დჰოტი (ჰინდ. धोटी) — მამაკაცის ტრადიციული სამოსი ინდოეთში. 2-5 მეტრი სიგრძის ქსოვილის სწორი ნაჭერი (თეთრი ან სადა, ზოგჯერ ორნამენტირებული), რომელსაც წვივებსა და თეძოებზე იხვევენ ისე, რომ ერთ ბოლოს ფეხებს შუა გაატარებენ, რაც შარვლის შთაბეჭდილებას ქმნის. სამხრეთ ინდოეთსა და პენჯაბში მას შემოკალთული ქვედატანით იცვამენ. მაღალ კასტებში უპირატესად გრძელი დჰოტია გავრცელებული, დაბალში - სამუშაოდ მოსახერხებელი, მოკლე. ამჟამად ინდოეთში დჰოტი შარვალმა და შორტებმა შეცვალა.

მაჰათმა განდის ძეგლი დჰოტით

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება