დომინიონი (ინგლ. dominion, ლათ. dominium — სამფლობელო) — ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში (დღეისათვის — ბრიტანეთის თანამეგობრობის შემადგენლობაში), რომელიც სახელმწიფოს მეთაურად აღიარებს ბრიტანეთის მონარქს, რომელსაც დომინიონში წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი[1][2].

კანადის დომინიონის საფოსტო მარკა, 1898

«დომინიონის» ცნების განსაზღვრა გამოქვეყნდა 1926 წლის იმპერიის კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კონსერვატიული პარტიის ლიდერის ართურ ჯეიმზ ბალფურის მიერ. 1931 წლის 11 დეკემბერს ის გამყარდა ვესტმინსტერის სტატუტით: «სტატუტით თანაბარი ბრიტანეთის იმპერიის ავტონომიური თანამეგობრობები, რომელიც ერთი მეორეზე არანაირი პირობებით არ არის დამოკიდებული თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის არანაირ ასპექტში, მაგრამ ამასთან გაერთიანებული არიან გვირგვინისადმი საერთო პატივისცემით და შეადგენენ ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის წევრების თავისუფალ ასოციაციას». სტატუტის თანახმად, «დომინიონის» განსაზღვრების ქვეშ მოხვდნენ შემდეგი ტერიტორიები: კანადის დომინიონი, ავსტრალიის კავშირი, ახალი ზელანდიის დომინიონი, სამხრეთ-აფრიკის კავშირი, ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო და ნიუფაუნდლენდის დომინიონი.

პირველი დომინიონები გაჩნდნენ გაცილებით უფრო ადრე — კანადა (1867 წელი), ავსტრალიის კავშირი (1901 წელი), ახალი ზელანდია და ნიუფაუნდლენდი (1907 წელი), სამხრეთ აფრიკის კავშირი (1910 წელი), ირლანდია (1921 წელი). მსგავსი სტატუსი, როგორც წესი, ეძლეოდა ეკონომიკურად ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებს, რომლებშიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ევროპიდან გასასახლებულები, რაც იძლეოდა მეტროპოლიის პოლიტიკისადმი დიდი ლოიალობის გარანტიას.

1931 წელს ბრიტანეთის თანამეგობრობის იურიდიული სტატუსის გაფორმების შემდეგ (1946 წლის შემდეგ — ერთა თანამეგობრობის) მასში შემავალი ყველა სახელმწიფო აღიარებულნი იქნენ დიდი ბრიტანეთის დომინიონებად (უშუალო კოლონიებისა და ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გარდა). მაგრამ 1949 წელს ინდოეთის მიერ რესპუბლიკური მმართველობის ფორმის მიღების შემდეგ, და შესაბამისად, ბრიტანეთის მონარქის სახელმწიფო მმართველად აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ (ერთა თანამეგობრობის წევრობის შენარჩუნებასთან ერთად) «დომინიონის» ტერმინი თითქმის უკვე აღარ მოიხსენიებოდა. ბრიტანეთის იმპერიის უკანასკნელი დომინიონი 1948 წლიდან 1972 წლამდე იყო ცეილონის დომინიონი. 1972 წელს ამ ქვეყანას სახელად დაერქვა შრი-ლანკა და შეუწყდა დომინიონის სტატუსი, თუმცა დარჩა ერთა თანამეგობრობის წევრად. დიდი ბრიტანეთის ის ყოფილი დომინიონები და კოლონიები, რომლებიც დღემდე აღიარებენ დიდი ბრიტანეთის დედოფალს სახელმწიფოს მეთაურად (კანადა, ახალი ზელანდია და სხვა) და აგრძელებენ ერთა თანამეგობრობის წევრებად დარჩენას, დღეისათვის იწოდებიან თანამეგობრობის სამეფოებად (ინგლ. Commonwealth realms).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Merriam Webster's Dictionary (based on Collegiate vol., 11th ed.) 2006. Springfield, MA: Merriam-Webster, Inc.
  2. Hillmer, Norman. (2001)Commonwealth. Canadian Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტატა: „...the Dominions (a term applied to Canada in 1867 and used from 1907 to 1948 to describe the empire's other self-governing members)“ ციტირების თარიღი: 2016-04-02.