დროტნინგჰოლმი (Drottningholm, რაც „დედოფლის კუნძულს“ ნიშნავს) — შვედეთის სამეფო ოჯახის ადრებაროკოსეული რეზიდენცია, განლაგებული მელარენის ტბაში, კუნძულ ლოვიონზე, სტოკჰოლმის დასავლეთით.

დროტნინგჰოლმის სამეფო მამული*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 59°19′18″ ჩ. გ. 17°53′10″ ა. გ. / 59.32167° ჩ. გ. 17.88611° ა. გ. / 59.32167; 17.88611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 559
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 559
ინგლ.რუს.ფრ.

1981 წლიდან სამეფო ოჯახი დედაქალაქიდან დროტნინგჰოლის მამულშია გადასული.

ისტორია რედაქტირება

XVI საუკუნეში შვედეთის მეფე იუჰან III-მ კუნძულ ლოვიონზე თავი ცოლის კატერინა იაგელონკასთვის ააგო ციხესიმაგრე. თუმცა, 1662 წელს დროტნინგჰოლმი დაიწვა. ერთი წლის თავზე დედოფალმა ჰედვიგა ელეონორამ რეკონსტრუქცია გადაწყვიტა და ახალი სასახლის აგება ბრძანა, რომელიც მყუდრო, ზედმეტი მორთულობების გარეშე, მაგრამ, ელეგანტური და თანაზომიერი იქნებოდა.

სასახლის ხუროთმოძღვარი ნიკომედუს ტესინი იყო, ხოლო მისი გარდაცვლებიდან (1682 წელი) ვაჟი მისი ტესინი. ჩრდილოეთ ევროპაში ეს პირველი ქალაქგარე რეზიდენცია იყო, რომელიც ვერსალის სტილში აიგო, თუმც, მყარი კედლების, გოდოლებისა და მსგავსი ატრიბუტების გარეშე, რაც ერთობ დამახასიათებელი იყო შუასაუკუნეების ციხესასახლეებისთვის.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება