აბრაჰამ იბნ ეზრა

(გადამისამართდა გვერდიდან ებნ ეზრა)

აბრაჰამ ბენ მეიერ იბნ ეზრა (ებრ. אברהם אבן עזרא, აგრეთვე ცნობილი როგორც იბნ ეზრა; დ. 1092, ტოლედო, ესპანეთი — გ. 23 იანვარი, 1167. კალაჰორა, ესპანეთი) — ესპანელი პოეტი, ენათმეცნიერი, ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტროლოგი და ასტრონომი.

აბრაჰამ იბნ ეზრა
ებრ. אַבְרָהָם בֶּן מֵאִיר אִבְּן עֶזְרָא
დაბ. თარიღი 1092[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [17] [18] [19] [20]
დაბ. ადგილი ტუდელა, Taifa of Sarakusta[1]
გარდ. თარიღი 23 იანვარი, 1167[1] [2] [4] [5] [20]
გარდ. ადგილი კალაორა, კასტილიის სამეფო[1]
ეროვნება ებრაელები[1]
საქმიანობა პოეტი, რაბინი, მწერალი[21] , მთარგმნელი, ფილოსოფოსი, ასტროლოგი, ექიმი, ასტრონომი და მათემატიკოსი
შვილ(ებ)ი ისააკ იბნ ეზრა

ცხოვრება და მოღვაწეობა რედაქტირება

წერდა ძირითადად ებრაულად. 48 წლამდე ცხოვრობდა ესპანეთში. მისი მრავალმხრივი ცოდნის მიუხედავად, ვერცერთის სწორად გამოყენება მან ვერ შესძლო — თითქმის ყოველი მისი წამოწყება წარუმატებლობით მთავრდებოდა, თავად იბნ ეზერაც ღიმილით ამბობდა: მესაფლავე რომ გამოვსულიყავი, ხალხი აღარ მოკვდებოდაო. 1140 წლიდან იგი მოგზაურობდა ევროპაში (იტალია, საფრანგეთი, ინგლისი). სახელი გაითქვა ლირიკულ-ფილოსოფიური ლექსებით. მსოფლმხედველობით ახლოს იდგა ნეოპლატონიზმთან. მეგობრობის, სიყვარულის, გლოვის თემაზე დაწერილი მისი რეალისტური ლექსები გამოირჩევა ფსიქოლოგიური სიღრმით. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თხზულებაა „ხაი ბენ მაკიცი“ — გარითმული პროზით დაწერილი ალეგორიული ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს საკუთარი თავის შეცნობის მიზნით ავტორისა და მისი მეგზურის ხაი ბენ მაკიცის სამყაროს ცხრა წრეზე მოგზაურობის ამბავს. ბიბლიის ღრმა ფილოლოგიურ ანალიზზე დამყარებული ორიგინალური კომენტარები იბნ ეზრას ბიბლიური კრიტიკის ფუძემდებელთა რიგებში აყენებს. ავტორია მნიშვნელოვანი შრომებისა გრამატიკის, მათემატიკისა და ასტრონომიის დარგში. საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნას არაბული ენიდან. გამოთქმულია მოსაზრება, რომ „ვეფხისტყაოსანში“ მოხსენიებული „ეზროს“ სახელდობრ ეს იბნ ეზრა უნდა იყოს.

იბნ ეზრა ამტკიცებდა, რომ ფიზიკური მეცნიერებები და ასტროლოგია იუდაისტური ცოდნის ნებისმიერი სფეროს საფუძველია. მას ეკუთვნის 50-ზე მეტი ასტროლოგიური ნაშრომი და რიგი ტრაქტატებისა ასტრონომიის, მათემატიკის და თეოლოგიის შესახებ. იბნ ეზრას მხატვრული ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ისინი ბევრ ენაზე ითარგნმა. მისი რამდენიმე ნამუშევარი (მათ შორის "Tractatus de nativitatibus" და "Introductorium in iudicia astrorum") პიეტრო დ'აბანომ ლათინურ ენაზე თარგმნა.

იბნ ეზრას მიაწერენ ჰოროსკოპების სახლების ერთ-ერთი სისტემის ავტორობას, რომელიც დღეს რეგიომონტანას სახელითაა ცნობილი. იბნ ეზრას წიგნებმა დიდი გავლენა მოახდინა გვიანი შუასაუკუნეების და აღორძინების ხანის ევროპელ ასტროლოგებზე. თანამედროვე ეპოქაში იბნ ეზრას ასტროლოგიური ნაშრომები პირველად 1939 წელს გამოიცა.

მის პატივსაცემად, მთვარის ხილულ მხარეზე არსებულ კრატერს „იბნ ეზრა“ დაარქვეს.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 2.0 2.1 Swartz A. Open Library — 2007.
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Catholic Encyclopedia — 1995.
  5. 5.0 5.1 Faceted Application of Subject Terminology
  6. LIBRIS
  7. Galiciana — 1999.
  8. Autoritats UB
  9. Catalogue of the Library of the Pontifical University of Saint Thomas Aquinas
  10. 10.0 10.1 opac.vatlib.it
  11. Alvin
  12. NUKAT — 2002.
  13. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. Internet Philosophy Ontology project
  15. AlKindi
  16. Gran Enciclopedia Aragonesa — 1977.
  17. 17.0 17.1 National Library of Portugal — 1796.
  18. Medieval Manuscripts in Oxford LibrariesBodleian Library.
  19. datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.
  20. 20.0 20.1 OPAC SBN
  21. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.