დოქტორი მანჰეტენი

დოქტორი მანჰეტენი (ინგლ. Dr. Manhattan), ნამდვილი სახელი ჯონათან ოსტერმანი (ინგლ. Jon Osterman) — გამოგონილი პერსონაჟი „დარაჯების“ (ინგლ. Watchmen) კომიქსების სერიებიდან.

დოქტორი მანჰეტენი

რორშახი და გიგანტური დოქტორი მანჰეტენი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი DC კომიქსები
პირველი გამოჩენა დარაჯები (Watchmen) №1 (1986)
ავტორ(ებ)ი ალან მური, დეივ გიბონსი, ჯონ ჰიგინი
დახასიათება
მოკავშირეები Silk Spectre
მტრები Moloch, Ozymandias

ისტორია რედაქტირება

ბიოგრაფია რედაქტირება

ჯონათან ოსტერმანი დაიბადა 1929 წელს. მისი მამა იყო მესაათე და ჯონათანიც გეგმავდა მის გზას გაყოლოდა. როცა ჯონათანის მამამ დაინახა სტატია გაზეთში ჰიროსიმას დამომბვის შესახებ, იგი შეეჯახა ფარდობითობის თეორიის უდავო ფაქტებს და გადაწყვიტა, რომ საათების შეკეთება მოძველებული პროფესიაა. მომავალი იყო ატომური ფიზიკა. ამ მიზეზის გამო მან შეწყვიტა მესაათის ხელობის სწავლება ჯონათანისთვის და გააგზავნა იგი ფიზიკის სასწავლებლად.

1958 წელს ჯონათანმა მიიღო სამეცნიერო ხარისხი ფიზიკის დარგში. 1959 წლის მაისში მან დაიწყო მუშაობა სამეცნიერო ცენტრ გილა ფლეტსში. აქ ის ხვდება მის კოლეგა მეცნიერ ჯენი სლეიტერს, ჯონათანს შეუყვარდება იგი.

1959 წლის აგვისტოში, ჯონათანი შემთხვევით მოხვდა საცდელ კაფსულაში როდესაც იგი ცდილობდა მოეძებნა თავისი დაკარგული საათი. საცდელ კაფსულაში გაქრა მისი ბუნებრივი იერი, ჯონათანი დაიშალა ნაწილაკებად. 1959 წლის ნოემბერში ნაწილაკები, რომლისგანაც ჯონათანი შედგებოდა დაიწყეს ნელ-ნელა შეკრება და 22 ნოემბრისთვის საბოლოოდ გაერთიანდნენ.

პროექტ „მანჰეტენის“ შემდეგ ჯონათანს სახელად უწოდეს დოქტორი მანჰეტენი. პენტაგონის აზრით, მანჰეტენის იმიჯზე კარგად იმოქმედებდა თუ მანჰეტენი დაიწყებდა კორუპციასთან ბრძოლას.

1971 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა თხოვა დოქტორ მანჰეტენს, რომ იგი ჩართულიყო ვიეტნამის ომში. მანჰეტენმა მოიგო ომი ნიქსონის თხოვნით ერთ კვირაში.

შესაძლებლობები რედაქტირება

ჯონათანი აკონტროლებს მატერიას ატომების დონეზე. ამიტომ მას შეუძლია ნაწილაკების ტელეპორტი განახორციელოს. ასევე მისი შესაძლებლობებია:

  • დროში არარსებობა (მისი დროის გაანაზილების მიხედვით)
  • შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს თავისი თავი მას შემდეგ რაც წაიშლება თავისი ენერგიის ველი და მატერია
  • ლევიტაცია
  • ზეადამიანური ძალა
  • ტელეკინეზი
  • შეუმჩნევლობა
  • მომავლის დანახვა
  • ტელეპორტაცია
  • უკვდავება
  • შეუხებლობა
  • თავისი თავის კლონების შექმნა
  • მატერიის გარდაქმნა ატომურ დონეზე ყველაფრის კონტროლის ხარჯზე

ფილმი რედაქტირება

ზაკ სნაიდერის ფილმში „დარაჯები“ დოქტორ მანჰეტენის როლი განასახიერა ბილი კრუდაპმა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება