დოქტორი ნოუ (ინგლ. Dr. No) — პირველი ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ, რომელიც გადაღებულია იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით 1962 წელს. მისი რეჟისორია ტერენს იანგი.

„დოქტორი ნოუ“
რეჟისორი ტერენს იანგი
პროდიუსერი ჰარი ზალცმანი
ალბერტ რ. ბროკოლი
სცენარისტი რიჩარდ მეიბაუმი
ჯოანა ჰერვუდი
ბერკლი მეტერი
იენ ფლემინგი
როლებში შონ კონერი
ჯოზეფ უაიზმენი
ურსულა ანდრესი
ჯეკ ლორდი
ჯონ კიტცმილერი
კომპოზიტორი მონტი ნორმანი
ოპერატორი ტედ მური
დისტრიბუტორი United Artists
ქვეყანა 110 წთ.
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 1 მილიონი დოლარი

ამ ფილმში ბონდი, საიდუმლო დაზვერვის აგენტი, გაგზავნილია იამაიკაზე, რათა გამოიძიოს ბრიტანელი აგენტის სიკვდილის გარემოებები. გამოძიება მას მიიყვანს დოქტორ ჯულიუს ნოუსთან. ბონდი აღმოაჩენს, რომ ნოუ აპირებს ამერიკული რაკეტები და მის მიზნებს ჩაახშობს.

ფილმში ჯერ არ არის ნახსენები, რომ ბონდს გააჩნია ორმაგი ნულის სტატუსი (რაც მას აძლევს ნებისმიერი ადამიანის მოკვლის ლიცენზიას) - იგი წარმოგვიდგება, როგორც ომის ვეტერანი. თუმცა, ბონდის ფილმებისათვის დამახასიათებელი ტრადიციები ჩამოყალიბდა უკვე ამ ნამუშევარში. აღსანიშნავია ფილმის დაწყებისას ეკრანზე ბონდის გამოსვლის სცენა და გასროლა მაყურებლის მიმართულებით და სტილისტური შესავალი სიმღერის თანხლებით. დიზაინერ კენ ადამის ინიციატივით შეიქმნა უნიკალური ვიზუალური სტილი, რომელიც დღემდე ახლავს 007-ის ყველა ფილმს.

ფილმის წარმატებამ მის შემქმნელებს უბიძგა გაგრძელებებზე მუშაობა. ამასთან, ბონდის კინოში გამოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ე.წ. „ჯაშუშური ფილმების“ ტრადიციას და გავლენა იქონია ამ ქვეჟანრზე.

მუსიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება