დმანისის ნაქალაქარი

დმანისის ნაქალაქარი — ისტორიული ქალაქი საქართველოში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქვემო ქართლში, ქ. თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 85 კმ-ის დაშორებით, სოფ. პატარა დმანისის (დმანისის მუნიციპალიტეტი) მახლობლად მდ. მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან წარმოქმნილ კონცხზე.

დმანისის ნაქალაქარი

ნაქალაქარი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ქალაქი და ქალაქის გარეუბანი. ქალაქი 13 ჰექტარზეა გაშლილი და მასში შედის: გალავანი, შიდა ციხე, დმანისის სიონი, წმ. მარინეს ეკლესია, ორი ეკლესია, წყალსაზიდი საიდუმლო გვირაბი.

დმანისში საქალაქო ცხოვრება X სუაკუნიდან განვითარდა, თუმცა სამოსახლო უფრო ძველია. გაფურჩქვნის ხანაში დმანისი წარმოადგენდა მრავალეთნიკურ ქალაქს, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები და მუსლიმები. XIII საუკუნეში ქალაქს გააჩნდა საკუთარი ზარაფხანა. დმანისი უმთავრესად სავაჭრო ქალაქი იყო. ქალაქი დმანისი ჩაკვდა XVI საუკუნეში.

დმანისის პალეოლითური ხანის სადგომი რედაქტირება

ქვემო ქართლის შემადგენელი ნაწილია დმანისის პლატო, რომელიც აგებულია დოლერიტული ლავებით და რომელიც უშუალოდ უკავშირდება ადრეპალეოლითური (ადრეული აშელის) ადამიანის სადგომს, კერძოდ სამკუთხა მოყვანილობის კონცხი, რომელზეც მდებარეობს ეს სადგომი, წარმოადგენს მის ქვედა საფეხურისგან ეროზიით მოწვეტილ ვულკანური ლავის ფრაგმენტს.

დმანისის ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო ჯერ კიდევ 1936 წელს (ხელმძღვანელები ლ. მუსხელიშვილი და ჯაფარიძე), რომლის მიზანს წარმოადგენდა შუა საუკუნების ქალაქის გამოვლენა, თუმცა გარდამტეხი ეტაპი XX საუკუნის II ნახევართანაა დაკავშირებული, კერძოდ 1960 წლიდან დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ოთარ ჯაფარიძის მიერ მიმდინარე შუა საუკუნეების ქალაქის ნაგრევის საველე კვლევა-ძიების შედეგად ნელ-ნელა ვლინდებოდა ადრეპალეოთური ხანის ზედავილაფრანკული ასაკის ფაუნის ნაშთები და ქვარგალზე დამზადებული პრიმიტიული ქვის იარაღები.

შეიძლება ვთქვათ, რომ შუა საუკუნების მცხოვრებთან მიერ ჩაჭრილ სამეურნეო ორმოების ერთ ნაწილში სტარტიგრაფიულ ფენებში აღმოჩენილი იქნა კედელთან მიყრილი ცხოველის დამტვრეული ძვლები, რაც თავისმხრივ საფუძველს ქმნიდა ე.წ ნასუფლარის თაობაზე (ხმალკბილა ვეფხვის, ჟირაფის, ბიზონის, ჯეირანის, სამხრეთული სპილოს, ეტრუსკული მარტორქა, მგელი, დათვი და სხვა). პალეონტოლოგმა ა. ვეკუამ ეს ცხოველები მიაკუთვნა ეოპლეისტოცენის დასასრულსა და ქვედა პლეისტოცენის დასაწყისით დაათარიღა.

ქვის იარაღები (ოლდუვაინური სტილი) დმანისიდან, (მარჯვნივ, 1,8 მლნ), ხოლო მარცხნივ აშეულ სტილისა.

ამ აღმოჩენმა გააღრმავა ინტერესი, კერძოდ გაჩნდა იდეა რომ სტრატიგრაფიულ ფენებს შორის, იქნებოდა ძველი ქვის ხანის სადგომი. 1983 წელს ჯაფარიძის ინიციატივით სწორედ იმ ორმოსთან დაიწყეს თხრა, სადაც 1966 წელს აღმოაჩინეს სპილოს ძვალი და მართლაც 1983 წელს კვლავ აღმოჩნდა პალეოლითის ხანის განამარხ ცხოველებთან ერთად სხვა იარაღები და ანატკეცები, რაც უკვე მიანიშნებდნენ პალეოლითის ხანის ადამიანის არსებობაზე, შესამისად დადგინდა რომ ე.წ „დმანისელი ადამიანი“ იყენებდა ატკეცის წესით ამუშავებს გაკაჯული ტუფისგან დამზადებულ ქვას, ნადირობს და აგრეთვე შემგროვებლობასაც ეწევა (აღმოჩნილია მცენარეების თესლებიც).

მე-11 ნაგებობის ნაწილი

მალევე დმანისის აღმოჩენების შესახებ ინფორმაცია მივიდა საქართველოს არქეოლოგიურ კომისიის და არქეოლოგიურ ცენტრის ყურამდე. 1983 წლის ზაფხულში ტერტიორია მოინახულეს აფაქიძემ, ჯაფარიძემ, მიქელაძემ, გაბუნიამ, ბერძენიშვილმა და სხვა მკლევრებმა, რასაც 1983-86 წელს დმანისის შუასაუკუნეების ნაქალაქრის მე-11 ნაგებობის ფართობზე გათხრები ჯერ ბუგინიშვილის ხელმძღანელობით, შემდეგ კი 1987-89 წლებში მე-11 ნაგებობის სამხრეთ ნაწილში და მე-10 ნაგებობის შიგნით მგელაძის მეთაურობით მოჰყვა. გათხრებმა დაადგინა, რომ დმანისი იყო ადრეული აშელის ან წინა აშელის ქვის ხანის ადამიანის სადგომი, ხოლო 1990 წელს კი დადგინდა რომ დმანისის სულ მცირე 5000 მ² ფართობზე იყო გადაჭიმული ადრეპალეოთური ძეგლი - წვედაპალეოლითის ხანის ადამაინის სადგომი.

მე-10 ნაგებობა

1990 წელსვე ნოვოსიბირსკში მეოთხეული პერიოდის შემსწავლელ კონფერიანცზე ლორთქიფანიძემ წამოჭრა საკითხი დმანისის აღმოჩენებზე, რამაც კიონლის უნივერსიტეტის პროფესორს ბოსინკის ყურადღება მიიქცია, რომელმაც გამოთქვა სურვილი საკვლებო სამუშაებში მონაწილეობაზე. დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა მიზანშეწონილად მიიჩნია გერმანელების ექსპედიაში მონაწილეობა და 1991 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორ ლორთქიფანიძესა და ქ. მაინცის რომაულ-გერმანული ცენტარული მუზეუმის დირექტორ ვაიდენს შორის დაიდო ხელშეკრულება, რის საფუძველზე დმანისში მუშაობას შეუდგა ქართულ-გერმანული ექსპედიცია, რომლის მთავარ მიზანს პირველ რიგში წარმოადგენდა მე-11 ნაგებობის შიგნით წინა წლებში გათხრილი ფართობისა და სხვადასხვა ადგილებზე შუასაუკუნების ორმოების ჭრილების შესწავლა, აგრეთვე მგელაძის მიერ 1989 წელს გათხრილი ფართობის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართობა. საველე მუშაობას დაერთო კალციტირებული ფენის ე.წ „ქერქის“ ქვეშ დანალექ შრებში აღმოჩენილი ადრეული ჰომინიდების ძვლოვანი ნაშთების (თავის ქალები და ქვედა ყბა) აღმოჩენა. ძლოვანი ნათშები მალევე რეკონსტრუირებული იქნა (ზეზვასა და მზიას უწოდებენ დღეს) და მათი ასაკი განისაზღვრა ქვედა პლეისტოცენის დასაწყისით (მატუიამას პალეომაგნიტური ეპოქა, ოლდუვაის დამაგნიტებული ეპიზოდი, იზოტოპური ასაკი ბაზალტების მიხედვით დაახლ. 1.8 + - 1 მლნ. წ.).

ელჩი ჯონ ბასი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე სწავლობენ დმანისის კვლევის ობიექტზე აღმოჩენილ ჰომინიდის ქვედა ყბას.

„ზეზვა და მზია“ მიეკუთვნებიან ჰომო ერექტუსის განსხვებულ სახეობას - ჰომო გეორკილუსს, რომელსაც დღევანდელი კვლევებით ახლო პარალელები მოეძებნება მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკისა და იავას ანთროპოლოგიურ მასალებში. მსგავსი აღმოჩენის შედეგად კავკასია ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან დმანისში მიკვლეული ჰომინიდების წარმომადგენელთა ნაშთებთან ერთად აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური თუ პალეონტოლოგიური მასალების გამო დმანისი პირველ ადგილს იკავებს ევრაზიის უძველეს ადამიანთა სადგომთა შორის. ჯერჯერობით არცერთ ძეგლზე არ აღმოჩენილა ჰომინიდის 5 თავის ქალის ნაშთი ერთად, ზოგგან მხოლოდ ქვის იარაღები იყო წარმოდგენილი და დმანისთან განსხვებით მათ არ გააჩნიათ სანდო გეოლოგიური დათარიღება.

ჰომო გეორგიკულუსი დმანისიდან.

გერმანელ-ქართველი მკლევრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა პირველყოფილი ადამიანის არქეოლოგიური, მისი თანადროული ეკოლოგიური სისტემისა და სხვა პალეონტოგიურ-პალეოზოლოგიური მონაპოვების შესწავლა-ანალიზი (ამის გამო მხარეებს შორის მოეწერა პროექტ - „დმანისს“ ხელი). ანალიზების საფუძველზე  დადგინდა რომ დმანისელმა ადამიანმა აფრიკიდან ლევანტის დერეფნით  მოაღწია კავკასიამდე, ე.ი ის არის კავკასიაში პირველი ჰომინიდის მიგრაციის ადრეული ტალღის წარმომადგენელი (აქამდე მიიჩნეოდა რომ ეს 80000 წლის წინ მომხდარა, თუმცა დმანისელმა ადამიანმა თარიღი ორმაგად დააძველა), შესამისად ის არის პირველი ადამიანი ევროპის ტერიტორიაზეც. მისი განსახლებისას კავკასიის ტერიტორიაზე ყოფილა მეტად ზომიერი (დღევანდელზე უფრო თბილი) კლიმატი. სავანურ ბიოტეპებს ენაცვლებოდა ტყით დაფარული გორაკები, შესაბმისად მას ყველანაირი გარემო პირობები ჰქონდა აქ ცხოვრებისა და შემდგომი საქმიანობის განსახორციელებლად.

გერმანელ კოლეგებთან ერთად 1991 წელსვე შესწავლილი იქნა დმანისის ადრეპაოლითური სადგომის ტერიტორიაზე გამოვლენილი სტრაფიგრაფიული ფენების დადგენა. დღეს დმანისის ნაქალაქარის ფენების დაყოფილი 7 ფენად, რომლებიც ბაზალტის ლავებზეა დაფენილი. ესენია უძვლესიდან უახლესიკენ: I . ნაცრისფერი თიხნარი,  II. მოყვითალო-მოყავისფრო თიხნარი,  III. კარბონატული ქერქი, IV. ყავისფერი თიხნარი, V. მოყავისფრო-მოშავო თიხნარი, VI. შავი ვულკანური ქვიშა და ფერფლი, VII. ბაზალტური ლავა.

ჩოპერი, ქვის იარაღი, საჩეხი, რომელიც მოდის დმანისის (საქართველო) პლეისტოცენური ადგილიდან. მისი ასაკი დაახლ. 1 850 000 წ.

2000-2005 წლებში დმანისის აღმოჩენებს დაერთო სამი ქვედა ყბა, სამი თავის თავი ქალა, ჰომინიდის 50-მდე პოსტკრანილური ძვლები (მალები, ნეკნები, ნებისა და ტერფის ძვალი, კბილები), ხოლო იარაღს დაემატა სხვა ტუფისგან გაკაჯებული ქვარგალები, ანატკეცები, ნუკლეოსები, ჩოპერები და ა.შ.

დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლს განსაკუთრებული ადგილი უკავია ამავე პერიოდის ჰომინიდის განსახლების არეალთა შორის. მათ შორის დმანისი არის ყველაზე ძველი და სრულიად განსხვებულ მასალა გთავაზობს ქვის ხანის შესწავლის შესახებ, ამიტომ გასაკვირიც არ უნდა იყოს მისი მნიშვნელობა საერთაშორისა ასპარეზე.

დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც განამარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 361-364.
  • ნიორაძის დისერტაცია, თბ. 2006 წ. გვ. 4- 23.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16463