ეგადის კუნძულები (იტალ. Isole Egadi; სიცილ. Ìsuli Ègadi, ლათ. Aegates Insulae, ძვ. ბერძნ. Aἰγάται Νῆσοι) — კუნძულების ჯგუფი სიცილიის დასავლეთ ნაპირებთან. შეიცავს ხმელთაშუა ზღვის 5 მთიან კუნძულს. მდებარეობენ სიცილიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, ტრაპანის და მარსალას ახლოს. კუნძულები მთლიანად მოიცავს 37.45 კმ. კვადრატს.[1]

ეგადის კუნძულები

ისტორია რედაქტირება

კუნძულზე გამოქვაბულებში მოიძებნება ნეოლითის და პალეოლითის ხანის ნახატები. კუნძულები ძვ. წ. 241, 10 მარტს იყო ეგატის კუნძულებთან ბრძოლის პოლიგონი, რომელშიც კართაგენის ფლოტი რომის ფლოტმა გაიუს ლუტაციუს კატულუსის ხელმძღვანელობით დაამარცხა. ამ ბრძოლამ პირველი პუნიკური ომი დაასრულა.

სქოლიო რედაქტირება