დოქტორი სტრეინჯლავი

დოქტორი სტრეინჯლავი: ანუ როგორ გადავეჩვიე შიშს და შევიყვარე ბომბი (ინგლ. Dr. Strangelove or: How I Learned to Stop Worrying and Love the Bomb) — სტენლი კუბრიკის ანტიმილიტარისტული, შავი იუმორით გაჯერებული კინოფილმი, რომელიც მოგვითხრობს მომავალში შესაძლო ბირთვულ კატასტროფის შესახებ. პიტერ სელერსი, რომელთანაც კუბრიკი მანამდე უკვე თანამშრომლობდა „ლოლიტაში", ფილმში ერთდორულად სამ როლს ასრულებს.

„დოქტორი სტრეინჯლავი: ანუ როგორ გადავეჩვიე შიშს და შევიყვარე ბომბი“
დამდგმელი რეჟისორი სტენლი კუბრიკი
პროდიუსერი სტენლი კუბრიკი
სცენარის ავტორი სტენლი კუბრიკი, პიტერ ჯორჯი, ტერი სოუთერნი
ნაწარმოები პიტერ ჯორჯის „წითელი საფრთხე"
როლებში პიტერ სელერსი
მუსიკა ლაური ჯონსონი
ოპერატორი ჯილბერტ ტეილორი
მონტაჟი ენტონი ჰარვი
სტუდია Hawk Films
დისტრიბუტორი Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი 29 იანვარი 1964
ხანგრძლივობა 90 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $1,8 მილიონი
შემოსავალი $9 440 272

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ჯეკ რიპერი (სტერლინგ ჰეიდენი) არის აშშ-ის ერთ-ერთი სამხედრო საავიაციო ბაზის ხელმძღვანელი. ბაზა საბჭოთა საზღვრიდან რამდენიმე საათის მანძილზე მდებარეობს. ის ცდილობს, დაიწყოს ბირთვული ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რადგან დარწმუნებულია, რომ კომუნისტები წყალს უწამლავენ ამერიკას. კაპიტანი ლიონელ მანდრეიკი (პიტერ სელერსი) აღმოაჩენს, რომ ომის დაწყების შესახებ ბრძანება პენტაგონს არ გაუცია და რიპერის შეჩერებას ცდილობს. ის ამავდროულად ცდილობს, ტელეფონით დაუკავშირდეს აშშ-ის პრეზიდენტს, თუმცა ხურდა ფულის არქონის გამო ვერ უკრევს მას/ აშშ-ის პრეზიდენტი მერვინ მაფლი (პიტერ სელერსი) ტელეფონით უკავშირდება საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს, დიმიტრი კისოვს და მას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებს. თუმცა უკვე შეუძლებელია ბრძანების გაუქმება, რადგან ბომბდამშენი ატომური იარაღით დავალების შესასრულებლად არის გაფრენილი და დანარჩენ სამყაროსთან კავშირი გაწყვეტილი აქვს. ბომბდამშენს კარი უფუჭდება, ერთ-ერთი პილოტი, კონგი (სლიმ პიკერსი) კარის შეკეთებას ცდილობს, თუმცა ბომბთან ერთად გატყორცნილი აღმოჩნდება. ბირთვული იარაღი მიზანს ეცემა. აშშ-ის პრეზიდენტის ეტლსმიჯაჭვული მრჩეველი, გერმანელი მეცნიერი, ყოფილი ნაცისტი, დოქტორი სტრეინჯლავი პრეზიდენტსა და მის გარემოცვას საკუთარ გეგმას გააცნობს ამერიკის გადარჩენის შესახებ: შეარჩიონ ასეულ ათასობით ამერიკელი, ინტელექტის, ჯანმრთელობის, ასაკის, გამრავლების უნარის მიხედვით და შეხიზნონ ისინი წყალქვეშა ნავებში. სტრეინჯლავის გეგმის მიხედვით ერთ კაცზე 10 ქალი უნდა მოდიოდეს და ეს დაეხმარება ამერიკას გადარჩენაში. სტრეინჯლავი ბოლოს ეტლიდან წამოხტება და შეყვირეს: „მე დავდივარ, ჩემო ფიურერო“.

როლებში რედაქტირება

  • პიტერ სელერსი — ლიონელ მანკდრეიკი / აშშ-ის პრეზიდენტი მერვინ მაფლი / დოქტორი სტრეინჯლავი
  • ჯორჯ სი სკოტი — გენერალი ბაკ ტარგიდსონი
  • სტერლინგ ჰეიდენი — გენერალი ჯეკ დ. რიპერი
  • პიტერ ბული — საბჭოთა კავშირის ელჩი ალექსეი დე სადესკი,
  • კინან უაინი — პოლკოვნიკი გუანო
  • სლიმ პიკერსი — მაიორი კონგი, პილოტი

გადაღება რედაქტირება

კუბრიკს როგორც მის თანამედროვეებს, აღელვებდა ბირთვული ომის საშიშროება. მას სურდა ამ თემაზე ფილმის გადაღება და ურჩიეს რომანი „წითელი საფრთხე“. კუბრიკმა დაიწყო ეკრანიზაციაზე მუშაობა ჯეიმზ ბ. ჰარისთან ერთად, რომელიც მისი ბოლო სამი ფილმის პროდიუსერი იყო. კუბრიკმა ორმაცამდე პოლიტიკური და სამხედრო შინაარსის წიგნი შეისწავლა. მან გადაწყვიტა სერიოზულ წიგნის სატირულ ფილმად ქცევა. ფილმის გადაღება ტექნიკური და პოლიტიკური მიზეზების შეუძლებელი იყო აშშ-ში, ამიტომ კუბრიკი ინგლისში გადავიდა სამუშაოდ. ფილმი ლონდონში, შეფერტონის სტუდიაში გადაიღეს.

ჯილდოები და ნომინაციები რედაქტირება

ფილმის ტრეილერი

ჯილდოები რედაქტირება

ნომინაციები რედაქტირება

ფილმმა მიიღო ოსკარის ოთხი და BAFTA-ს 7 ნომინაცია

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება