დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტი

დომოდედოვოს აეროპორტი (რუს. аэропорт Домоде́дово) — უდიდესი აეროპორტი რუსეთში, სიდიდით მე-13 ევროპაში. მდებარეობს მოსკოვის ოლქში, ქ. მოსკოვის ცენტრიდან 45 კმ-ში.

აეროპორტის სამეთაურო-სადისპეჩერო პუნქტი

აეროპორტის კომპლექსში შედის საფრენი მინდორი, ორი ერთმანეთისაგან დაშორებული ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ერმანეთისაგან დაშორებულია ორი კილომეტრით), რითაც დომოდედოვო ერთადერთი აეროპორტია მოსკოვში, სადაც შესაძლებელია ერთდროულად, აფრენისა და დაჯდომის ოპერაციების განხორციელება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება