დოფინეს ალპები (ფრანგ. Alpes du Dauphiné) — დასავლეთ ალპების მთების ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში. მდებარეობს საფრანგეთის ისტორიული ოლქის — დოფინეს ტერიტორიაზე. აღმოსავლეთით გამოეყოფა კოტის ალპებს გალიბიეს უღელტეხილის მეშვეობით, ჩრდილო-აღმოსავლეთით გრაის ალპებს მდინარე არკის ხეობით, დასავლეთით შემოზღუდულია მდინარეების დრაკისა და იზერის ხეობებით. მრავალი მწვერვალი აღწევს ზღვის დონიდან 3000 მ-ს; უმაღლესი მწვერვალია ბარ-დეზ-ეკრენი (4102 მ). აღსანიშნავია აგრეთვე მწვერვალი მეჟე (3983 მ), რომელსაც „გიგანტურ სფინქსს“ უწოდებენ.

დოფინეს ალპები
მეჟე (3983 მ)
მეჟე (3983 მ)
კოორდინატები: 44°55′23″ ჩ. გ. 6°21′36″ ა. გ. / 44.92306° ჩ. გ. 6.36000° ა. გ. / 44.92306; 6.36000
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
უმაღლესი წერტილი ბარ-დეზ-ეკრენი
სიმაღლე 4102 
დოფინეს ალპები — საფრანგეთი
დოფინეს ალპები

დოფინეს ალპები შეიცავს ეკრენის მასივს და ტაიფერის ქედს. განვითარებულია ალპინიზმი. პოპულარულია აგრეთვე სათხილამურო სპორტი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება