ეს სტატია დუნაის შენაკადს ეხება. მდინარე ნოტეცის შენაკადის შესახებ იხილეთ დრავა.

დრავა (იტალ. Drava, გერმ. Drau, უნგრ. Dráva) — მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მიედინება იტალიის, ავსტრიის, სლოვენიის, ხორვატიისა და უნგრეთის ტერიტორიებზე. სიგრძე 707 კმ, აუზის ფართობი 11,828 კმ². დუნაის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს იტალიაში, კარნის ალპებში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა — გურკი და მურა; მარჯვენა — გაილი, კარაშიცა. გაზაფხულზე წყალუხვია, ზამთარში წყალმცირეა. აგებულია დიდი ჰესები. სანაოსნოა ქალაქ ფილახამდე (650 კმ შესართავიდან). დიდ მონაკვეთზე წარმოადგენს უნგრეთისა და ხორვატიის სასაზღვრო მდინარეს.

დრავა
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია; ავსტრიის დროშა ავსტრია; სლოვენიის დროშა სლოვენია; ხორვატიის დროშა ხორვატია; უნგრეთის დროშა უნგრეთი.
ქალაქები ფილახი
მარიბორი
პტუი
ვარაჟდინი
ოსიეკი.
სათავე კარნის ალპები
46°43′42″ ჩ. გ. 12°15′42″ ა. გ. / 46.72833° ჩ. გ. 12.26167° ა. გ. / 46.72833; 12.26167
სიგრძე 707 კმ
აუზის ფართობი 11,828 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} დრავა ვიკისაწყობში

დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობისაა. მდინარე დრავის ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: ფილახი, მარიბორი, პტუი, ვარაჟდინი, ოსიეკი. წყლის საშუალო ხარჯია 670 მ³/წმ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება