დრენტს-ფრისე-ვოლდის ეროვნული პარკი

დრენტს-ფრისე-ვოლდის ეროვნული პარკი (ნიდერლ. Nationaal Park Drents-Friese Wold) — ეროვნული პარკი ნიდერლანდებში, ფრისლანდიასა და დრენთეს პროვინციებში. შეიქმნა 2000 წელს. ფართობი 61 კმ². არის ტყეები და მოძრავი ქვიშები. პარკის ტერიტორიაზე დასახლება ქვის ხანაში გაჩნდა. ფერმერები მიწას ცხვრის მოსაშენებლად იყენებდნენ. XIX საუკუნეში დაიწყო ტყის პროგრამის განხორციელება; დარგეს მუხა, ფიჭვი, ფსევდოცუგა და იაპონური ლარიქსი. მრავალფეროვანია ფაუნა, აღსანიშნავია: ტყის კვერნა, თეთრყელა კვერნა, ჩეულებრივი გველგესლა, ჩვეულებრივი ანკარა, სპილენძა, ბოხმეჭა, ტრიტონი, ხვლიკისნაირნი, ევროპული შველი, ყორანი, შავი კოდალა და სხვ.

დრენტს-ფრისე-ვოლდის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
კოორდინატები 52°54′22″ ჩ. გ. 6°17′46″ ა. გ. / 52.90611° ჩ. გ. 6.29611° ა. გ. / 52.90611; 6.29611
ფართობი 61 კმ²
დაარსდა 2000 წელს

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება