დუცი (ლათ. Agasyllis) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მაღალი ბალახოვანი მცენარეებია. აქვთ დიდი, რთული ფოთლები, რთულ ქოლგა ყვავილედებად შეკრებილი თეთრი ყვავილები,[1][2] ზურგის მხარეზე შებრტყელებულ-წიბოებიანი ნაყოფი. სიმაღლეში 100–150 სმ-ია.[2] კავკასიის ენდემური მონოტიპური გვარია. მისი ერთადერთი სახეობა — Agasyllis caucasica (მოძვ. Agasyllis latifolia) საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული.[1][2] იზრდება სუბალპურ სარტყლის მდელოებზე, მთის მდინარეების ნაპირებზე, ღარტაფებში, ტენიან ადგილებზე.[1]

დუცი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ქვეგანყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  დუცი
ლათინური სახელი
Agasyllis Spreng.
ტიპური სახეობა
  • Agasyllis caucasica Spreng.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 გაგნიძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 523.
  2. 2.0 2.1 2.2 გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 662.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დუცი&oldid=3942851“-დან