დორის დეი ინგლ. Doris Day (დაბ. სახელი დორის მერი ენი კეიპელჰოფი ინგლ. Doris Mary Anne Kappelhoff; დ. 3 აპრილი, 1922 — გ. 13 მაისი, 2019) — ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და აქტივისტი.

დორის დეი

დორის დეი 1957 წელს.
დაბადების სახელი დორის მერი ენი კეიპელჰოფი
დაბადების თარიღი 3 აპრილი, 1922
ცინცინატი, ოჰაიო, აშშ
გარდაცვალების თარიღი 13 მაისი, 2019 (97 წლის)
კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა მსახიობი, მომღერალი, აქტივისტი
აქტიური 1939-1989
მეუღლე(ები) ელ ჯორდინი (იქ. 1941–43)
ჯორჯ უიდლირი (იქ. 1946–49)
მარტინ მელკერი (იქ. 1951–68)
ბარი კომდენი (იქ. 1976–82)
შვილ(ებ)ი ტერი მელქერი
საიტი dorisday.com

დორისმა სამომღერლო კარიერა 1939 წელს დაიწყო, თუმცა კარიერულ წარმატებას 1945 წელს მიაღწია, როდესაც ლის ბრაუნთან ერთად ორი ჩანაწერი „Sentimental Journey“ და „My Dreams Are Getting Better All the Time“-ი გამოაქვეყნა. შემდგომ მან ბრაუნთან ერთად მუშაობა შეწყვიტა და სოლო კარიერა განაგრძო. 1947–1967 წლებში მან 650-ზე მეტი სიმღერა ჩაწერა.

დეის სამსახიობო კარიერა 1948 წელს დაიწყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო რომანტიკულ მიუზიკლში, „Romance on the High Seas“-ში. იგი მრავალი ჟანრის ფილმშია გადაღებული, მათ შორისაა: მიუზიკლი, კომედია, დრამა და ტრილერის ჟანრი. 1953 წელს იგი გადაიღეს მიუზიკლში, „უბედური ჯეინი“-ში. ხოლო 1956 წელს, ჯეიმზ სტიუარტთან ერთად, „ადამიანი, რომელმაც ბევრი იცოდა“-ში. 1959 წლის ფილმში „ინტიმური საუბრები“ შესრულებული როლისთვის ის წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის[1]. 1963 წელს, ჯეიმზ გარნერთან ერთად გადაიღეს „Move Over, Darling“-ში და „The Thrill of It All“-ში. მისი სამსახიობო კარიერის დასასრულს, 1968–1973 წლებში მონაწილეობას იღებდა „The Doris Day Show“-ში.

დეი 1960-იანებისას, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმების ვარსკვლავი იყო. 2011 წელს მან გამოაქვეყნა 29-ე სტუდიო ალბომი, „My Heart“-ი, რომელიც შემდგომ შედიოდა აშშ-ს საუკეთესო 10 ალბომში.


სქოლიო რედაქტირება