დურუჯი

მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დურუჯი (მრავალმნიშვნელოვანი).

დურუჯიმდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ალაზნის მარცხენა შენაკადი, გაედინება ქალაქ ყვარელზე. იქმნება შავი და თეთრი დურუჯის შეერთებით კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. შავი დურუჯი იწყება მთა შავი კლდიდან, თეთრი დურუჯი — მთა ნინიკასციხის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 27 კმ, აუზის ფართობი 103 კმ².

დურუჯი

მდინარე დურუჯის ხეობა და ილიას ტბა, ხედი კუდიგორადან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ყვარლის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე)
ქალაქები ყვარელი
სათავე კახეთის კავკასიონი
42°01′31″ ჩ. გ. 45°53′01″ ა. გ. / 42.02528° ჩ. გ. 45.88361° ა. გ. / 42.02528; 45.88361
შესართავი ალაზანი
41°52′40″ ჩ. გ. 45°47′07″ ა. გ. / 41.87778° ჩ. გ. 45.78528° ა. გ. / 41.87778; 45.78528
სიგრძე 27 კმ
აუზის ფართობი 103 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1,06 მ³/წმ
დურუჯი — საქართველო
დურუჯი
დურუჯი
დურუჯი — კახეთის მხარე
დურუჯი
დურუჯი
— სათავე, — შესართავი
დურუჯი ვიკისაწყობში

ზემო დინებაში აუზი მარაოსებრია. ხეობის ძლიერ დახრილი ფერდობების ზედა ნაწილი და ფსკერი მოგებულია თიხაფიქლების დაქუცმაცებული პროდუქტების სქელი ნაყარით, კალაპოტი ნაყარშია ჩაჭრილი. შუაწელში ხეობა ყუთის ფორმის ვიწრობს წარმოადგენს და ტყით არის შემოსილი. კალაპოტი კლდოვანი, ჩანჩქერიანი და ჭორომიანი აქვს. ქვემო დინებაში აუზი შედარებით ფართოა. ქალაქ ყვარლის მიდამოებში ხეობის ფსკერი მთლიანად უკავია გამოზიდვის კონუსს, რაზედაც მდინარე იტოტება ყვარელს ქვემოთ და რამდენიმე ღელის სახით მიემართება ალაზნისკენ.

დურუჯი ძირითადად საზრდოობს თოვლის და წვიმის წყლით და წყალმცირეა. საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 1,06 მ³/წმ-ს. ხასიათდება წყალმოვარდნის რეჟიმით. დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნება ტიპური სტრუქტურული ღვარცოფი, რომლის დროს ხარჯმა შეიძლება 200 მ³/წმ და მეტს მიაღწიოს. მთებიდან გამოაქვს კოლოსალური რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა და დიდ საფრთხეს უქმნის ქალაქ ყვარელს. ჩატარებულია ღონისძიებანი ღვარცოფის გასაუვნებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: