დუნგანები (დუნგ.:Хуэйзў, ხუეიზუ; ჩინური-არაბული:حُوِ ظُ; გამარტივებული ჩიმური: 东干族, ტრადიციული ჩნური: 東干族; ფინინი: Dōnggān zú, დონგან-ზუ; ვეიდ-ჯაილზი: tʊ́ŋkán tsǔ, ტუნგ-კან-ცუ; რუს. Дунгане, დუნგანე; ყირგ. Дуңгандар, დუნგანდარ, دۇنغاندار; ყაზახ. Дүңгендер, დუნგენდერ, دٷڭگەندەر) — ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჰუების მუსლიმი შთამომავლების აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინი.[5] სინძიანში მცხოვრები თურქულად მოლაპარაკე მოსახლეობა ხანდახან მუსლიმ ჰუებს ასევე დუნგანებად მოიხსენიებს.[6] თვითონ ეს ეთნიკური ჯგუფი (მიუხედავად იმისა თუ სად ცხოვრობენ ჩინეთში თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე) საკუთარ თავს ჰუებს უწოდებს. ეს ორივე ეთნიკური ჯგუფი ცენტრალური აზიიდან მოსული ჰუების შთამომავალია.

დუნგანები

დუნგანი გოგონები ყაზახეთიდან
საერთო მოსახლეობა
150 000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი (2020 წლის აღწერა) 73,977[1]
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი (2019 წლის აღწერა) 72,361[2]
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი 6,000
მონღოლეთის დროშა მონღოლეთი 5,300
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი 1,900
რუსეთის დროშა რუსეთი (2010 წლის აღწერა) 1,651[3]
უკრაინის დროშა უკრაინა 133[4]
ენები დუნგანური
მეორადი ენები:
რელიგიები ძირითადად სუნიზმი

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების აღწერის მიხედვით დუნგანების რაოდენობა შემდეგია: ყირგიზეთი - 73,977, ყაზახეთი - 72,361, ტაჯიკეთი - 6,000 და რუსეთი - რუსეთი.

ჩინეთიდან მიგრაცია რედაქტირება

პირველი დუნგანები რომლებიც ცენტრალურ აზიაში, ფერღანის ხეობაში გამოჩნდნენ იინინგიდან და კაშგარიდან მარბიელების მიერ წამოყვანილი ტყვე მონები იყვნენ. როდესაც გვიან XIX საუკეში რუსეთმა დაიპყრო ცენტრალური აზია და მონობა გააუქმა უმეტესი დუნგანი ქალები დარჩნენ ადგილზე. რუსი ეთნოგრაფი ვლადიმერ პეტროვიჩ ნალინკინი და მისი ცოლი ამბობდნენ: "თითქმის ყველა მონა ქალი ადგილზე დარჩა, რადგან ისინი დაქაორწინებული იყვნენ თავის ყოფილ მფლობელების მუშებზე და მათ მომსახურე პერსონალზე, ან ძაან პატარები იყვნენ დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად."[7] დუნანი ქალები ბუხარაში დაბალი სტატუსის მატარებლები იყვნენ.[8]

მარბიელი მონებით მოვაჭრე კოკანდერი თურქი მუსლიმები არ ასხვავებდნენ ჰუებს სხვა ჩინელებისგან, რაც ისლამური კანონის დარღვევას წარმოადგენდა.[9][10] აჰაქი ხოჯას აჯანყების დროს თურქი მუსლიმი ხოჯა ჯახანგირი კოკანდის სახანოდან შეიჭრა კაშგარში, სადაც მისმა ჯარმა რამდენიმე ასეული ჩინელი მუსლიმი დაატყვევა და კაკნდში წაიყვანა. დატყვევებულ ჰუებს როგორც პატიმრებს მათი ტრადიციული თმის ნაწნავი ქუე მოაჭრეს და მონებად გამოაცხადეს. მათგან ნაწილმა მოახერხა რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა და შემდეგ ჩინეთში დაბრუნება.

ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოხვედრილი ჰუების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს XIX საუკუნეში მომხდარი [დუნგანების აჯანყების (ასევე ცნობილი როგორც ჰუების უმცირესობის ომი) შემდეგ გადასული მიგრანტები. რიმსკი-კორსაკოვის (1992) მიხედვით ჰუების აჯანყების დასრულების შემდეგ 1877/78 წლების განსაკუთრებით მძიმე ზამთარში ტიან-შანის მთების გავლით ჰუების სამი სხვა და სხვა ჯგუფი მოხვდა რუსეთის იმპერიაში: პირველი ჯგუფი დაახლოებით 1000 ადამიანი ძირითადად ტურპანიდან მა დარენის ((马大人, 'დიდებული კაცი მა')) ხელმძღვანელობით, ასევე ცნობილია როგორც მა და-ლაო-იე (马大老爷, 'დიდი ოსტატი მა'). მათ მიაღწიეს ოშამდე ყირგიზეთში; მეორე ჯგუფი დაახლოებით 1300 ადამიანი განსუდან ახუნდი მა-იუსუფის (马郁素夫)[11] ხელმძღვანელობით ასევე ცნობილის როგორც აჰ-იე-ლაორენ (阿爷老人, 'მოხუცი კაცი ო'პაპა) 1878 წლის გაზაფხულზე დასახლდნენ დღევანდელ აღმოსავლეთ ყირგიზეთში, კარაკოლის მახლობელლად სოფელ ირდიკში; მესამე ჯგუფი 3314 ადამიანი წამოშობით შენსიდან ბი იანჰუს (白彦虎; მისი მიმდევრები ხშირად მოიხსენებდნენ როგორც "虎大人", 'დიდებული ადამიანი ჰუ (ვეფხვი)', 1829(?)-1882)) ხელმძღვანელობით, რომელიც აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, ჩავიდნენ სოფელ მასანჩიში დღევანდელი ყაზახეთის ჟამბილის ოლქში.

ემიგრანტების შემდეგი ტალღა ჩავიდა ადრეულ 1880-იანებში. სანქტ-პეტერბურგის ხელშეკრულების მიხედვით რუსებს უნდა გაეყვანათ ჯარი ილის ხეობიდან. რეგიონში მცხოვრებ ჰუებს და უიღურებს ნება დართეს რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. რუსული სტატისტიკის მიხედვით 4,682-მა ადამიანმა აირჩია რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა. ისინი 1881-1883 წლებში მცირე ჯგუფებად გადავიდნენ და ძირითადად ბიშკეკიდან დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე სოფელ სოკოლუკში დსახლდნენ.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი ru,ky (XLS). Bureau of Statistics of Kyrgyzstan (2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-27. ციტირების თარიღი: 2021-11-24.
  2. The population of the Republic of Kazakhstan by individual ethnic groups at the beginning of 2019. Statistics Committee of the Ministry of National Economy of the Republic of Kazakhstan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 8 January 2019
  3. Всероссийская перепись населения 2002 года დაარქივებული 6 October 2014 საიტზე Wayback Machine.
  4. About number and composition population of Ukraine by data All-Ukrainian census of the population 2001. Ukraine Census 2001. State Statistics Committee of Ukraine. ციტირების თარიღი: 17 January 2012
  5. David Trilling (20 April 2010). „Kyrgyzstan Eats: A Dungan Feast in Naryn“. EURASIANET.org.
  6. UNPO: East Turkestan: Strict Control of China's Uighur Muslims Continues. Unrepresented Nations & Peoples Organization (16 August 2006). ციტატა: „However, the authorities' control over Dungan mosques is less strict than over mosques used by Uighurs, a Turkic people mainly found in Xinjiang but also in Central Asian states. (The Dungans are a Chinese Muslim people also found in Central Asian states.)“ ციტირების თარიღი: 12 March 2020
  7. Marianne Kamp (2008). The New Woman in Uzbekistan: Islam, Modernity, and Unveiling Under Communism, reprint, illustrated, University of Washington Press, გვ. 25. ISBN 978-0-295-98819-1. 
  8. Shail Mayaram (2009). რედ. Shail Mayaram: The other global city, illustrated, Taylor & Francis US, გვ. 209. ISBN 978-0-415-99194-0. 
  9. W. G. Clarence-Smith (2006). Islam and the abolition of slavery. Oxford University Press US, გვ. 45. ISBN 0-19-522151-6. „khoqand raiders seizing chinese slaves in east turkistan failed to between hui muslims and han.“ 
  10. W. G. Clarence-Smith (2006). Islam and the abolition of slavery. Oxford University Press US, გვ. 15. ISBN 0-19-522151-6. „a trickle of chinese also reached turkistan well into the nineteenth century.“ 
  11. As per Ma Tong (2003)