფოთვას და ტანჯვასაც უწოდებენ. ამ ტერმინს ბევრი ეგზისტენციალისტი მოაზროვნე იზიარებს. მიიჩნევა, რომ ეს არის უსიამოვნო გრძნობა, რომელიც ადამიანს ეუფლება თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის წინაშე. ამ გრძნობის ამსახველ არქეტიპულ მაგალითს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც დგას კლდის პირას და მას ეშინია არა მარტო იმისი რომ ჩავარდეს, არამედ იმისიც რომ საკუთარი ნებით გადახტეს კლდიდან. ამ დროს ადამიანი გრძნობს, რომ მას „არაფერი იჭერს“. პიროვნება დაბნეულობაშია, მან არ იცის გადახეტს თუ ადგილზე გაჩერდეს და ის აცნობიერებს საკუთარ თავისუფლებას.[27]

 
ეგზისტენციალისტი მხატვრის ედვარდ მუნკის ნახატი „შიში“ (1894)

პირველად ტერმინი „შიში“ გამოიყენა სიორენ კირკეგორმა თავის ნაშრომში „შიშის ცნება“. თუკი ცხოველები ინსტინქტით მოქმედებენ, ადამიანები საკუთარ თავისუფალ ნებას გამოხატავენ, რაც შიშს იწვევს. კირკეგორის შიშის ცნება გაიზიარეს სხვა ფილოსოფოსებმაც, ფრიდრიხ ნიცშემ, სარტრმა, ჰაიდეგერმა. თითოეულმა მათგანმა შიშის იდეა საკუთარი ინტერპრეტაციის მიხედვით ინდივიდუალურად განავრცო. კირკეგორი შიშს უკავშირებდა პიროვნული რელიგიური მრწამსის წინაშე მდგომი ადამიანის მორალურ თავისუფლებას, რომელიც მან აბრაამის მაგალითზე განიხილა. სარტრი თავის წიგნში „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ კირკეგორის „ბრაამის შიშს“ ეგზისტენციალური კრიზისის დასახასიათებლად იყენებს: „შიში მაინც არის, მაშინაც კი, როცა მას მალავენ. ეს ის შიშია, რომელსაც კირკეგორი უწოდებდა აბრაამის შიშს. თქვენ იცით ეს ისტორია. ანგელოზმა უბრძანა აბრაამს მსხვერპლად შეეწირა თავისი ვაჟიშვილი. კარგია, თუ ის ნამდვილად იყო ანგელოზი, რომელიც მოვიდა და თქვა: შენ აბრაამი ხარ და შენ მსხვერპლად შესწირავ შენს ვაჟიშვილს. მაგრამ ყველას აქვს უფლება იკითხოს: ნამდვილად არის ის ანგელოზი და ნამდვილად ვარ მე აბრაამი? სად არის ამის დადასტურება“. გვიანდელი ეგზისტენციალისტები შიშს უკავშირებდნენ პიროვნულ პრინციპებს, კულტურულ ნორმებს და ეგზისტენციალურ სასოწარკვეთას.

კირკეგორი ფიქრობდა, რომ შიშის გრძნობა დადებითი მოვლენა იყო, რადგან ამ დროს ადამიანი ეგზისტენციალურ სიტუაციაშია და სიცარიელეს გრძნობს. ეს შეიძლება შინაგანი მოტივატორი იყოს პიროვნებისთვის, რათა მან საკუთარ არსებობას გარკვეული დანიშნულება და საზრისი მიანიჭოს და არსებობის უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს. კირკეგორი თავის ნაშრომში „შიში და ძრწოლა“ წერს: „მე შემიძლია მთელი ჩემი ძალისხმევით უარვყო ყველაფერი და ვიპოვო სიმშვიდე ტკივილში. მე შემიძლია დავძლიო ყველაფერი -თუნდაც საშინელი დემონი, უფრო საზარელი ვიდრე ჩონჩხი, რომელიც მაძრწუნებს მე. თუკი სიგიჟე გამომეცხადება მასხარას კოსტუმში და მანიშნებს, რომ მე უნდა ჩავიცვა ის, მე მაინც საკუთარ სულს გადავარჩენ, რადგან ჩემთვის ღმერთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამქვეყნიური ბედნიერება“.

სასოწარკვეთილება რედაქტირება

სასოწარკვეთილება ეგზისტენციალიზმში ნიშნავს იმედის დაკარგვას.[38] ადამიანს უიმედობა ეუფლება მაშინ, როდესაც თავის ძირითად მახასიათებლებს კარგავს. მაგალითად, როდესაც მომღერალი კარგავს სიმღერის შესაძლებლობას, ის შეიძლება სასოწარკვეთაში ჩავარდეს, თუკი არ გააჩნია რაიმე სხვა იდენტობა, რათა მას დაეყრდნოს და გამოხატოს თავისი თავი. ის გრძნობს რომ უძლურია საკუთარი ყოფნის განსაზღვრაში.

ეგზისტენციაურ სასოწარკვეთის ცნებას საზოგადოდ განსაზღვრული უიმედო ყოფისგან განასხვავებს ის, რომ ეგზისტენციალური სასოწარკვეთილების დროს, ადამიანს არ აქვს აშკარად, ცხადად გამოხატული დეპრესიული მდგომარეობა. იმდენად რამდენადაც ადამიანის იდენტურობა დამოკიდებულია მახასიათებლებზე, რომელიც შეიძლება დაინგრეს, ის მუდმივ სასოწარკვეთაშია და სარტრისეული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, სასოწარკვეთილება ადამიანის უნივერსალური მდგომარეობაა.[39]

 
ედვარდ მუნკის ეგზისტენციალისტური ნახატი „კივილი“.

სიორენ კირკეგორი გამოყოფს სამი სახის სასოწარკვეთას. პირველ საფეხურზე მდგომი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ის სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია. მას საკუთარ თავზე და არსებობაზე არასწორი წარმოდგენა აქვს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ვერ აანალიზებს მის რეალურ მდგომარეობას და საკუთარ თავს არასწორად განსაზღვრავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის სასოწარკვეთილი. კირკეგორი მიიჩნევს, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის სწორედ ასეთი მდგომარეობაა დამახასიათებელი. ასევე, მაშინაც კი, როდესაც ადამიანი განუსაზღვრელ ბედნიერებას გრძნობს, სასოწარკვეთილია. მეორე საფეხურზე მდგომი ადამიანი აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას და მას სურს, აღარ იყოს ისეთი, როგორიც არის, ან სურს იქცეს სხვა ადამიანად. კირკეგორი ამ ტიპის ადამიანებს „მიწიერ სასოწარკვეთილ“ პიროვნებებს უწოდებს. უკანასკნელი და ყველაზე ღრმა ფორმა სასოწარკვეთილებისა არის, როდესაც ადამიანი აცნობიერებს საკუთარ უიმედო მდგომარეობას და მას მაინც სურს იყოს ის, ვინც არის. ამ საფეხურს კირკეგორი „დემონურ სასოწარკვეთას უწოდებს“ (დემონს ფილოსოფოსი იყენებს კლასიკური ბერძნული გაგებით და არა თანამედროვე მნიშვნელობით). თავდაპირველად, ადამიანი ცდილობს მიმართოს გარკვეულ საშუალებებს, რათა შეიმსუბუქოს მდგომარეობა, თუმცა დახმარებას ვერ იღებს. ამიტომ, ადამიანი ეგუება და უძლებს სასოწარკვეთას და აღარც ელის შველას „თუნდაც ღმერთმა და ცის ყველა ანგელოზმა რომ შესთავაზოს დახმარება, ის უარს იტყვის მასზე“. გარკვეული თვალზაზრისით საკუთარი არსის ასე ღრმად წვდომა და გაცნობიერება, მას მისი ტკივილით გაცილებით უფრო მაღლა აყენებს იმ ადამიანებთან შედარებით, რომელთაც არ აქვთ შეცნობილი საკუთარი თავი. კირკეგორის აზრით, ეს ყველაზე იშვიათი ფორმაა. ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ „ყველა ჩვენთაგანს შეუძლია ისწავლოს, რომ ადამიანის უბედურებას არასდროს განაპირობებს მის გარეთ მყოფი საგნები“.[39]

გაუცხოება რედაქტირება

გაუცხოება არის ფილოსოფიური ტერმინი, რომელითაც ფილოსოფოსები პიროვნების საზოგადოებასთან შეუთავსებლობას გამოხატავენ - როდესაც ინდივიდი ხედავს, რომ საზოგადოება მორალურად დაცემულია ან გრძნობს უძლურებას მყარი სოციალური ინსტიტუტების წინაშე და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არაპიროვნული, არაადამიანური ბუნება თრგუნავს.[40] კირკეგორი ამ ტერმინს საკუთარი ინდივიდუალური ხედვით განმარტავს. ის მიიჩნევს, რომ ღირებულებები გაუფასურებულია, არ არსებობს რაიმე ავტორიტეტი, რომელსაც შეიძლება ადამიანი დაეყრდნოს. ნაცვლად იმისა, რომ მიჰყვეს ვიღაცის ძლიერ ხმას ან აღიაროს რომელიმე წმინდა წიგნი ავტორიტეტად, თვითგაცნობიერებულმა ინდივიდმა თვალი უნდა გაუსწოროს ეგზისტენციალურ გაურკვევლობას, „ბევრი ადამიანი დასკვნებს ცხოვრების შესახებ სწავლით აკეთებს, და არა ფიქრით. ისინი თავს იტყუებენ იმით, რომ შეუძლიათ პასუხები წიგნებიდან მიიღონ და თავად არ აზროვნებენ“.

 
ედვარდ მუნკის ეგზისტენციალისტური ნახატი „მელანქოლია“.

ობიექტური რეალობა, რომელსაც გვთავაზობენ მეცნიერები და ისტორიკოსები, ინდივიდისთვის უცხო და გაუთავისებელია, რადგან ისინი ვერ პოულობენ ცხოვრების საზრისს წმინდა ობიექტური თვალსაწიერიდან. ინდივიდები აზრს იძენენ ვნებებით, სურვილებით, მორალური და რელიგიური ცნებებით - იმით რისი აღქმაც არის სუბიექტური. ეს არის ადამიანის შინაგანი ანარეკლი. კირკეგორი ფიქრობდა, რომ ისეთი ობიექტური ჭეშმარიტებანი, როგორიცაა მიზეზ-შედეგობრივი კანონი, ან ის, რომ სამკუთხედის კუთხეთა ჯამი 180 გრადუსია, სრულიად უმნიშვნელოა ინდივიდისთვის. ადამიანებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებები პერსონალურია. პიროვნებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, აპატიებს თუ არა მას მეგობარი, ვიდრე რომელიმე ობიექტური ჭეშმარიტების ცოდნა.

კირკეგორის გაუცხოებული ადამიანი არის რელიგიური პიროვნება, რომელსაც სურს იცხოვროს ქრისტიანულად, მაგრამ ადამიანებმა დაივიწყეს ქრისტეს მცნებები, ისინი მხოლოდ ფორმალურად მისდევენ რელიგიურ რიტუალებს. კირკეგორი საზოგადოებას მკაცრად აკრიტიკებს. არ შეიძლება ადამიანი მეტად ან ნაკლებად რელიგიური იყოს, ვინაიდან ქრისტე ან აღდგა, ან - არა. და თუ ის მართლა მკვდრეთით აღდგა, თუ მართლა ჩვენს გადასარჩენად მოკვდა, მაშინ ის ადამიანის მთელ ცხოვრებას მოიცავს. თუმცა, კირკეგორი მიიჩნევდა, რომ ეკლესიას და საზოგადოებას ზერელე მიდგომა ჰქონდათ რელიგიური საკითხებისადმი. იმის რწმენა, რომ ქრისტიანობა „ჭეშმარიტია“ საკმარისი არ არის. ქრისტიანული რწმენის ქონა, ქრისტიანული წესებით ცხოვრებას გულისხმობს.

ეგზისტენციალიზმი და რელიგია რედაქტირება

თეისტური ეგზისტენციალიზმი რედაქტირება

 
სიორენ კირკეგორი: „ბიბლია ძალიან ადვილი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვთვალთმაქცობთ, თითქოს არ შეგვიძლია მისი გაგება, რადგან ვიცით, რომ იმ მომენტში, როდესაც გავიგებთ მას, იძულებულნი ვიქნებით ჩვენი ქმედებები მას დავუმორჩილოთ“.

ეგზისტენციალიზმი ბიბლიას განიხილავს სუბიექტის თვალთახედვიდან გამომდინარე, როგორც მოვლენათა ერთობლიობას. ეს ხედვა უპირისპირდება ტრადიციულ რელიგიურ შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიბლია არის ტრასცენდენტული, ადამიანისგან განცალკევებით მდგომი შეუცნობელი ჭემარიტება, რომელიც მხოლოდ შეგრძნებით შეიძლება გამოცადოს პიროვნებამ. ეგზისტენციალისტი მკითხველი არ ემორჩილება ვალდებულებას, რომ მიჰყვეს ბიბლიის მცნებებს მის გარეთ მყოფი სუბსტანციისგან იძულებით, არამედ ის საკუთარ თავში ეძებს ღმერთს და საკუთარი შინაგანი არსიდან გამომდინარე მოქმედებს.[41] იმ ჩიხის საჩვენებლად, რომელიც არსებობს სამყაროს გარეთ მყოფ ღმერთსა და მიწიერ სამყოფელში მყოფ ადამიანს შორის, რომელსაც არ ძალუძს ტრასცედენტური სუბსტანციის შეცნობა, კირკეგორი შემდეგ კითხვას სვამს: „ვის უფრო რთული სამუშაო აქვს: მასწავლებელს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებისგან შორს მდგომი მნიშვნელოვან საკითხებზე გვმოძღვრავს, თუ მოსწავლეს, რომელმაც უნდა აღასრულოს ის?“

თეისტური ეგზისტენციალიზმის ფუძემდებელი და ქრისტიანული თეოლოგიის მნიშვნელოვანი ფიგურაა სიორენ კირკეგორი.[42] ის მიიჩნევდა, რომ სამყარო იყო პარადოქსული. ერთი მხირვ, არსებობდა ტრანსცედენტული ღმერთი, და მეორე მხრივ, ქრისტე, რომელიც ადამიანებს ღვთის ძედ და მხსნელად მოევლინა. კირკეგორი ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას ყველა წესზე და კანონზე მაღლა აყენებდა.[43] ის ფიქრობდა, რომ ეს ურთიერთობა გაცილებით უფრო მაღლა იდგა ვიდრე დაწესებული მორალი, სოციალური სტრუქტურა თუ საზოგადოებრივი ნორმები.

ქრისტიანული ეგზისტენციალიზმის მთავარი პოსტულატია, საზოგადოების დაბრუნება პირველქრისტიანულ მოძღვრებასთან. ეგზისტენციალისტები ამტკიცებენ, რომ ადრექრისტიანული მოძღვრება ყველაზე ახლოსაა ნამდვილ ქრისტიანობასთან. ადრექრისტიანულ ეპოქად მიიჩნევა პერიოდი, რომელიც მოიცავს ქრისტეს ჯვარცმიდან სამ საუკუნეს. კირკეგორის აზრით, XIX საუკუნის ქრისტიანობამ დაკარგა ახალი აღთქმის ის უმთავრესი ღირებულებები (სიყვარული, შენდობა, სიკეთისმოყვარეობა), რომელიც არის ღერძი ქრისტიანული მოძღვრების და ქრისტიანობას გამოეცალა სამი ძირითადი საფუძველი-მოწყალება, თავმდაბლობა და სიყვარული, რომელიც არსებითად ქრისტეს მოძღვრების უმთავრესი ბირთვია.[44]

ქრისტიანული ეგზისტენციალიზმი ბიბლიას არაპირდაპირი მნიშვნელონით განიხილავს, ისინი მიიჩნევენ, რომ ქრისტეს ყოველი იგავი თუ გამონათქვამი არ არის ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ უშალოდ ქრისტე არ ცდილობს, საკუთარ მოსაზრებების მკითხველისთვის თავსმოხვევას. ის შეფარვით ამბობს სათქმელს, რათა ადამიანებმა საკუთარი ინდივიდუალური ხედვით დაინახონ სიმართლე და არ მიიღონ „წინასწარდადგენილი ჭეშმარიტება“ განუსჯელად, რაც კარგად იკვეთება მის იგავებში. მაგალითად, მათეს სახარების მე-18 თავში ქრისტე ყვება იგავს კაცზე, რომელსაც მეფის ვალი მართებს. როდესაც მეფე მოითხოვს მისი ვალის დაბრუნებას, იგი მუხლმოდრეკილი შესთხოვს შეიწყალოს. მეფე შეუნდობს და გაუშვებს, მაგრამ თავად მონა თავის ამხანაგს, რომელსაც მისი ვალი აქვს, არ პატიობს და ვალის გადახდამდე ციხეში ჩააგდებს. როდესაც მეფე ამ ამბავს იგებს, დაიბარებს თავის მონას და ეუბნება: „მთელი ვალი გაპატიე, ნუთუ შენც არ გმართებდა ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე“, და განრისხებული მეფე მტანჯველებს გადასცემს მის თავს, ვალის გადაიხდამდე. და ქრისტე ამბობს: „ასევე მოგექცევათ მამა ჩემი ზეციერი, თუ მთელის გულით არ მიუტევებთ თქვენს ძმას მის შეცოდებებს“. აზრი ბუნდოვანად და ორაზროვნადაა გადმოცემული.

ხშირად ქრისტეს იგავი პასუხობს კონკრეტულ მკითხველს. ის იგავის თქმისას, მიმართავს კონკრეტულად იმ ადამიანს, რომელმაც კითხვა დაუსვა. მაგალითად, ლუკას სახარების მე-10 თავში(25) რჯულის მოძღვარი ეკითხება ქრისტეს „ვინ არის ჩემი მოყვასი?” ქრისტე მას უყვება იგავს სამარეტიანელ კაცზე. ერთი კაცი ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომელბმაც გაძარცვეს ის. გზაზე ჩამოიარა მღვდელმა და გვერდი აუქცია, შემდეგ ლევიტიელმა კაცმა ჩამოიარა და მანაც გვერდი აუქცია. ბოლოს, სამარიელმა ჩამოიარა და შეიბრალა ის, უპატრონა და მოუარა მას. ქრისტე ეკითხება რჯულის მოძღვარს, „როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი?“. ქრისტე თავად არ სცემს ამ კითხვას პასუხს, ის ინდივიდს სთხოვს უპასუხოს კითხვას. იმისთვის, რომ ბიბლიის ეგზისტენციალურად გაგება შევძლოთ, უნდა გავაანალიზოთ, ვის მიმართ ამბობს ქრისტე იგავს.[45] კირკეგორის აზრით, ეს პასაჟი ინდივიდუალური ხედვით უნდა იყოს გაგებული. ბიბლიის ეგზისტენციალური ხედვა ნიშნავს, ადამიანის სუბიექტური თვალთახედვიდან გამომდინარე მის აღქმას. ეგზისტენციალისტი ამბობს, რომ ბიბლია არ არის ავტორიტეტი მანამ, სანამ პიროვნება საკუთარი სურვილით არ აღიარებს მას ავტორიტეტად.[46]

 
მიგელ დე უნამუნო: „იყავით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცითაი სრულ არს, – გვიბრძანა ქრისტემ და თუმცა ეს მიუწვდომელი იდეალია, სწორედ ამ მიუღწეველით დაუდო ზღვარი ჩვენს შესაძლებლობას“.

ასევე, ქრისტიანული ეგზისტენციალიზმის წარმომადგენლები არიან: პაულ ტილიჩი, რუდოლფ ბუტმენი, გაბრიელ მარსელი, ემანუელ მუნიერი, კარლ იასპერსი, მიგელ დე უნამუნო, ნიკოლაი ბერდიაევი, ლევ შესტოვი.[47] სადავოა, თუმცა ზოგიერთი მოაზროვნე მიიჩნევს, რომ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედება არის ტრადიცული ქრისტიანული ეგზისტენციალიზმის საძირკველი.

თეისტური ეგზისტენციალიზმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მიგელ დე უნამუნო საკუთარ მსოფმხედველობას „ჩემს რელიგიაში“ აყალიბებს. ის კირკეგორის მისგავსად მიიჩნევს, რომ ღმერთის შეცნობა მხოლოდ შინაგანი არსიდან, სუბიექტური არსებიდანაა შესაძლებელი.

ათეისტური ეგზისტენციალიზმი რედაქტირება

 
ფრიდრიხ ნიცშე: „თქვენ არ გქონდათ თქვენი თავი ნაპოვნი, როცა მე მიპოვეთ. ამგვარად იქცევა ყველა მორწმუნე, ამიტომაც ნიშნავს რწმენა ასე ცოტას“.

ათეისტური ეგზისტენციალიზმის პირველი წარმომადგენელია ფრიდრიხ ნიცშე, რომლის ფილოსოფიის ამოსავალი წერტილია ღმერთის სიკვდილის გააზრება და ადამიანის, როგორც ერთადერთი შემოქმედის აღიარება. ნიცშემ „ასე იტყოდა ზარატუსტრაში“ წარმოადგინა თავისი გაიდეალებული ადამიანი „ზეკაცი“, როგორც იდეალი და ნიმუში ყოველი ადამიანისთვის. „ზეკაცი“ არის ყოველგვარი მორალური და რელიგიური ბორკილებისგან თავისუფალი ინდივიდი, რომელიც ასწავლის ადამიანებს თუ როგორ უნდა იცხოვრონ სამყაროში, სადაც „ღმერთი მკვდარია“. ნიცშე მკაცრად აკრიტიკებს ქრისტიანობას, ის გმობს ქრისტიანულ მორალს და უარყოფს სახარებას („ანტიქრისტეში“ ის გამოთქვამს მოსაზრებას, რომ პავლე მოციქულმა გააყალბა სახარება). ფილოსოფოსი მიჯნავს ქრისტეს და ქრისტიანობას ერთმანეთისგან. ის წერს, „სიმართლე რომ ვთქვა, მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი ქრისტიანი იყო და ისიც ჯვარზე გააკრეს“. მისი აზრით, ქრისტე, როგორც ინდივიდი წარმოადგენს უნივერსალურ გონს, რომელიც უარყოფს ყოველგვარ დოგმას თუ მორალურ პოსტულატებს, „ქრისტიანული შეიძლება იყოს ქრისტიანული პრაქტიკა, ანუ იცხოვრო ისე, როგორც ჯვარზე დაღუპულმა იცხოვრა. ამგვარი ცხოვრება დღესაც შესაძლებელია, ზოგიერთვისთვის კი აუცილებელიც: თავდაპირველის მსგავსი, ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყველა დროისთვის არის დასაშვები. არა რწმენა, არამედ კეთება“, წერს ნიცშე „ანტიქრისტეში“.

მიუხედავად იმისა, რომ ნიცშეს ათეიზმი აგრესიული და უკიდურესი ფორმითაა წარმოჩენილი მის ნაშრომებში, მარტინ ჰაიდეგერი მას უწოდებს ერთადერთ გერმანელ ფილოსოფოსს, რომელიც ღმერთს ეძებდა. ნიცშეს ნაშრომებში ხშირად შეინიშნება ერთი მხრივ, თავისუფალი ადამიანის ბედნიერება და მეორე მხრივ, ღმერთის სიკვდილით გამოწვეული უკიდურესი სასოწარკვეთა -„ღმერთი მკვდარია, ადამიანთა სიბრალურმა მოკლა ღმერთი“; „ღმერთი მკვდარია ჩვენ ყველანი მისი კვლელები ვართ“; „ღმერთსაც აქვს თავისი ჯოჯოხეთი და მას ადამიანებისადმი სიყვარული ეწოდება“, უკიდურესი სასოწარკვეთილებითაა ნაჩვენები „ასე იტყოდა ზარატუსტრას“ პერსონაჟი, რომელმაც მოკლა ღმერთი და დაკარგა ყოველგვარი საზრისი ცხოვრებაში. ფილოსოფოსები სხვადასხვა ინტერპრესტაციებით განიხილავენ მის შემოქმედებას, თუმცა ღმერთის დანაკარგით, მორალის დამხობით, ახალი თავისუფალი „ზეადამიანის“ შექმნის იმედით გამოწვეულ სიხარულთან ერთად, ზოგიერთ პასაჟში მეტად მტკივნეულად და უაღრესი სევდითაა გადმოცემული ღმერთის დანაკარგით გამოწვეული უსასოდ და უმიზნოდ შთენილი ადამიანის განცდებიც.[48]

ღმერთის დაკარგვით გამოწვეული ერთგვარი ტკივილი გასდევს XX საუკუნის ათეისტი ეგზისტენციალისტების ნაშრომებსაც. ჟან-პოლ სარტრი „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმიაში“ წერს, „ეგზისტენციალისტები წუხან ღმერთის არარსებობის გამო, რადგან ღმერთთან ერთად იკარგება რაიმე ღირებულის პოვნის ყოველგვარი შესაძლებლობა ინტელიგიბელურ საზოგადოებაში. შეუძლებელია რაიმე აპრიორის არსებობა, რადგან არ არსებობს უსასრულო და სრულყოფილი გონება, რომელიც მას მოიაზრებდა“. სარტრის ნოველა „გულისრევა“ ათეისტური ეგზისტენციალიზმის ნიმუშად ითვლება. სარტრის გმირი აცნობიერებს, რომ სამყარო და ყველა საგანი, მის მიმართ და მისი მტანჯველი არსებობის მიმართ ინდეფერენტულია.

 
ჟან-პოლ სარტრი: „ადამიანს მისჯილი აქვს იყოს თავისუფალი. მისჯილი აქვს, რადგან თვითონ არ შეუქმნია თავისი თავი და მაინც თავისუფალია. რადგან სამყაროში ერთხელ გადაგდებული პასუხს აგებს ყველაფერზე, რასაც აკეთებს“.

XX საუკუნის ეგზისტენციალისტების, ჟან-პოლ სარტრისა და ალბერ კამიუს, ათეისტური ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიის საწყისი წერტილია ფიოდორ დოსოტევსკის ერთ-ერთი პერსონაჟის ივან კარამაზოვის ფრაზა: „თუკი ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია“. სარტრის აზრით, ადამიანს მისჯილი აქვს თავისუფლება, არ არსებობს რაიმე ტრასცედენტული სუბსტანცია, აბსოლუტური გონი თუ რელიგიური მრწამსი, რომელსაც შეიძლება ადამიანი დაეყრდნოს. „თუ ღმერთი არ არსებობს, მართლაც ყველაფერი ნებადართულია. ამიტომაა ადამიანი გადაგდებული, მას არაფერი აქვს დასაყრდენი არც თავის თავში და არც გარეთ. უპირველეს ყოვლისა, მას არ აქვს გამართლება“. კამიუს ნაშრომები არის დუალიზმი ბედნიერებასა და უბედურებას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. „სიზიფეს მითში“ ეს დუალიზმი პარადოქსული ხდება, რადგან ადამიანები ერთი მხრივ, აცნობიერებენ აბსურდულობას, და მეორე მხრივ, ემორჩილებიან მორალს. ისევე როგორც სარტრი, კამიუც ადამიანის თავისუფლებას პასუხისმგებლობასთან ერთად განიხილავს და მიიჩნევს, რომ სრული თავისუფლება არ გულისხმობს ყველაფრის კეთებას, მორალის სრულ უგულებელყოფას: „ყველაფერი ნებადართულია“ შესძახებს ივან კარამაზოვი. აბსურდი ამ სიტყვებშიც იგრძნობა, ოღონდ ეს ვულგარულად არ უნდა გავიგოთ. არ ვიცი შეამჩნიეს თუ არა: საქმე შვებით და სიხარულით გამოწვეულ შეძახილს კი არ ეხება, არამედ მწარე დასკვნას. იმ ღმერთის რწმენა, რომელიც სიცოცხლეს აზრს მიანიჭებდა ბევრად აღემატება ბოროტმოქმედების დაუსჯელ ძალაუფლებას. აბსურდი არ ათავისუფლებს. ის ბოჭავს. ის ყველაფრის ჩადენის უფლებას არ იძლევა. ყველაფერი ნებადართულია არ ნიშნავს, რომ არაფერია აკრძალული“.

ასევე, ათეისტი ეგზისტენციალისტები არიან: სიმონა დე ბოვუარი, მალარო, მერლო-პონტი, მარტინ ჰაიდეგერი.

ფილოსოფია რედაქტირება

განასხვავებენ რელიგიურ და ათეისტურ ეგზისტენციალიზმს. თუმცა, შეიძლება გამოიყოს ზოგიერთი არსებითი ნიშანი, რომელიც საერთოა ეგზისტენციალიზმის წარმომადგენლებისთვის:

 
ზევიდან მარცხნივ: სიორენ კირკეგორი, ფრიდრიხ ნიცშე, ფიოდორ დოსტოევსკი, ფრანც კაფკა.
  1. ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ცენტრში დგას ადამიანი, როგორც განსაკუთრებული არსება - ეგზისტენცი. აქ იგულისხმება ადამიანის ყოფნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახე. ადამიანს კი არ აქვს ეგზისტენცი, არამედ თვითონაა ეგზისტენცია.
  2. ადამიანური ეგზისტენცი ყოველთვის ინდივიდუალურია. იგი არა საერთოდ ადამიანს ანდა ადამიანთა სიმრავლეს, არამედ ინდივიდუალურ, ერთეულ ადამიანს ეხება. ეგზისტენცი ინდივიდის ყოფნის სახეა, იგი მკაცრად პიროვნული და სუბიექტურია, არ ემორჩილება ობიექტურ ზოგადოებას.
  3. ეგზისტენციალიზმი არ აღიარებს მხოლოდ ადამიანის იზოლირებული მე-ს არსებობას. ეგზისტენციალიზმში ადამიანი არ განიხილება თავის თავში ჩაკეტილ, იზოლირებულ, ინდივიდუალურ არსებად. პირიქით, ადამიანი მასში გაგებულია, როგორც გახსნილი, ღია რეალობა, რომელიც თავისი არსებით დაკავშირებულია გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. ეგზისტენცი დასაწყისიდანვე სამყაროში ყოფნაა, სხვა ინდივიდებთან მყოფი. ამგვარად, ეგზისტენციალიზმი ერთეულ ადამიანს ყოველთვის კონკრეტულ სიტუაციაში განიხილავს, მაგრამ არასოდეს იზოლირებულად, არამედ ყოველთვის საზოგადოებასთან კავშირში.
  4. ეგზისტენცი ყოფნის უცვლელი ფორმა კი არ არის, არამედ დინამიკურია. იგი არასოდეს არაა მოცემული როგორც უცვლელი ყოფნის სახე, არამედ ყოველთვის თავისუფლად ქმნის თავის თავს. ამიტომაც, ეგზისტენციალისტების აზრით, ადამიანს წინასწარ არ აქვს მოცემული თავისი არსება, ძირითადი განსაზღვრულობა. ადამიანი ამგვარი წინასწარ დადგენილი არსების გარეშე არსებობს და მუდმივ ქმნადობაში, თვითპროექტირებაშია. იგი თავისუფლად ქმნის თავის თავს და არის სწორედ ეს თავისუფლება.
  5. ეგზისტენციალისტების აზრით რეალობა გაიგება და განიცდება მხოლოდ პირად ეგზისტენციალურ გამოცდილებაში. ამ ცხოვრებისეული გამოცდილების წყაროდ კი მათ მიაჩნიათ ძრწოლა, რომელსაც ადამიანი განიცდის მაშინ, როცა გააცნობიერებს ამქვეყნიური არამყარი უსაფუძვლო ყოფნის სასრულობას, რაც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდება.
  6. ეგზისტენციალისტები უპირისპირდებიან ადამიანის ყოფის რაციონალურ გააზრებას. ისინი უარყოფენ პოზიტივიზმს და რაციონალიზმს. ეგზისტენციალისტები ამტკიცებენ, რომ ადამიანები გადაწყვეტილებას სუბიექტური აზროვნებით იღებენ, და არა წმინდა რაციონალური საზრისით. გონების, როგორც აზრის წყაროს უარყოფა, ეგზისტენციალური ფილოსოფიის მახასიათებელი ასპექტია. ეგზისტენციალიზტები მთავარ აქცენტს აკეთებენ იმ გრძნობებზე (შიშსა და მღელვარებაზე), რომელიც სამყაროს პირისპირ მყოფ ადამიანს უჩნდება, ვინაიდან აცნობიერებს სრულ თავისუფლებას და სიკვდილის გარდაუვალობას. კირკეგორის აზრით, რაციონალიზმი ეხმარება ადამიანს ობიექტური სამყაროს შეცნობაში (მაგალითად, ბუნების მეცნიერებების), მაგრამ როდესაც ადამიანი დგება ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე, გონება არასაკმარისია: „ადამიანის გონებას აქვს საზღვრები“.[49] კირკეგორის მსგავსად, სარტრიც ფიქრობდა, რომ რაციონალიზმში ბევრი ხარვეზი იყო, და მას „ცუდ ბედს“ უწოდებდა ანუ ადამიანის მცდელობას, სამყაროს შესაცნობად „სხვა“ გამოეყენებინა, რაც ფუნდამენტალურად არარაცნონალური იყო. სარტრი მიიჩნევს, რომ რაციონალიზმი და „ცუდი ბედის“ სხვა ფორმები ხელს უშლის ადამიანს, იპოვოს საზრისი თავისუფლებაში. შიშისა და შფოთვის ჩახშობით, ადამიანები შემოსაზღვრულნი არიან მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრებით. ისინი, თმობენ საკუთარ თავისუფლებას და ემორჩილებიან „სხვის ხედვას“ (აზროვნებენ არა საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების აზრებითა და შეხედულებებით).
  7. თანამედროვე ეგზისტენციალისტები კვლევის დროს მეტ-ნაკლებად ფენომენოლოგიურ მეთოდს იყენებენ: მათთანაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყოფიერების უშუალო წვდომას, მაგრამ ფენომენოლოგებისგან განსხვავებით მათთვის კონკრეტული ეგზისტენცი, ადამიანის არსებობაა კვლევის მთავარი საგანი და არა ზოგადი, მარადიული, იდეალური არსებები.

ეგზისტენციალიზმი და ნიჰილიზმი რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ეგზისტენციალიზმი და ნიჰილიზმი სხვადასხვა ფილოსოფიური მიმართულებებია, მათ ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ამ ორ ფილოსოფიას აერთიანებენ, არის ის, რომ ფრიდრიხ ნიცშე ორივე ფილოსოფიურ მიმდინარეობის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. ეგზისტენციალიზმის უმთავრესი მახასიათებელია სამყაროს აბსურდულობის გააზრება. ეგზისტენციალური ნიჰილიზმი ადამიანს განიხილავს მარტო მყოფ იზოლირებულ არსებად, რომელიც ამქვეყნად საკუთარი სურვილის გარეშე იბადება და არ იცი თუ რატომ არსებობს. ის იძულებულია თავად შექმნას საკუთარი არებობის საზრისი. ასევე, ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ შიშს, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ობიექტურ ქმედებებს და რომელიც მცირდება მორალური და ეგზისტენციალისტური ნიჰილიზმით. თუმცა, ნიჰილიზმისგან განსხვავებით, ეგზისტენციალიზმის მთავარი ღერძი ეყრდნობა მდგრადობას ცხოვრების აბსურდულობის წინაშე, როგორც ეს ნაჩვენებია ალბერ კამიუს „სიზიფეს მითში“ („უნდა წარმოიდგინო სიზიფეს ბედნიერება“).[50] ასევე, ეგზისტენციალიზმი იშვიათად უარყოფს მორალს ან ადამიანის მიერ შექმნილ საზრისს: კირკეგორი მორალურობას რელიგიიდან იღებდა, სარტრის ბოლო სიტყვები კი „ყოფნა და არარაობაში“ არის: „ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენთვის არის პირველადი და არა მეორეხარისხოვნი, თავიანთი დასაყრდენი მხოლოდ ეთიკაში უნდა ეძებონ. ჩვენ მას უნდა მივუძღვნათ ჩვენი მომავალი საქმე“.[51]

ისტორია რედაქტირება

XIX საუკუნე რედაქტირება

სიორენ კირკეგორი და ფრიდრიხ ნიცშე რედაქტირება

 
ედვარდ მუნკის ნახატი „ფრიდრიხ ნიცშე“.

სიორენ კირკეგორი და ფრიდრიხ ნიცშე მიჩნეულნი არიან ეგზისტენციალიზმის ფუძემდებელ პირველ ფილოსოფოსებად, თუმცა არც ერთს არ გამოუყენებია ტერმინი „ეგზისტენცილიზმი“. სადავოა, გაიზიარებდნენ თუ არა ისინი XX საუკუნის ეგზისტენციალურ შეხედულებებს. კირკეგორი და ნიცშე ადამიანის სუბიექტურ გამოცდილებას მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე ობიექტურ მათემატიკურ და მეცნიერულ ჭეშმარიტებებს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს ჭეშმარიტებანი ზედმეტად რთულნი და განკერძოებულნი იყვნენ, რათა ადამიანურ გამოცდილებას შეთვისებოდნენ. პასკალის მსგავსად, ისინი დაინტერესებულნი იყვნენ ადამიანების ფარული ბრძოლით სამყაროში, სადაც არსებობა აზრს მოკლებულია და ცდილობდნენ, მოწყენილობისგან თავის დახსნას. პასკალისგან განსხვავებით, ნიცშე და კირკეგორი ადამიანის არჩევანის თავისუფლებას მნიშვნელოვან როლს ანიჭებდნენ. ამასთან, აინტერესებდათ, ფუნდამენტალური ღირებულებებისა და რწმენის გათვალისწინებით, ადამიანის მიერ მიღებული თავისუფალი არჩევანი რამდენად ახდენდა გავლენას პიროვნების იდენტურობასა და ბუნებაზე.[52] კირკეგორის „რწმენის რაინდი“ და ნიცშეს „ზეკაცი“ არიან თავისუფალი ნების გამომხატველი ადამიანები. ისინი თავიანთი თავისუფალი არჩევნით განსაზღვრავენ საკუთარ არსებობას. ნიცშეს გაიდეალებული ინდივიდი თავად აწესებს საკუთარ ღირებულებებს. კირკეგორი დაუპირისპირდა ჰეგელის აბსტრაქციონისტურ ხედვას და მიუხედავად მისი შემწყნარებლური დამოკიდებულებისა (განსხვავებით ნიცშესგან) ქრისტიანობის მიმართ, გამოთქვა შეხედულება, რომ რელიგიის ობიექტური ჭეშმარიტებების არსებობა არათუ შეუძლებელია, არამედ დაფუძნებულია ლოგიკურ პარადოქსებზე. თუმცა, კირკეგორი პიროვნულ მრწამსს დიდ მნიშვნელობას სძენდა და მიიჩნევდა, რომ ის ინდივიდისთვის არსებობის ყველაზე მაღალი საფეხური იყო, რომელიც მოიცავდა ესთეტიურ და ეთიკურ ღირებულებებსაც. კირკეგორი ფიქრობდა, რომ ადამიანებს მხოლოდ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა ეცხოვრათ. ნიცშე და კირკეგორი სხვადასხვა ინტელექტუალური მიმდინარეობების წინამორბედნი იყვნენ, მათ შორის პოსტმოდერნიზმისა და უამრავი ფსიქოლოგიური სკოლის.

ფიოდორ დოსტოევსკი რედაქტირება

 
ფიოდორ დოსტოევსკი: „ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა.“

პირველი მნიშვნელოვანი ეგზისტენციალისტი მწერალი იყო ფიოდორ დოსტოევსკი.[53] დოსტოევსკი თავის წიგნში „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ აღწერს ლიტერატურულ პერსონაჟს, რომელიც ვერ პოულობს საკუთარ ადგილს საზოგადოებაში და უკმაყოფილოა თავისი თავით. მთავარი გმირის ეგზისტენციალურ კრიზისსა და სულიერ სიცარიელეს მწერალი შემდეგნაირად აღწერს: „უკანასკნელ ზღვართან რომ ხარ მიმდგარი, იმის შეგრძნება, ეს სისაძაგლე რომ არის, მაგრამ არც შეიძლება სხვაგვარად რომ იყოს, საშველი რომ არ გაქვს, სხვა ადამიანად ვერასდროს რომ ვერ გადაიქცევი, თუნდაც დრო ჯერ კიდევ გქონდეს და რწმენაც გაგაჩნდეს, სხვა რაიმედ გადაქცევა რომ ძალგიძდეს. მაგრამ, ამას თავად მაინც არ ისურვებდი, მაინც არაფერს მოიმოქმედებდი, რამეთუ სინამდვილეში ვერაფრადაც ვერ გადაიქცეოდი“. დოსტოევსკი მიიჩნევს, რომ უპირველესი ფაქტორი, რამაც ადამიანთა ქმედება უნდა განსაზღვროს ეს პიროვნების ნების თავისუფლება და მისი პირადი არჩევანია, თუნდაც ეს ნება სრულიად არარაციონალური და საზიანო იყოს პიროვნებისთვის, ვინაიდან „ის უპირველეს ყოვლისა გვინარჩუნებს უმთავრესსა და უძვირფასესს, ანუ ჩვენს პიროვნებას და ჩვენს ინდივიდუალობას“. ჟან-პოლ სარტრი თავის წიგნში „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ ეგზისტენციალური კრიზისის დასახასიათებლად იყენებს ამონარიდებს დოსტოევსკის რომანიდან „ძმები კარამაზოვები“. სარტრი ციტირებს ივან კარამაზოვის ფრაზას „თუკი ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია“, რასაც ფილოსოფოსი თავად მწერლის მოსაზრებად მიიჩნევს. ასევე, დოსტოევსკის რომანში „დანაშაული და სასჯელი“ ასახულია მთავარი გმირის ეგზისტენციალური კრიზისი. რასკოლნიკოვი კრიზისიდან თავის დასახსნელად მართლმადიდებლურ რელიგიურ შეხედულებებს მიმართავს და ამ გზით ცდილობს, საკუთარ არსებობას გარკვეული აზრი მიანიჭოს.

XX საუკუნის ადრეული წლები რედაქტირება

 
მიგელ დე უნამუნო: „შემეცნება შეცოდების გარეშე არარაციონალურია“.

XX საუკუნის პირველ ათწლეულში მოღვაწე არაერთმა ფილოსოფოსმა და მწერლმა შეისწავლა და განავითარა ეგზისტენციალიზმის იდეები. ესპანელი ფილოსოფოსი, ესეისტი, რომანისტი, პოეტი და დრამატურგი მიგელ დე უნამუნო ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. თავის წიგნში „ცხოვრების ტრაგიკული გრძნობის შესახებ ადამიანებსა და ხალხებში“, უნამუნო დაუპირისპირდა აბსტრაქტულ რაციონალიზმს. ის უარყოფდა სისტემურ ფილოსოფიას და უპირატესობას ანიჭებდა რწმენისკენ მიმავალი ინდივიდუალური გზის ძიებას. მისი ცხოვრებისეული ხედვა ძიებისა გამოხატავდა ტრაგიკულ, უფრო მეტიც, აბსურდულ გრძნობას, რისი სიმბოლოც მისთვის იყო სერვანტესის პერსონაჟი დონ კიხოტი. უნამუნოს ერთ-ერთი გამორჩეული ეგზისტენციალისტური ნაწარმოებია პატარა მოთხრობა „წმინდა მანუელ წამებული“, რომელიც მღვდლის სარწმუნოებრივ კრიზისს ასახავს. „ქრისტიანობის აგონიაში“ (1924) ფილოსოფოსს „აგონიის“ ცნება შემოაქვს, როგორც ცხოვრების განსაკუთრებით ტრაგიკული აღქმა, რაც გონისა და რწმენის შეურიგებელი დუალიზმით არის გამოწვეული. კიდევ ერთი ესპანელი მოაზროვნე, ხოსე ორტეგა ი გასეტი, თავის წიგნში „მე ვარ მე და ჩემი გარემოება“ (1914) გამოთქვამს აზრს, რომ ადამიანური არსებობა უნდა განისაზღვროს ინდივიდის კონკრეტულ გარემოსთან დამოკიდებულების გათვალისწინებით. მის მსგავსად, ჟან-პოლ სარტრიც მიიჩნევდა, რომ ადამიანის არსებობა არ არის რაღაც აბსტრაქტული არსი, არამედ ის ყოვლთვის განპირობებულია სიტუაციით. ასევე, ხოსე ორიეტას პიესები მიჩნეულია აბსურდულ ნაწარმოებებად.

მარტინ ბუბერი ავსტრიელ-ებრაელი ეგზისტენციალური ფილოსოფიის წარმომადგენელია. მან თავისი მთავარი ნაშრომები დაწერა გერმანიაში, ის სწავლობდა და ასწავლიდა ბერლინისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებში. თუმცა, ბუბერი შორს დგას გერმანული ფილოსოფიური მიმდინარეობებისგან. ის 1878 წელს დაიბადა ებრაულ ოჯახში ვენაში. ის იყო ებრაული კულტურის მცოდნე და სხვადასხვა დროს სიონიზმისა და ჰასიდიზმის მიმდევარი. 1938 წელს ბუბერი იერუსალიმში გადასახლდა. მისი ყველაზე კარგად ცნობილი ფილოსოფიური ნაშრომია „მე და შენ“, რომელიც 1922 წელს გამოქვეყნდა. ბუბერისთვის ადამიანის არსებობის ფუნდამენტალურ ფაქტს განისაზღვრავდა „ადამიანი ადამიანთან“.[54]

ორი უკრაინელი-რუსი მოაზროვნე, ლევ შესტოვი და ნიკოლაი ბერდიაევი ცნობილი ეგზისტენციალისტი მოაზროვნეები გახდნენ პარიზში პოსტ-რევოლუციური გადასახლების დროს. შესტოვი დაიბადა უკრაინულ-ებრაულ ოჯახში კიევში. 1905 წელს დაწერილ აფორიზმების წიგნში „ყველაფერი შესაძლებელია“, ის დაუპირისპირდა რაციონალიზმს და სისტემურ ფილოსოფიას. ბერდიაევიც უკრაინელი მოაზროვნეა, თუმცა ის განიცდიდა აღმოსავლეთ მართლმადებლური ეკლესიის გავლენას. მან მკვეთრი ზღვარი გაავლო სულიერ სამყაროსა და ყოველდღიურ ობიექტურ რეალობას შორის. ბერდიაევი მიიჩნევდა, რომ ადამიანის თავისუფლების საფუძველი ინდივიდის სულის სამეფო იყო, რომელიც მეცნიერული კაუზუალურ შეხედულებებისა და კანონზომიერებებისგან დამოუკიდებლად არსებობდა. იმდენად, რამდენადაც ადამიანები ცხოვრობენ ობიექტურ სამყაროში, გაუცხოებულნი არიან ჭეშმარიტ სულიერ თავისუფლებას. ადამიანი არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს ნატურალისტური ხედვით, არამედ იგი უნდა აღიქმებოდეს როგორც ღვთის ხატად ქმნილი, თავისუფლებისა და შემოქმედებითობის სიმბოლო.[55] ბერდიაევი თავის შეხედულებებს ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვამს თავის წიგნში „ადამიანის ბედისწერა“ (1931).

ფრანგმა დრამატურგმა და ფილოსოფოსმა გაბრიელ მარსელმა, ტერმინი „ეგზისტენციალიზმის“ დამკვიდრებამდე ბევრად ადრე, 1925 წელს გამოქვეყნებულ ესეში „არსებობა და ობიექტურობა“ და „მეტაფიზიკური გაზეთი“ (1927) წამოაყენა მნიშვნელოვანი ეგზისტენციალისტური საკითხები.[56] მარსელი საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებების საწყის წერტილად მიიჩნევდა მდგომარეობას, როდესაც ადამიანი განიცდის მეტაფიზიკურ გაუცხოებას და ცდილობს ჰარმონიის პოვნას სამყაროში, სადაც ყოველივე წარმავალია. მარსელის აზრით, ჰარმონია მიიღწევა „მეორადი ანარეკლის“ დახმარებით, რომელიც შეიძლება დახასიათდეს როგორც „გაკვირვება და განცვიფრება“. ეს არის გახსნილობა სხვა ადამიანთა ეგზისტენციის მიმართ და ღმერთის გაგება არა მხოლოდ „ინფორმაციულობის“ დონზე. მისი ფილოსოფია არ არის კველევა ყოფნის შესახებ არამედ ყოფნის ძიებაა, რომელიც ადამიანებმა ურთიერთდახმარებითა და ერთმანეთზე ზრუნვით უნდა გახადონ შესაძლებელი.[57]

მარსელი „მეორად ანარეკლს“ უპირისპირებდა სამეცნიერო-ტექნიკურ „პირველად ანარეკლს“, რომელსაც უკავშირებდა დეკარტისეულ აბსტრაქტულ ეგოს. მარსელისთვის ფილოსოფია იყო კონკრეტული საქმიანობა, რომელიც ადამიანს განიხილავდა გრძნობიერ არსებად ინკარნირებულს კონკრეტულ ობიექტურ რეალობაში.[56][58] მიუხედავად იმისა, რომ სარტრმა საკუთარ ფილოსოფიაში ტერმინი ეგზისტენციალიზმი 1940 წელს გამოიყენა, მიჩნეულია რომ მარსელის ეგზისტენციალისტური გაგება დიამეტრულად უპირისპირდება სარტრის ეგზისტენციალიზმს.[56] სარტრისგან განსხვავებით, მარსელი იყო ქრისტიანი, 1929 წელს ის კათოლიციზმის მიმდევარი გახდა.

გერმანელი ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის კარლ იასპერსის ფილოსოფიაზე გავლენა მოახდინა კირკეგორისა და ნიცშეს ნაშრომებმა.[59] ის ეგზისტენციალიზმს განმარტავდა, როგორც საზოგადოების მიერ შემნილ „მოჩვენებას“ და საკუთარ ფილოსოფიას ეგზისტენცფილოსოფიას უწოდებდა. კარლ იასპერსისთვის „ეგზისტენცფილოსოფია არის აზროვნების მიმართულება, რომელის საშუალებითაც ადამიანი ქმნის საკუთარ თავს. ის არ ცდილობს ობიექტის არსის გაგებას, არამედ ხსნის და განსაზღვრავს მოაზროვნის ყოფნას“.[60]

იასპერსი, რომელიც იყო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი, იცნობდა მარტინ ჰაიდეგერს. ჰაიდეგერს პროფესორის თანამდებობა ეკავა მალბურგში, სანამ ჰარსელის თანამდებობას დაიკავებდა ფრაიბურგში 1928 წელს. ისინი განიხილავდნენ და მსჯელობდნენ ბევრ ფილოსოფიურ საკითხებზე, თუმცა მოგივანებით ჰაიდეგერის ნაციონალ-სოციალისტურმა ხედვამ მათ შორის უთანხმოება წარმოშვა. ჰაიდეგერი და იასპერსი იზიარებდნენ კირგეგორის ფილოსოფიურ ხედვას.[61] 1930-იან წლებში ჰაიდეგერი ლექციებს კითხულობდა ნიცშეს ფილოსოფიაზე. მიუხედავად ამისა, საკამათოა უნდა იქნეს თუ არა ჰაიდეგერი მიჩნეული ეგზისტენციალისტ მოაზროვნედ. თავის წიგნში „ყოფიერება და დრო“ მან წარმოადგინა ძირეული მეთოდი, რომელის მეშვეობითაც ადამიანური არსებობის ფილოსოფიური ახსნა ეგზისტენციალისტური კატეგორიების მიხედვით უნდა ყოფილიყო გაანალიზებული. ამის გამო ის ბევრი კრიტიკოსისა და მოაზროვნის მიერ მიჩნეულია ეგზისტენციალისტური მოძრაობის მნიშვნელოვან ფიგურად.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეგზისტენციალიზმი იქცა ცნობილ და მნიშვნელოვან ფილოსოფიურ და კულტურულ მოძრაობად, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორმა ფრანგმა მწერლმა და ფილოსოფოსმა, ალბერ კამიუმ და ჟან-პოლ სარტრმა. მათი ნოველები და პიესები ყველაზე გაყიდვადი წიგნები იყო საფრანგეთში, ისინი ასევე წერდნენ სტატიებს ცნობილ ჟურნალებში და თეორეტიკულ ტექსტებს. ამ პერიოდისთვის ჰაიდეგერის წიგნმა „ყოფიერება და დრო“ სახელი სახელი გაითქვა გერმანიის ფარგლებს გარეთ.

 
ჟან-პოლ სარტრი და სიმონა დე ბოვუარი

სარტრმა ეგზისტენციალისტური საკითხები წამოაყენა 1938 წელს გამოქვეყნებულ ნოველაში „გულისრევა“ (Nausea) და 1939 წლის მოკლე მოთხრობების წიგნში „კედელი“. 1943 წელს კი გამოაქვეყნა ტრაქტატი ეგზისტენციალიზმზე „არსებობა და არარაობა“. თუმცა, მხოლოდ ორი წლის შემდეგ, როდესაც პარიზი გათავისუფლდა და გერმანიის ოკუპაციურმა ძალებმა დატოვეს საფრანგეთი, სარტრი და მისი კოლეგები - ალბერ კამიუ, სიმონა დე ბოვუარი, მერლო-პონტი და სხვები, ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ცნობილი ფიგურებად გახდნენ.[62] ძალიან მოკლე დროში, კამიუ და სარტრი ომის შემდგომი პერიოდის წამყვან ინტელექტუალურ ფიგურებად იქცნენ და 1945 წლის ბოლოს მოიპოვეს „სახალხო დიდება“.[63] კამიუ იყო ყველაზე პოპულარული მემარცხენე გაზეთის „ბრძოლის“ რედაქტორი. თავის მხრივ, სარტრმაც დააფუძნა საკუთარი მემარცხენე ჟურნალი „Les Temps Modernes“ და ორი კვირის მერე ჩაატარა ფართოდ ცნობილი ლექცია ეგზისტენციალიზმზე და სეკულარულ ჰუმანიზმზე. როგორც ბოვუარმა დაწერა,[64] „ერთ კვირასაც კი არ ჩაუვლია ისე, რომ გაზეთებში ჩვენი განხილვის შესახებ სტატია არ გამოქვეყნებულიყო“. გზისტენციალიზმი იქცა „ომისშემდგომი ერის პირველ მედია სიგიჟედ“.[65]

1947 წლის ბოლოს, კამიუს ადრეული ნაწარმოებები და პიესები თავიდან დაიბეჭდა. მისი პიესა „კალიგულა“ თეატრში დაიდგა და გამოქვეყნდა მისი რომანი „შავი ჭირი“. ასევე, დაიბეჭდა სარტრის „თავისუფლების გზების“ ტრილოგიის პირველი ორ წიგნი და ბოვუარის „სხვების სისხლი“. კამიუსა და სარტრის ნაშომები გამოქვეყნდა უცხოურ გამოცემებშიც. პარიზში დაფუძნებულმა ეგზისტენციალიზმმა არნახული პოპულარობა მოიხვეჭა.[62]

1930 წელს სარტრი გაემგზავრა გერმანიაში, რათა შეესწავლა ედმუნდ ჰუსერლისა და მარტინ ჰაიდეგერის ფენომენოლოგია.[66] მან თავის მთავარ ტრაქტატში „არსებობა და არარაობა“ მათ ნაშრომებს კრიტიკული შენიშვნები დაურთო. ჰაიდეგერის მსოფმხედველობა ფრანგული ფილოსოფიური წრეებისთვის ცნობილი გახდა ალექსანდრე კოჯიევის წყალობით, რომელიც 1930 წელს პარიზში ატარებდა ლექციების კურსს ჰეგელი ფილოსოფიაზე.[67] მისმა ლექციებმა უდიდესი გავლენა მოახდინა. მისი მსმენელები იყვნენ არა მარტო სარტრი და მერლო-პონტი, არამედ რაიმონდ კენო, ჯორჯ ბატაი, ლუი ალტიუსერი, ანდრე ბრეტონი დაჟაკ ლაკანი.[68] 1938 წელს საფრანგეთში დაიბეჭდა ამონარიდები ჰაიდეგერის წიგნიდან „ყოფირება და დრო“, ასევე, მისი ესეები იბეჭდებოდა ფრანგულ ფილოსოფიურ ჟურნალებში.

ჰაიდეგერი გაეცნო სარტრის ნაშრომებს, რამაც მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, და შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა: „პირველად გავეცანი თავისუფალ მოაზროვენს, რომელიც იზიარებს ჩემს შეხედულებებს. თქვენი ნაშრომები აჩვენებს ჩემი ფილოსოფიის ისეთ ხედვას, როგორსაც აქამდე არასდროს გავცნობივარ“.[69] თუმცა, მოგვიანებით, მისი ფრანგი მოსწავლის მიერ დასულ შეკითხვაზე, რომელიც სარტრსა და მის ფილოსოფიას ეხებოდა, ჰაიდეგერმა თავის სტატიაში „წერილი ჰუმანიზმს“ უპასუხა და გამიჯნა საკუთარი შეხედულებები სარტრის პოზიციისგან და ზოგადად ეგზისტენციალიზმისგან.[70] 1950-იან და 60-იან წლებში ჰაიდეგერის რეპუტაცია თანდათან იზრდებოდა საფრანგეთში.[71] 1960 წელს თავის ნაშრომში „დიალექტიკური მიზეზის კრიტიკა“ სარტრი შეეცადა, რომ კარლ მარქსის თეორიები ეგზისტენციალიზმისთვის მოერგო. მისი ნაშრომების მთავარი თემები ეხებოდა თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას.

 
ალბერ კამიუ: „სიკვდილი ყველას ხვედრია, მაგრამ ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი სიკვდილით კვდება“.

კამიუ და სარტრი მეგობრები იყვნენ, სანამ მათ შორის უთანხმოება მოხდებოდა. კამიუმ დაწერა რამდენიმე რომანი ეგზისტენციალისტურ თემატიკაზე, მათ შორისაა „აჯანყება“, „ზაფხული ალჟირში“, „სიზიფეს მითი“, და „უცხო“. კამიუს რომანი „უცხო“ მიჩნეულია ეგზისტენციალიზმის სანიმუშო ნოველად.[72] თუმცა, ეს შეფასება თავად კამიუს აღიზიანებდა. კამიუ, ისე როგორც არა ერთი მოაზროვნე, საკუთარ თავს არ მიიჩნევდა ეგზისტენციალისტად და ის თავის წიგნებს აბსურდულ ნაწარმოებებად განიხილავდა. კამიუს ყველაზე ფართოდ ცნობილი ნაშრომია „სიზიფეს მითი“ , სადაც ის აბსურდის ფილოსოფიურ საკითხებს განიხილავს და ეგზისტენციალურ შეხედულებებზე მსჯელობს. ადამიანის არსებობის ამაოებას კამიუ ბერძნული მითოლოგიური გმირის სიზიფეს ანალოგში წარმოაჩენს. მითში ასახულია სიზიფეს სასჯელი, რომელიც მას ღმერთებმა მიუსაჯეს. სიზიფეს მისჯილი აქვს მუდმივად ზიდოს ლოდი მთაზე. როდესაც ლოდი მთის წვერს მიუახლოვდება, ის უკან ვარდება და ასე მეორდება მუდმივად. კამიუს მიაჩნია, რომ სიზიფეს არსებობა უაზროა, თუმცა ის პოულობს აზრს და მიზანს თავის სასჯელში, ის საკუთარ თავს აგულიანებს. წიგნის პირველ ნაწილში კამიუ მსჯელობს კირკეგორის, იასპერსის, შესტოვის და ჰაიდეგრგის ფილოსოფიაზე და ეგზისტენციალიზმზე.

სიმონა დე ბოვუარი მნიშვნელოვანი ეგზისტენციალისტი მოაზროვნეა. ის წლების განმავლობაში იყო სარტრის პარტნიორი.[73] ბოვუარი თავის ნაშრომებში („მეორე სქესი“ და „ორაზროვნების ეთიკა“) წერდა ფემინიზმსა და ეგზისტენციალურ ეთიკაზე. ბოვუარმა ეგზისტენციალისტური აზროვნება განსხვავებული კუთხით გააანალიზა და ფემინისტური კუთხით განიხილა, რაც იმ დროისთვის სრულიად უცხო მოვლენა იყო და ახალგაზრდა ეგზისტნენციალისტებისთვის გაუგებარი.

პაულ ტილიხი მნიშვნელოვანი ეგზისტენციალისტი თეოლოგია, იგი კირკეგორისა და კარლ ბარტის ფილოსოფიის მიმდევარი იყო. მან ეგზისტენციალისტური ცნებები ქრისტიანულ თეოლოგიას მიუსადაგა და საზოგადოებას ეგზისტენციალისტური თეოლოგიის სახით წარუდგინა. თავის ნაშრომში „არსებობის სიმამაცე“, ის ეთანხმება კირგეკორის ანალიზს შიშზე და ცხოვრების აბსურდულობაზე. მაგრამ, აყენებს თეზისს, რომ თანამედროვე ადამიანმა ცხოვრების აბსურდულობის მიუხედავად, ღმერთის დახმარებით უნდა შეიძინოს საზრისი არსებობაში და შექმნას საკუთარი თავი. ასევე, ფილოსოფოსი რუდოლფ ბულტმანი კირკეგორისა და ჰაიდგერის არსებობის ფილოსოფიას იყენებს ქრისტიანობის მითოლოგიური ანალიზისთვის. ის ქრისტიანობის ინტერპრეტირებას ახდენს მითოლოგიური კონცეფციებით, რომელიც ეგზისტენციურ ცნებებს ეფუძნება.

მორის მერლო-პონტი, ეგზისტენციალისტ ფენომენოლოგი, კარკვეული პერიოდის განმავლობაში სარტრის კომპანიონი იყო. მიჩნეულია, რომ მის მიერ აღქმული ჰურსელის ფენომენოლოგია გაცილებით უფრო კარგად არის გაანალიზებული, ვიდრე ახლგაზრდა ეგზისტენციალისტების. მისმა ნაშრომებმა „ჰუმანიზმი“ და „ტერორი“ დიდ გავლენა მოახდინა სარტრზე. თუმცა, მოგვიანებით, მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა.

ინგლისელმა მწერალმა კოლინ ვილსონმა 1956 წელს გამოაქვეყნა თავისი კრიტიკული ნაშრომი „აუტსაიდერი“. მას თავის ნაშრომებში წარმოდგენილი აქვს პესიმისტური ფილოსოფიის ანალიზი.[74]

გავლენა რედაქტირება

ხელოვნება რედაქტირება

ფილმი და ტელევიზია რედაქტირება

ფრანგი რეჟისორის ჟან ჟენეს 1950 წელს გადაღებული ფანტაზიურ-ეროტიკული ფილმი „სიყვარულის სიმღერა“ აღწერს ორი პატიმრის ცხოვრებას, რომლებიც განცალკევებით საკნებში მარტონი არიან ჩამწყვდეულნი და ერთადერთი საშუალება, რითაც ისინი ეკონტაქტებიან ერთმანეთს არის საკნის კედლის ხვრელი. ისინი მუდმივად ციხის ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ფილმის მიმომხილველი ჯეიმზ ტრავერსი ფილმს უწოდებს „ჰომოსექსუალური სურვილის ვიზუალურ პოემას და ეგზისტენციალურ ტანჯვას, რომელიც აიძულებთ მათ გალიონ თავიანთი უფერული არსებობა უღმერთო სამყაროში აუტანელი ტანჯვით“. მისი აზრით, ფილმი არის „ალბათ ყველაზე ეფექტიანი ნაზავი ეგზისტენციალიალური ფილოსოფიისა და კინოსი“.

 
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეგზისტენციალისტური ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“.

სტენლი კუბრიკის 1957 წლის ფილმი „დიდების ბილიკები“ არის „ეგზისტენციალიზმის ილუსტრაცია, უფრო მეტიც, ნათელყოფა“, სადაც წარმოჩენილია „ადამიანის ცხოვრების გარდაუვალი აბსურდულობა” და „ომის საშინელება“.[75] ფილმში მოთხრობილია პირველი მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთის სამხედრო ძალების მიერ გერმანაზე თავდასხმა. წარუმატებელი იერიშის შემდეგ, ირჩევენ სამ ჯარისკაცს და წარადგენენ მათ სამხედრო სასამართლოს წინაშე, რომელსაც „კენგურუს სასამართლო“ ეწოდება და მიუსჯიან სასიკვდილო განაჩენს, დახვრეტას. ფილმი იხილავს ეგზისტენციალურ ეთიკას, როგორიცაა „ჭეშმარიტების პრობლემა“.[75]

„ევანგელიონი“ არის იაპონური სამეცნიერო-ფანტასტიკური ანიმე-სერიალი. მისი რეჟისურა და სცენარი ეკუთვნის ჰიედიეკი ანოს. ეგზისტენციალური თემატიკები ინდივიდუალობაზე, ცნობიერებაზე, თავისუფლებაზე, არჩევანზე და პასუხისმგებლობაზე ყველა სერიას გასდევს, ძირითადი თემები პრაქტიკულად ეხება ჟან-პოლ სარტრისა და სიორენ კირკეგორის ფილოსოფიას. მე-16 ეპიზოდის სახელწოდება „სნეულება სიკვდილის წინაშე“ ნასესხებია კირკეგორის წიგნის სათაურიდან „სნეულება სიკვდილის წინაშე“.[76]

მონტი პაითონი ბრიტანული კომედიური ჯგუფი, ეგზისტენციალური თემებს განიხილავს თავის გავლენიანი სატელევიზიო შოუში „მონტი პაითონის მფრინავი ცირკი“, 1983 წლის ფილმში „მონტი პაითონის ცხოვრების აზრი“.[77]

თანამედროვე ეგზისტენციალური ფილმებია „მებრძოლთა კლუბი“, „გულების მტეხველნი (ფილმი)“, „გაღვიძებული ცხოვრება“, „მატრიცა (ფილმი)“, „ჩვეულებრივი ხალხი“ და „ცხოვრება ერთ დღეში“.[78] ასევე, XX საუკუნის ფილმები „მეშვიდე ბეჭედი“, „ცხოვრება“, „ტაქსის მძღოლი (ფილმი)“, „სათამაშოების ისტორია“, „მოჩვენება ნიჟარაში“, „ჰაროლდი და მოდი“, „ზუსტად შუადღეს“, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, „მექანიკური ფორთოხალი (ფილმი)“, „თხუნელას დღე“ , „აპოკალიფსი ახლა“, „უნაყოფო ნიადაგი“ და „სამართებელზე მორბენალი“.[79]

„მატრიცას” ადარებენ „ბნელ ქალაქს“, სადაც პიროვნულობისა და რეალობის საკითხებია გაშლილი.[80]„ბნელ ქალაქში“ მაცხოვრებლები დემიურგის კონტროლის ქვეშ არიან, როგორც ტყვეები პლატონის გამოქვაბულში, სადაც პატიმრები ხედავენ მხოლოდ სამყაროს, რომელიც ჩრდილების ანარეკლში აისახება გამოქვაბულის კედელზე და ვერ აღიქვამენ სინამდვილეს.[81]

მნიშვნელოვანი რეჟისორები, რომელთა ფილმებიც ეგზისტენციალური თემატკისაა, არიან: ინგმარ ბერგმანი, ფრანსუა ტრიუფო, ჟან-ლიუკ გოდარი, მიქელანჯელო ანტონიონი, აკირა კუროსავა, ტერენს მალიკი, სტენლი კუბრიკი, ანდრეი ტარკოვსკი, ჰიდეაკი ანო, უეს ანდერსონი, ვუდი ალენი და კრისტოფერ ნოლანი.[82] ჩარლი კაუფმანის ფილმი „ნიუ-იორკ, ნიუ-იორკი“ აღწერს მთავარი გმირის მიერ ეგზისტენციალური საზრისის ძიებას.[83] ასევე, აკირა კუროსავას ფილმში „წითელწვერა“ ასახულია მთავარი გმირის ეგზისტენციალური კრიზისი. ის სტაჟირებას გადის იაპონიის სოფლის კლინიკაში, სადაც ის აწყდება ცხოვრების აბსურდულობას და საკუთარი არსებობაზე უჩნდება კითხვები, რაც ეხმარება მას იმაში, რომ ადამიანური არსი უკეთ შეიცნოს.

მიშელ გონდრის გადაღებული ფრანგული ფილმი „მუქი ლურჯი მთვარე“ ეგგზისტენციალიზმის ბევრ დეტალს შეიცავს.

1994 წელს გამოშვებული ფილმი „გაქცევა შოუშენკიდან“ აღწერს ამერიკაში, მეინის შტატის ციხეში მიმდინარე მოვლენებს და იკვლევს რამდენიმე ეგზისტენციალურ ცნებას.[84]

 
ფრანც კაფკა: „წიგნი უნდა იყოს ნაჯახი ჩვენს სულში გაყინული ზღვისთვის“.

ლიტერატურა რედაქტირება

1922 წლიდან ეგზისტენციალური თემატიკის მრავალფეროვანი ლიტერატურული ნაწარმოებები შეიქმნა. ლუი ფერდინან სელინის „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ (1932), აღიარებული სარტრისა და ბოვუარის მიერ, შეიცავს გვიანდელი ეგზისტენციალური ლიტერატურის ბევრ თემას და გარკვეულწილად პროტო ეგზისტენციალურ ნოველას წარმოადგენს.[85] ჟან-პოლ სარტრის 19338 წლის ნოველა „გულისრევა“ არის „ეგზისტენციალურ იდეებში შებიჯება“ და ყველაზე ადვილი გზა მისი ფილოსოფიური პოზიციის გასაგებად.[86] 1910-1960 წლებში მწერლების, ალბერ კამიუს, ფრანც კაფკამ, რენე მარია რილკეს, ტომას სტენზ ელიოტის, ჰერმან ჰესეს და ჯეკ კერუაკის პროზა თუ პოეზია წარმოადგენს ეგზისტენციალურ ან პროტოეგზისტენციალური აზროვნების პროდუქტს.

XX საუკუნის დასაწყისში ეგზისტენციალურმა ფილოსოფიამ გავლენა მოახდინა ფანტასტიკის ჟანრზეც, ფილიპ ლავკრაფტის შემოქმედებაში აღწერილია ეგზისტენციალური უთანასწორობა, რაც გამოწვეული ადამიანის მიერ საკუთარი ბედის განკარგვის უუნარობით.[28][29][31][87][88][89][90][91][92][93][94] 1960-იანი წლებიდან ლიტერატურული შემოქმედება შეიცავს როგორც პოსტომდერნისტულ, ასევე ეგზისტენციალურ ელემენტებს. ისეთი წიგნები როგორიცაა ფილიპ დიკის „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრო ცხვრებზე“ (1968) (მის მიხედვით შექმნილია ფილმი „სამართებელზე მორბენალი“), კურტ ვონეგუტის „ცივსისხლიანი ბრძოლა- ხუთი“ და ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“ წარმოადგენს რეალობასა და ხედვას შორის გავლებული ზღვარის წაშლის მცდელობასა და ამავდროულად შლის ეგზისტენციალურ თემებს.

ეგზისტენციალისტი მწერლებისა და ფილოსოფოსები ფიოდორ დოსტოევსკის, მიშელ ფუკოს, ფრანც კაფკას, ფრიდრიხ ნიცშეს, სიორენ კირკეგორის, ჰერბერტ მარკუზეს, ჟილ დელეზის, არტურ შოპენჰაუერის და ედუარდ ჰარტმანის ნაშრომებმა დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე მწერლებზე, ჩაკ პალანიკი, კრისპინ გლოვერი, ენდრიუ ჰუსი, დევიდ ფოსტერ უოლესი და ჩარლზ ბუკოვსკი, რომლეთა ნაშრომებშიც დაცულია ბალანსი უსიამოვნებასა და მშვენიერებას შორის.

თეატრი რედაქტირება

ჟან-პოლ სარტრმა 1944 წელს დაწერა ეგზსიტენციალური პიესა „გასასვლელი არ არის”. პიესის თავდაპირველი სახელწოდება ფრანგულ ენაზე იყო („დაკეტილი კარების უკან“), საიდანაც მომდინარეობს ცნობილი ფრაზა „ჯოჯოხეთი სხვა ადამიანები არიან”. პიესა იწყება მოსამსახურის მიერ კაცის ოთახში შეყვანის სცენით, მალე მაყურებელი აანალიზებს, რომ ეს ჯოჯოხეთია. საბოლოოდ, კაცს ორი ქალი უერთდება. მათი შემოსვლის შემდეგ, მოსამსახურე გადის და კარები იხურება და იკეტება. სამივე ელოდება, რომ უნდა დაიტანჯონ, მაგრამ ტანჯვა არ მოდის. ისინი აცნობიერებენ, რომ ისინი ერთად იმიტომ არიან, რომ ერთმანეთი აწამონ, რასაც თავს წარმატებით ართმევენ ერთმანეთის ცოდვების, სურვილებისა და უსიამოვნო მოგონებების კვლევით.

 
სემიუელ ბეკეტი: „იქ, სადაც ერთდროულად გვაქვს სიბნელე და სინათლე, ყოველთვის აუხსნელი დაგვრჩება ბევრი რამ. სწორედ იმიტომ, რომ არსებობს სინათლე და სიბნელე ერთდროულად (მხოლოდ სიბნელე რომ ყოფილიყო, ყველაფერი ცხადი იქნებოდა). ჩვენი სიტუაცია აუხსნელია“.

ეგზისტენციალური თემეტიკის პიესები იდგმება „აბსურდის თეატრში“. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი პიესაა სემიუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“, სადაც ორი პერსონაჟი თავს ირთობს იმით, რომ ელოდება ვიღაცას სახელად გოდოს, რომელიც არ მოდის. ისინი ირწმუნებიან, რომ გოდო მათი ნაცნობია, მაგრამ ცუდად იცნობენ და რომ ნახონ, ვერც იცნობენ. ერთხელ, სემუელ ბეკეტს კითხეს ვინ ან რა იყო გოდო, რაზეც მან უპასუხა: „რომ მცოდნოდა, პიესაში დავწერდი“. პერსონაჟების ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს ჭამა, ძილი, საუბარი, კამათი, სიმღერა, თამაში, ვარჯიში, ქუდების გაცვლა და თვითმკვლელობაზე ფიქრი- ყველაფერი, რასაც შეუძლია „საშინელი სიჩუმის შესაჩერება ხეობაში“.[95] პიესაში გამოყენებულია „რამდენიმე არქეტიპული ფორმა და სიტუაცია, რომელიც მათ აყენებს ერთდროულად კომედიურ და პათოსურ მდგომარეობაში“.[96] პიესა ასევე წარმოაჩენს ადამიანის გამოცდილებას დედამიწაზე- სიმძაფრე, ჩაგვრა, მეგობრული სულისკვეთება, იმედი, გარყვნილება და ადამიანური გამოცდილების უსარგებლობა, რომელიც მხოლოდ გონებაში და აბსურდის ხელოვნებაში იძენს აზრს. პიესა განიხილავს ისეთ საკიტხებს როგორიცაა სიკვდილი, ადამიანური არსებობის საზრისი და ღმერთის ადგილი ადამიანების ცხოვრებაში.

ტომ სტოპარდის „როზენსკრაცი და გილდერნსტენი არიან მკვდრები“ არის აბსურდული ტრაგიკომედია, რომელიც პირველად დაიდგა ედინბურგიდ ფესტივალზე 1966 წელს. პიესის სცენარი გაშლილია შექსპირის „ჰამლეტის“ ორი მთავარი პერსონაჟის გარშემო. გარკვეული პარალელების გავლება შეიძლება სემუელ ბეკეტის გოდოს მოლოდინის“ პიესასთან, ორი ცენტრალური პერსონაჟი, რომელიც წარმოდგენილია როგორც ერთი პერსონაჟის ორი ნახევარი. არსებობს სიუჟეტური მსგავსებაც: პერსონაჟებს დრო გაჰყავთ კითხვების დასმით, სხვა პერსონაჟების განსახიერებით და ერთმანეთის გაღიზიანებით ან დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად ყოფნით. ორი პერსონაჟი განსახიერებულია, როგორც ორი კლოუნი ან სულელი იმ სამყაროში, რომელიც მათი ცნობიერების მიღმაა. ისინი იხლართებიან ფილოსოფიურ არგუმენტებში, რომლის მნიშვნელობაც არ იციან და მიჰყვებიან სამყაროს არარაციონალურობასა და შემთხვევითობას.

ჯან ანუის „ანტიგონე“ წარმოაჩენს ეგზისტენციალური თემატიკის არგუმენტებს.[97] ის ბერძნული მითის მიხედვითაა შექმნილი და იმავე სახელწოდების პიესა (სოფოკლეს „ანტიგონე“, შექმნილია ქრისტეს შობამდე ძვ.წ. V საუკუნეში). ინგლისურ ენაში, ხშირად განასხვავებენ ორიგინალ და თანამედროვე სახელწოდებას. ფრანგულად ანტიგონე გამოითქმის, როგორც „Ante-GŌN“. პიესა პირველად დაიდგა პარიზში 1944 წლის 6 თებერვალს, იმ პერიოდში როდესაც საფრანგეთი ნაცისტური ძალენ~ბის მიერ იყო ოკუპირებული. იქიდან გამომდინარე, რომ პიესაზე გავლენა მოახდინა ნაცისტურმა ცენზურამ, ის ორაზროვანია. ერთი მხრივ, ავტორიტეტის უარყოააა ასახული (ანტიგონე), ხოლო მეორე მხრივ, მისი მიღება (კრეონი). პიესაში პარალელი იყო გავლებული ფარიზუს წინააღმდეგობასა და ნაცისტურ ოკუპაციას შორის. ანტიგონე არ მიიჩნევს, რომ სამყარო სრულიად აბსურდულია, მაგრამ ფიქრობს, რომ ადამიანებს არ აქვთ ღირსეული სიკვდილის არჩევის შესაძლებლობა. პიესა მიმოიხილავს გრძელ დიალოგს ბუნების ძალის, ბედის, არჩევანის შესახებ, რომლის დროსაც ანტიგონე ამბობს, რომ მას „სძულს დაპირება ერთფეროვან ბედნიერებაზე“. ის აცხადებს, რომ მას ურჩევნია მოკვდეს ვიდრე მდარე არსებობის განვლოს სიცოცხლე.

კრიტიკოსი მარტინ ესლინი თავის წიგნში „აბსურდის თეატრი“ აღნიშნავს, რომ ბევრი თანამედროვე მწერალი, როგორიცაა სემიუელ ბეკეტი, ეჟენ იონესკო, ჟან ჟენე და არტურ ადამოვი თავიანთ პიესებში აღწერენ ეგზისტენციალურ რწმენას იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ აბსურდული ადამიანები სამყაროში, სადაც ყოველივე უაზროა. ესლინი შენიშნავს, რომ ბევრმა ასეთმა მწერალმა და პიესის ავტორმა ფილოსოფია უკეთესად წარმოადგინა, ვიდრე სარტრისა და კამიუს პიესებმა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ასეთი მწერალს „აბსურდისტის“ იარლიყი მიაკრეს, უარყოფდნენ ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიასთან მათ გაიგივებას და ხშირად ანტი-ფილოსოფიური ხედვა ჰქონდათ (მაგალითად, იონესკო ხშირად აცხადებდა, რომ ის უფრო პატაფიზიკას და სურეალიზმს ეკუთვნოდა, ვიდრე ეგზისტენციალიზმს). ესლინის კვლევის მიხედვით, პიესები ხშირად დაკავშირებულია ეგზისტენციალურ თემებთან.[98]

ფსიქოანალიზი და ფსიქოთერაპია რედაქტირება

ეგზისტენციალური ფილოსოფიის მთავარი განშტოებაა ეგზისტენციალური ფსიქოანალიზი და ფსიქოთერაპია, რომელიც პირველად ჩამოაყალიბა თავის ნაშრომში ოტო რანკმა, რომელიც იყო ფროიდის უახლოესი კოლეგა ოცი წლის განმავლობაში.[99] ლუდვიგ ბინსვაგერი, წარმოადგენს ასევე ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსს, ის არ იცნობდა რანკის ნაშრომებს და მასზე გავლენა მოახდინა ფროიდის, ედმუნდ ჰურსელის, მარტინ ჰაიდეგერის, და ჟან-პოლ სარტრის ნაშრომებმა.

 
ედვარდ მუნკის ეგზისტენციალისტური ნახატი.

ეგზისტენციალური ფილოსოფიის გვიანდელი წარმომადგენელია ვიქტორ ფრანკლი, რომელიც კარლ იუნგის მოსწავლე იყო და ასევე, ხვდებოდა ფროიდსაც. მის მიერ შემუშავებული ლოგოთერაპია, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ეგზისტენციალური თერაპიის ფორმად. ეგზისტენციალისტებმა გავლენა მოახდინეს სოციალურ ფსიქოლოგიაზე, ანტიპოზიტივისტურ მიკრო სოციოლოგიაზე, სიმბოლურ ინტერაქტიონიზმზე და პოსტსტრუქტურალიზმზე, ისეთი მოაზროვნეების დახმარებით, როგორიცაა გეორგ ზიმელი[100] და მიშელ ფუკო. ფუკო გატაცებით კითხულობდა კირკეგორს, თუმცა თავად მას ეს ფილოსოფოსი არასდროს უხსენებია, მიუხედავად ამისა, კირკეგორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი ნაშრომების შექმნაში.[101]

ეგზისტენციალური ფილოსოფიის ადრეული წარმომადგენელია ამერიკელი როლო მეი, რომელზეც გავლენა მოახდინეს კირკეგორმა და ოტო რანკმა. ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მწერალი ტექნიკურ და თეორიულ ეგზისტენციალურ ფილოსოფიაში არის ამერიკელი ფსიქოლოგი ილვინ დევიდ იალომი. იალომი აცხადებს, რომ მიუხედავად ეგზისტენციალისტების მძაფრი რეაქციისა ფროიდის მექნისტური, დეტერმინისტული ცნობიერების მოდელისა და ფენომენოლოგიური თერაპიის წინააღმდეგ, ეგზისტენციალისტ თერაპევტებს ცოტა რამ აქვთ საერთო არასდროს ყოფილა ეგზისტენციალური ფსიქოლოგიური სკოლა ერთიან, სისტემურ იდეოლოგიურ სკოლად მიჩნეული. მოაზროვნეები-ლუდვიგ ბინსვანგერი, მედარდ ბოსი, ევგენი მინკოვსკი, გებსატელი, როლანდ კუნი, გ.კარუსო, ბუიტენდიკი, გ.ბალი და ვიქტორ ფრანკლი, სრულიად უცნობნი იყვნენ ამერიკელი ფსიქოთერაპევტებისთვის 1985 წლამდე, როდესაც როლო მაიმ დაწერა ყველაზე გავლენიანი წიგნი „არსებობა“, განსაკუთერბით კი მისი წინათქმა ესე, რომელმაც ცნობადი გახადა ეგზისტენციალისტი ფსიქოლოგების ნაშრომები ამერიკაში.[102]

ევროპული ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის ყველაზე თანამედროვე წარმომადგენელია ბრიტანელი ემი ვან დეურზენი.

შიშის მნიშვნელოვანი როლი ეგზისტენციალიზმში, პოპულალურ თემას წარმოადგენს ფსიქოთერაპიაში. თერაპევტები ხშირად მიმართავენ ეგზისტენციალურ ფილოსოფიას შიშის განსაზღვრებისთვის. ფსიქოთერაპევტები შიშს განმარტავენ, როგორც ინდივიდის სრულ თავისუფლებას გადაწყვეტილებისა და არჩევანის წინაშე და პასუხისმგებლობის ძლიერ გრძნობას გადაწყვეტილებების შედეგებზე. ფსიქოთერაპევტები იყენებენ ეგზისტენციალურ თვალსაზრისს, რომ პაციენტმა შეიძლება ისწავლოს შიშის მართვა და მისი კონსტრუქციურად გამოყენება. შიშის დათრგუნვის ნაცვლად, პაციენტებს ურჩევენ, გამოიყენონ ის საკუთარი ცვლილების ბაზისად. შიშის, როგორც გარდაუვალობის მიღებით პაციენტს შეუძლია თავისი პოტენციის მაქსიმუმს მიაღწიოს. ჰუმანისტურმა ფსიქოლოგიამაც მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ეგზისტენციალური ფსიქოლოგიისგან აიღო და იზიარებს მის ბევრ ფუნდამენტალურ პრინციპს. შიშის მენეჯმენტური თეორია, რომელიც ეფუძნება ერნესტ ბეკერისა და ოტო რანკის ნაშრომებს, ფსიქოლოგიის აკედამიური საგნის განვითარების არეალს წარმოადგენს. ის იკვლევს ადამიანების ემოციურ მდგომარებას, რომლებიც პირისპირ რჩებიან გარდაუვალ ფაქტთან, სიკვდილთან.

ასევე, გერდ აჩენბახმა განაახლა სოკრატესეული მიდგომა თავის ფილოსოფიურ კონსულტაციებში. ასევე მოიქცა მიშელ ვებერიც თავის ქრომატულ ცენტრში ბელგიაში.

კრიტიკა რედაქტირება

ზოგადი კრიტიკა რედაქტირება

 
მარტინ ჰაიდეგერი

ვალტერ კაუფმანმა გააკრიტიკა „ძირეულად არაჯანსაღი მეთოდები და საშიში ზიზღი გონების მიმართ, რაც ეგზისტენციალიზმის მნიშვნელოვანი ასპექტია“.[103] ლოგიკური პოზიტივისტი ფილოსოფოსები, რუდოლფ კარნაფი და ალფრედ აიერი, ამტკიცებენ, რომ ეგზისტენციალისტები ხშირად ურევენ თავიანთ ანალიზში ზმნა ყოფნას (To be) და ყოფიერებას (being).[104] ისინი ფიქრობენ, რომ ზმნა არის გარდამავალი და შეთავსებულია შემასმენელთან. (მაგალითად, ვაშლი არის წითელი). შემასმენლის გარეშე წინადადება უაზრო გამოდის. ეგზისტენციალისტები ხშირად არასწორი ფორმით იყენებენ ტერმინს.

სარტრის ფილოსოფია რედაქტირება

ბევრი ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ სარტრის ფილოსოფია არიის წინააღმდეგობრივი. ისინი ფიქრობენ, რომ სარტრი აყენებს მეტაფიზიკურ არგუმენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ის ამტკიცებს, რომ მისი ფილოსოფია მეტაფიზიკას უარყოფს. ჰერბერტ მარკუსმა გააკრიტიკა სარტრის „ყოფიერება და არარაობა“ (1943). სარტრი მოიაზრებს შიშსა და უაზრობას, როგორც არსებობის ბუნებას: იმდენად რამდენადაც ეგზისტენციალიზმი არის ფილოსოფიური დოქტრინა, ის ინარჩუნებს იდეალისტურ დოქტრინას. ის ეფუძნება სუბიექტურ აბსტრაქტივიზმს ადამიანური არსებობის სპეციფიურ ისტორიულ პირობებში და მოიცავს ონტოლოგიურ და მეტაფიზიკურ მახასიათებლებს. აქედან გამომდინარე, ეგზისტენციალიზმი იმ იდეოლოგიას ეკუთვნის, რომელსაც ის თავად ესხმის თავს და მისი რადიკალიზმი ილუზიორულია.[105]

„წერილი ეგზისტენციალიზმში“ მარტინ ჰაიდეგერი აკრიტიკებს სარტრს: ეგზისტენციალიზმი ამბობს, რომ არსებობა წინ უსწრებს არსებას. ამ დებულებაში, ის იყენებს არსებობას და არსებას მეტაფიზიკური მნიშვნელობით, რომელსაც პლატონის დროში შემდეგი სახით გამოთქვამდნენ - „არსება წინ უსწრებს არსებობას“. სარტრი უცვლის ადგილებს სიტყვებს და საპირისპირო მნიშვნელობით იყენებს. თუმცა, შეცვლილი მეტაფიზიკური დებულება, რჩება მეტაფიზიკურ მტკიცებად. ამით ის რჩება მეტაფიზიკასთან.[106]

ეგზისტენციალისტები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ჟურნალები და სტატიები
Existential psychotherapy
ვიდეოები

სქოლიო რედაქტირება

  1. Oxford University Press, "Oxford Dictionary: 'existentialism'" დაარქივებული 2016-09-13 საიტზე Wayback Machine. , Oxford English Dictionary, Retrieved 22 August 2014.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Crowell, Steven (October 2010). „Existentialism“. Stanford Encyclopedia of Philosophy.
  3. John Macquarrie, Existentialism, New York (1972), pp. 18–21.
  4. Oxford Companion to Philosophy, ed. Ted Honderich, New York (1995), p. 259.
  5. John Macquarrie, Existentialism, New York (1972), pp. 14–15.
  6. Robert C. Solomon, Existentialism (McGraw-Hill, 1974, pp. 1–2).
  7. Marino, Gordon. Basic Writings of Existentialism (Modern Library, 2004, p. ix, 3).
  8. McDonald, William. „Søren Kierkegaard“. In Edward N. Zalta (ed.). Stanford Encyclopedia of Philosophy (Summer 2009 Edition).
  9. However he did title his 1846 book Concluding Unscientific Postscript to Philosophical Fragments, (Subtitle) A Mimical-Pathetic-Dialectical Compilation an Existential Contribution, and mentioned the term on pages 121-122, 191, 350-351, 387ff of that book. and he did, in fact, use it like this:

    "All skepticism is a kind of idealism. Hence when the sceptic Zeno pursued the study of skepticism by endeavoring existentially to keep himself unaffected by whatever happened, so that when once he had gone out of his way to avoid a mad dog, he shamefacedly admitted that even a skeptical philosopher is also sometimes a man, I find nothing ridiculous in this. There is no contradiction, and the comical always lies in a contradiction. On the other hand, when one thinks of all the miserable idealistic lecture-witticisms, the jesting and coquetry in connection with playing the idealist while in the professorial chair, so that the lecturer is not really an idealist, but only plays the fashionable game of being an idealist; when one remembers the lecture-phrase about doubting everything, while occupying the lecture platform, aye, then it is impossible not to write a satire merely by recounting the facts. Through an existential attempt to be an idealist, one would learn in the course of half a year something very different from this game of hide-and-seek on the lecture platform. There is no special difficulty connected with being an idealist in the imagination; but to exist as an idealist is an extremely strenuous task, because existence itself constitutes a hindrance and an objection. To express existentially what one has understood about oneself, and in this manner to understand oneself, is in no way comical. But to understand everything except one’s own self is very comical." Soren Kierkegaard, Concluding Unscientific Postscript to Philosophical Fragments 1846 p. 315-316 translated by David F. Swenson and Walter Lowrie 1941 Fifth Printing Princeton University Press

  10. Watts, Michael. Kierkegaard (Oneworld, 2003, pp.4-6).
  11. Lowrie, Walter. Kierkegaard's attack upon "Christendom" (Princeton, 1969, pp. 37-40).
  12. Guignon and Pereboom, Derk, Charles B. (2001). Existentialism: basic writings. Hackett Publishing, გვ. xiii. ISBN 9780872205956. 
  13. Copleston, F.C. (2009). „Existentialism“. Philosophy. 23 (84): 19–37. doi:10.1017/S0031819100065955. JSTOR 4544850.
  14. See James Wood's introduction to Sartre, Jean-Paul (2000). Nausea. London: Penguin Classics. ISBN 978-0-141-18549-1.  Quote on p. vii.
  15. Tidsskrift for Norsk Psykologforening, Vol 45, nummer 10, 2008, side 1298-1304, Welhaven og psykologien: Del 2. Welhaven peker fremover (in Norwegian)
  16. Lundestad, 1998, pp. 169
  17. Slagstad, 2001, p 89
  18. Seip, 2007, p 352
  19. D.E. Cooper Existentialism: A Reconstruction (Basil Blackwell, 1990, page 1)
  20. Thomas R. Flynn, Existentialism: A Very Short Introduction (Oxford University Press), 2006, page 89
  21. Christine Daigle, Existentialist Thinkers and Ethics (McGill-Queen's press, 2006, page 5)
  22. Ann Fulton, Apostles of Sartre: Existentialism in America, 1945-1963 (Evanston, IL: Northwestern University Press, 1999) 18-19.
  23. L'Existentialisme est un Humanisme (Editions Nagel, 1946); English Jean-Paul Sartre, Existentialism and Humanism (Eyre Methuen, 1948)
  24. Crowell, Steven. The Cambridge Companion to Existentialism, Cambridge, 2011, p. 316.
  25. (ფრანგული) (Dictionary) "L'existencialisme" - see "l'identité de la personne"
  26. Baird, Forrest E. (2008). From Plato to Derrida. Upper Saddle River, New Jersey: Pearson Prentice Hall. ISBN 0-13-158591-6. 
  27. 27.0 27.1 Stanford Encyclopedia of Philosophy, Existentialism, 3.1 Anxiety, Nothingness, the Absurd
  28. 28.0 28.1 Bassnett, Susan; Lorch, Jennifer (March 18, 2014) Luigi Pirandello in the Theatre. Routledge. ციტირების თარიღი: 26 March 2015. 
  29. 29.0 29.1 Thompson, Mel; Rodgers, Nigel (2010) Understanding Existentialism: Teach Yourself. Hodder & Stoughton. 
  30. Caputi, Anthony Francis (1988) Pirandello and the Crisis of Modern Consciousness. University of Illinois Press. 
  31. 31.0 31.1 Mariani, Umberto (2010) Living Masks: The Achievement of Pirandello. University of Toronto Press. ციტირების თარიღი: 26 March 2015. 
  32. Jean-Paul Sartre. Existentialism is a Humanism, Jean-Paul Sartre 1946. Marxists.org. ციტირების თარიღი: 2010-03-08.
  33. E Keen (1973). „Suicide and Self-Deception“. Psychoanalytic Review. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  34. 34.0 34.1 Stanford Encyclopedia of Philosophy, Existentialism, 2.1 Facticity and Transcendence
  35. 35.0 35.1 Stanford Encyclopedia of Philosophy, Existentialism, 3. Freedom and Value
  36. 36.0 36.1 Stanford Encyclopedia of Philosophy, Existentialism, 3.2 The Ideality of Values
  37. Stanford Encyclopedia of Philosophy, Existentialism, 2.2 Alienation
  38. despair - definition of despair by the Free Online Dictionary, Thesaurus and Encyclopedia. Tfd.com. ციტირების თარიღი: 2010-03-08.
  39. 39.0 39.1 Either/Or Part II p. 188 Hong
  40. Dictionary of the History of Ideas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-18. ციტირების თარიღი: 2015-03-26.
  41. Donald D. Palmer (1996). Kierkegaard For Beginners. London, England: Writers And Readers Limited. p. 25.
  42. M.J. Eliade & C.J. Adams (1987). Encyclopedia of Religion (v.5). Macmillan Publishing Company.
  43. Søren Kierkegaard (1846). Concluding Unscientific Postscript, authored pseudonymously as Johannes Climacus.
  44. Søren Kierkegaard (1849). The Sickness Unto Death Trans. Alastair Hannay (New York: Penguin Books, 2004), 14.
  45. Søren Kierkegaard (1847). Works of Love. Harper & Row, Publishers. New York, N.Y. 1962. p. 62.
  46. Howard V. Hong (1983). "Historical Introduction" to Fear and Trembling. Princeton, New Jersey: Princeton University Press, p. x.
  47. Lincoln Swain (2005). Five Articles, Soma: A Review of Religion and Culture.
  48. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-11. ციტირების თარიღი: 2015-03-27.
  49. Søren Kierkegaard's Journals and Papers Vol 5, p. 5
  50. Camus, Albert. "The Myth of Sisyphus". NYU.edu
  51. Jean-Paul Sartre, Being and Nothingness, Routledge Classics (2003).
  52. Luper, Steven. "Existing". Mayfield Publishing, 2000, p.4–5 and 11
  53. Hubben, William. Dostoyevsky, Kierkegaard, Nietzsche and Kafka, Jabber-wacky, Scribner, 1997.
  54. Maurice S. Friedman, Martin Buber. The Life of Dialogue (University of Chicago press, 1955, page 85)
  55. Ernst Breisach, Introduction to Modern Existentialism, New York (1962), pages 173–176
  56. 56.0 56.1 56.2 Samuel M. Keen, "Gabriel Marcel" in Paul Edwards (ed.) The Encyclopaedia of Philosophy (Macmillan Publishing Co, 1967)
  57. John Macquarrie, Existentialism (Pelican, 1973, page 110)
  58. John Macquarrie, Existentialism (Pelican, 1973, page 96)
  59. Karl Jaspers, "Philosophical Autobiography" in Paul Arthur Schilpp (ed.) The Philosophy of Karl Jaspers (The Library of Living Philosophers IX (Tudor Publishing Company, 1957, page 75/11)
  60. Karl Jaspers, "Philosophical Autobiography" in Paul Arthur Schilpp (ed.) The Philosophy of Karl Jaspers (The Library of Living Philosophers IX (Tudor Publishing Company, 1957, page 40)
  61. Karl Jaspers, "Philosophical Autobiography" in Paul Arthur Schilpp (ed.) The Philosophy of Karl Jaspers (The Library of Living Philosophers IX (Tudor Publishing Company, 1957, page 75/2 and following)
  62. 62.0 62.1 Ronald Aronson, Camus and Sartre (University of Chicago Press, 2004, chapter 3 passim)
  63. Ronald Aronson, Camus and Sartre (University of Chicago Press, 2004, page 44)
  64. Simone de Beauvoir, Force of Circumstance, quoted in Ronald Aronson, Camus and Sartre (University of Chicago Press, 2004, page 48)
  65. Ronald Aronson, Camus and Sartre (University of Chicago Press, 2004, page 48)
  66. Rüdiger Safranski, Martin Heidgger — Between Good and Evil (Harvard University Press, 1998, page 343
  67. Entry on Kojève in Martin Cohen (editor), The Essentials of Philosophy and Ethics(Hodder Arnold, 2006, page 158); see also Alexandre Kojève, Introduction to the Reading of Hegel: Lectures on the Phenomenology of Spirit (Cornell University Press, 1980)
  68. Entry on Kojève in Martin Cohen (editor), The Essentials of Philosophy and Ethics(Hodder Arnold, 2006, page 158)
  69. Martin Hediegger, letter, quoted in Rüdiger Safranski, Martin Heidgger — Between Good and Evil (Harvard University Press, 1998, page 349)
  70. Rüdiger Safranski, Martin Heidegger — Between Good and Evil (Harvard University Press, 1998, page 356)
  71. William J. Richardson, Martin Heidegger: From Phenomenology to Thought (Martjinus Nijhoff,1967, page 351)
  72. Messud, Claire (2014). „A New 'L'Étranger'. The New York Review of Books. 61 (10). ციტირების თარიღი: 1 June 2014.
  73. Bergoffen, Debra (September 2010). „Simone de Beauvoir“. Stanford Encyclopedia of Philosophy.
  74. K. Gunnar Bergström, An Odyssey to Freedom University of Uppsala, 1983, page 92;Colin Stanley, Colin Wilson, a Celebration: Essays and Recollections Cecil Woolf, 1988, page 43)
  75. 75.0 75.1 Holt, Jason. "Existential Ethics: Where do the Paths of Glory Lead?". In The Philosophy of Stanley Kubrick. By Jerold J. Abrams. Published 2007. University Press of Kentucky. ISBN 0-8131-2445-X
  76. © James Travers 2005 google search
  77. Amazon.com's Films with an Existential Theme. ციტირების თარიღი: 2009-02-02.
  78. Existential & Psychological Movie Recommendations. Existential-therapy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-07. ციტირების თარიღი: 2010-03-08.
  79. Existentialism in Film. Uhaweb.hartford.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-13. ციტირების თარიღი: 2010-03-08.
  80. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-02. ციტირების თარიღი: 2015-03-28.
  81. http://jaysanalysis.com/tag/demiurge/
  82. Existentialist Adaptations - Harvard Film Archive. Hcl.harvard.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-27. ციტირების თარიღი: 2010-03-08.
  83. Chocano, Carina (2008-10-24). „Review: 'Synecdoche, New York'. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2008-11-17.
  84. For an examination of the existentialist elements within the film, see Philosophy Now, issue 102, accessible here (link), accessed 3rd June 2014.
  85. Sartre, Jean-Paul (2000. First published 1938). „Nausea“. (Translated by Robert Baldick). London: Penguin. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  86. Earnshaw, Steven (2006). Existentialism: A Guide for the Perplexed. Continuum, გვ. 75. ISBN 0-8264-8530-8. 
  87. Cincotta, Madeleine Strong (1989) Luigi Pirandello: The Humorous Existentialist. University of Wollongong Press. ციტირების თარიღი: 26 March 2015. 
  88. Bassanese, Fiora A. (Jan 1, 1997) Understanding Luigi Pirandello. University of South Carolina Press. ციტირების თარიღი: 26 March 2015. 
  89. DiGaetani, John Louis (Jan 25, 2008) Stages of Struggle: Modern Playwrights and Their Psychological Inspirations. McFarland. ციტირების თარიღი: 26 March 2015. 
  90. Graham, Maryemma; Singh, Amritjit (1995) Conversations with Ralph Ellison. University of Mississippi Press. ციტირების თარიღი: 26 March 2015. 
  91. Cotkin, George (2005) Existential American. JHU Press. ციტირების თარიღი: 26 March 2015. 
  92. Thomas, Paul Lee (2008) Reading, Learning, Teach Ralph Ellison. Peter Lang. ციტირების თარიღი: 26 March 2015. 
  93. Jackson, Lawrence Patrick (2007) Ralph Ellison: Emergence of Genius. University of Georgia Press. ციტირების თარიღი: 26 March 2015. 
  94. Gurnow, Michael (2008-10-15). „“Zarathustra . . . Cthulhu . Meursault: Existential Futility in H.P. Lovecraft’s ‘The Call of Cthulhu’”“. The Horror Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  95. The Times, 31 December 1964. Quoted in Knowlson, J., Damned to Fame: The Life of Samuel Beckett (London: Bloomsbury, 1996), p 57
  96. Cronin, A., Samuel Beckett The Last Modernist (London: Flamingo, 1997), p 391
  97. Wren, Celia (12 December 2007). „From Forum, an Earnest and Painstaking 'Antigone'. Washington Post. ციტირების თარიღი: 2008-04-07.
  98. Kernan, Alvin B. The Modern American Theater: A Collection of Critical Essays. Englewood Cliffs, New Jersey: Prentice-Hall, 1967.
  99. Logotherapie-international.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2015-03-28.
  100. Stewart, Jon. Kierkegaard and Existentialism. p.38
  101. Flynn, Thomas R. Sartre, Foucault, and Historical Reason, p. 323.
  102. Yalom, Irvin D. (1980). Existential Psychotherapy. BasicBooks (Subsidiary of Perseus Books, L.L.C., გვ. 17. ISBN 0-465-02147-6.  Note: The copyright year has not changed, but the book remains in print.
  103. Kaufmann, Walter Arnold, From Shakespeare To Existentialism (Princeton University Press 1979), p.xvi
  104. Carnap, Rudolf, Uberwindung der Metaphysik durch logische Analyse der Sprache [Overcoming Metaphysics by the Logical Analysis of Speech], Erkenntnis (1932), pp.219–241. Carnap's critique of Heidegger's "What is Metaphysics".
  105. Marcuse, Herbert. "Sartre's Existentialism". Printed in Studies in Critical Philosophy. Translated by Joris De Bres. London: NLB, 1972. p. 161
  106. Martin Heidegger, "Letter on Humanism", in Basic Writings: Nine Key Essays, plus the Introduction to Being and Time , trans. David Farrell Krell (London, Routledge; 1978), 208. Google Books