დონის მონასტერი — რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი, მდებარეობს დღევანდელი მოსკოვის საზღვრებში, ისტორიული ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, დონის მოედანზე. უახლოესი მეტრო სადგურია — „შაბოლოვსკაია“.

დაარსდა 1591 წელს ყირიმის ხანის გაზი II გირეის ლაშქრობის შემდეგ.

ქართველთა საძვალე რედაქტირება

მონასტერი წარმოადგენდა იმ ქართველ მეფეთა, ბატონიშვილთა, დიდებულთა და თავადაზნაურთა საძვალეს, რომლებიც თავისი ნებით, ან რუსეთის იმპერიის ბრძანებით საქართველოდან გადასახლებულნი იყვნენ მოსკოვში და მის შემოგარენში.

დონის მონასტერში დაკრძალულები არიან:

  1. ბატონიშვილი ალექსანდრე არჩილის ძე (გ. 20 თებერვალი, 1711, 38 წლის)
  2. სასანა ამილახვარი (გ. 22 მარტი, 1789, 99 წლის)
  3. ევგენი ვასილის ძე ამილახვარი (გ. 11 დეკემბერი, 1786)
  4. ეგორი ვასილის ძე ამილახვარი (გ. 16 ივლისი, 1779, 55 წლის)
  5. ანა ვასილის ასული ამილახვარი - ცოლი, ბატონიშვილ ათანასე ლევანის ძისა (დ. 10 აპრილი, 1720 — გ. 6 მარტი, 1794)
  6. ანა გიორგის ასული ერისთავი - ცოლი, ბატონიშვილ ბაქარი ვახტანგის ძისა (გ. 18 თებერვალი, 1780, 74 წელი)
  7. მარია ალექსანდრეს ასული დადიანი-არსენიევისა (დ. 8 აგვისტო, 1840 — გ. 8 იანვარი, 1894)
  8. არჩილ ვახტანგის ძე - იმერეთის მეფე (გ. 16 აპრილი, 1713)
  9. დონის მონასტრის არქიმანდრიტი ათანასე (პეტრიევი/პეტრიაშვილი) (დ. 28 სექტემბერი, 1774, ყიზლარი — გ. 17 ოქტომბერი, 1832)
  10. ბატონიშვილი ათანასე ლევანის ძე (დ. 15 ნოემბერი, 1707 — გ. 31 მარტი, 1784)
  11. ალექსანდრა ბაგრატიონი - ვახუშტი ვახტანგის ძის ასული (გ. 8 აპრილი, 1789, 68 წელი)
  12. ალექსანდრა ბაგრატიონი ივანეს ასული (გ. 18 თებერვალი, 1853, 75 წელი)
  13. ბარბარე ბაგრატიონი ალექსის ასული - ცოლი, კირილე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონისა (გ. 18 აპრილი, 1788)
  14. დარია ბაგრატიონი კირილეს ასული (დ. 9 დეკემბერი, 1809 — გ. 6 აპრილი, 1831)
  15. კირილე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი (გ. 19 აპრილი, 1828, 79 წელი)
  16. ბატონიშვილი ბაქარი ვახტანგის ძე (დ. 7 აპრილი, 1700 — გ. 1 თებერვალი, 1750)
  17. ელისაბედ სიმონის ასული ბარათაშვილი-მანსუროვისა (გ. 22 ოქტომბერი, 1814, 32 წელი)
  18. ვასილი ეგორის ძე ამილახვარი (დ. 21 ოქტომბერი, 1750 — გ. მაისი, 1764)
  19. ბატონიშვილი ვახუშტი ვახტანგის ძე (გ. 6 დეკემბერი, 1784, 55 წელი)
  20. ანა პეტრეს ასული დადიანი-ვასილჩიკოვისა (გ. 14 ივნისი (ივლისი?), 1803, 57 წელი)
  21. ბატონიშვილი გიორგი ვახტანგის ძე (გ. 19 დეკემბერი, 1786, 74 წელი)
  22. ელისაბედ ბოგდანეს ასული გიგაური (დ. ნოემბერი, 1810 — გ. 22 მარტი, 1835)
  23. გლიკერია ილიას ასული - ცოლი, ბატონიშვილ ალექსანდრე არჩილის ძისა (გ. 28 ივლისი, 1720, 58 წელი)
  24. გიორგი ბატონიშვილის ასული - ცოლი, ალექსი ბორისის ძე გოლიცინისა (დ. 14 მაისი, 1754 — გ. 12 მაისი, 1779, 25 წელი)
  25. არქიმანდრიტი გიორგი (წინამძღვრიშვილი) (დ. 25 იანვარი, 1777)
  26. ალექსანდრა იაკობის ასული სიბირსკაია - ცოლი, ბატონიშვილ ლეონ ბაქარის ძისა (დ. 1 აპრილი, 1728 — გ. 26 მაისი, 1793, 65 წელი)
  27. ანა გრუზინსკაია - ასული, ვახუშტი ვახტანგის ძისა (გ. 6 მაისი, 1779, 34 წელი)
  28. ანა გიორგის ასული გრუზინსკაია-ტოლსტაია (დ. 31 იანვარი, 1798 — გ. 17 ივლისი, 1889)
  29. დედოფალი ეკატერინე (ქეთევან) დავითის ასული ბაგრატიონი - მეფე არჩილ ვახტანგის ძის მეუღლე (გ. 16 აპრილი, 1719)

ლიტერატურა რედაქტირება

  • Эсадзе Б. С. «Летопись Грузии Юбилейный сборник к 300-летию Дома Романовых 1613-1913». - Б.М., 1913. Вып. 1. გვ. 358-365.