დონბას არენა (უკრ. Донбас Арена) — საფეხბურთო სტადიონი უკრაინაში, ქალაქ დონეცკში. სტადიონი გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს. მდებარეობს ლენინის პარკში. იტევს 51,504 მაყურებელს. სტადიონი მასპინძლობს დონეცკის „შახტარის“ საშინაო მატჩებს.

დონბას არენა
მდებარეობა დონეცკი, უკრაინა
კოორდინატები 48°01′15″ ჩ. გ. 37°48′35″ ა. გ. / 48.02083° ჩ. გ. 37.80972° ა. გ. / 48.02083; 37.80972
აშენდა 2006-2009
გაიხსნა 29 აგვისტო, 2009
ოპერატორი დონბას არენა
საფარი ბალახი
კონსტრუქციის ღირებულება 3,175
არქიტექტორი არუპსპორტი
ტევადობა 51,504
გუნდები
„შახტარი“ დონეცკი

სტადიონს მშენებლობაზე დაიხარჯა 250 აშშ დოლარი, 30 მილიონი კი მის ირგვლივ პარკის და სხვა ობიექტების ასაშენებლად.

სტადიონის სახელი მიღებულია ორი სიტყვის შემოკლებით: დონეცკის ბასეინი – დონბასი.

მშენებლობა და დიზაინი რედაქტირება

 
დონბას არენა 2007 წლის აგვისტოში

მშენებლობა დაიწყო 2006 წლის 27 ივნისს. მთავარი კონტრაქტორი იყო თურქული კომპანია ENKA. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 2009 წელს და ამავე წელს გაიხსნა. სტადიონის მშენებლობაში დაახლოებით 1600 სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას, ძირითადად თურქები.

სტადიონის დიზაინი შექმნა კომპანია არუპსპორტმა. არუპსპორტის მიერაა დაპროექტებული შემდეგი სტადიონებიც: მანჩესტერ სიტის სტადიონი (მანჩესტერი, ინგლისი), ალიანც არენა (მიუნხენი, გერმანია), პეკინის ეროვნული სტადიონი (პეკინი, ჩინეთი).

დონბას არენა მფრინავ თეფშს წააგავს. მისი ნაპირები შიგნითაა შეზნექილი და შემინულია, გადახურულია ტრიბუნების ნაწილი. სახურავი ისეა მოწყობილი, რომ დღისით მზის სინათლემ სტადიონი გაანათოს. ღამით მუშაობს შიდა და გარე სპეციალური დეკორაციული განათებებით.

გახსნა რედაქტირება

სტადიონი ოფიციალურად 2009 წლის 29 აგვისტოს გაიხსნა. ამავე დღეს უკრაინაში აღინიშნება მაღაროელების დღე და ქალაქ დონეცკის დღე. ქალაქი მდებარეობს სამთო მრეწველობის რეგიონში და თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული. ამასთანაა დაკავშირებული სტადიონის მფლობელი გუნდის დონეცკის „შახტარის“ სახელწოდებაც (დონეცკის ქვანახშირის მაღაროელები).

სტადიონზე პირველი მატჩი გამართა დონეცკი „შახტარმა“ კიევის „ობოლონის“ წინააღმდეგ და 4-0 იმარჯვა (უკრაინის პრემიერ ლიგა 2009-2010).

ევრო 2012 რედაქტირება

დონბას არენა ერთ-ერთი სტადიონია, რომელიც 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს მასპინძლობდა, მათ შორის D ჯგუფის, მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის თამაშებს.

მატჩები, რომლებსაც დონბას არენამ უმასპინძლა:

თარიღი დრო ანგარიში ეტაპი
2012-06-11 20.00   საფრანგეთი 1 – 1   ინგლისი ჯგუფი D
2012-06-15 20.00   უკრაინა 0 – 2   საფრანგეთი ჯგუფი D
2012-06-19 22.45   ინგლისი 1 – 0   უკრაინა ჯგუფი D
2012-06-23 22.45   ესპანეთი 2 – 0   საფრანგეთი მეოთხედფინალი
2012-06-27 22.45   პორტუგალია 0 – 0 (პენ: 2-4)   ესპანეთი ნახევარფინალი

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: