დუა ლიპა

ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მოდელი

დუა ლიპა (ალბ. Dua Lipa; დ. 22 აგვისტო, 1995, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მოდელი.[7][8] მისი მუსიკალური კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან YouTube-ზე სხვა მომღერლების სიმღერების ქავერ ვერსიების განთავსება დაიწყო. 2015 წელს, იგი Warner Music Group-თან ხელშეკრულება გააფორმა და მალევე თავისი პირველი სინგლი გამოუშვა. 2016 წლის დეკემბერში, ჟურნალ Fader-მა ლიპას შესახებ დოკუმენტური ფილმი შეუკვეთა, სახელად „See in Blue“.

დუა ლიპა

ლიპა 2022 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Dua Lipa
დაბ. თარიღი 22 აგვისტო, 1995 (1995-08-22) (28 წლის)
დაბ. ადგილი ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება კოსოვოელი ალბანელები[1]
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2015-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა [6]
საიტი dualipa.com
დუა ლიპა ვიკისაწყობში

2017 წლის იანვარში, ლიპამ მოიგო EBBA-ს „მაყურებელთა არჩევანი“-ს პრემია.[9] მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, 2017 წლის 2 ივნისს გამოვიდა. ალბომში შვიდი სინგლი შევიდა, მათ შორის ორი სინგლი ბრიტანული ტოპ-10-დან იყო: „Be the One“ და „IDGAF“, ასევე ბრიტანეთის ნომერ პირველი სინგლი „New Rules“, რომელიც აშშ-ში ტოპ-6 გახდა. 2018 წელს, ლიპამ Brit Awards-ის ორი ჯილდო: ბრიტანეთის ქალი სოლო მომღერლისა და ბრიტანეთის წლის გარმღვევი მომღერლის ჯილდო მოიგო.

ადრეული წლები რედაქტირება

ლიპა დაიბადა 1995 წლის 22 აგვისტოს ლონდონში, კოსოვოელი ალბანელი მშობლების ოჯახში, რომლებიც 1990-იან წლებში დატოვეს პრიშტინა და საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ ბრიტანეთში.[7][8] სწავლობდა სილვიას ახალგაზრდა სათეატრო სკოლაში, თუმცა სკოლა არ დაუსრულებია,[10] ვინაიდან, 2008 წელს, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კოსოვოში დაბრუნდა.[4] ლიპა, მამამისის სმენით გაიზარდა, რომელიც მომღერალი დუკაგინ ლიპა იყო.[11] მისი სახელი ალბანურად „სიყვარულს“ ნიშნავს.[12]

14 წლის ასაკში დაიწყო თავისი საყვარელი მომღერლების (როგორიცაა პინკი და ნელი ფურტადო) სიმღერების გახმოვანება და YouTube-ზე გამოქვეყნება.[13][14] 15 წლის ასაკში, მომღერლად გახდომის სურვილით ლონდონში დაბრუნდა.[15] ცოტა ხნის შემდეგ კი მოდელად დაიწყო მუშაობა.[13] 2013 წელს, The X Factor-ის სატელევიზიო რეკლამაში გადაიღეს.[16]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2016 წელის, ლიპამ და მამამისმა შექმნეს საქველმოქმედო ფონდი Sunny Hill Foundation, კოსოვოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, საიდანაც წარმოშობით მისი მშობლები არიან.[17]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Savage M. Dua Lipa: A pop star in waiting — 2016.
  2. Yeung, Neil Z.. Dua Lipa | Biography & History. AllMusic. ციტირების თარიღი: 15 July 2017.
  3. Green, Chris. (27 January 2016) Dua Lipa, O2 ABC, Glasgow, review: Jazz-infused songs recall a smoke-filled cabaret bar. The Independent. ციტირების თარიღი: 22 July 2016.
  4. 4.0 4.1 Davidson, Amy b. (11 December 2015) Meet your new favourite popstar Dua Lipa – just don't call her the new Lana Del Rey. Digital Spy. ციტირების თარიღი: 9 July 2016.
  5. „Pop Corner: Dua Lipa saves the Last Dance; Adele is done with James Bond“. The Irish Times. ციტირების თარიღი: 2 September 2017.
  6. https://www.ebay.es/itm/DUA-LIPA-SIGNED-PHOTO-PRINT-AUTOGRAPH-NEW-RULES-/372064668735?redirect=mobile
  7. 7.0 7.1 Savage, Mark. (9 February 2016) Dua Lipa: A pop star in waiting. BBC News. ციტირების თარიღი: 7 May 2016.
  8. 8.0 8.1 Lester, Paul. (1 January 2016) Shake it up: the future female pop stars of 2016. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 May 2016.
  9. Legrand, Emmanuel (12 January 2017). „Dua Lipa scoops Public Choice Award at the EBBAs“. ციტირების თარიღი: 13 January 2017.
  10. The Realest It Gets: Dua Lipa.
  11. Njihuni me Dua Lipa, shqiptarja që premton të bëhet ylli i ardhshëm në muzikë
  12. Patrizia meets Dua
  13. 13.0 13.1 Weber, Lindsey. (9 December 2015) Meet Dua Lipa, A Restless Spirit with a Mighty Big Voice. The Fader.
  14. 'I want to work with A$AP Rocky' – Dua Lipa talks dark pop and hip hop influences. BBC Radio 1 (10 December 2015).
  15. Gore, Sydney. (23 October 2015) Band Crush: Dua Lipa. Nylon.
  16. Murphy, Lauren. (30 August 2017) Watch: Turns out Dua Lipa appeared on an ad for The X Factor back in 2013. entertainment.ie. ციტირების თარიღი: 3 December 2017.
  17. DeSantis, Marissa. „21-Year-Old Dua Lipa Is About to Blow Your Mind“. Teen Vogue. ციტირების თარიღი: 2018-01-27.