დიღომი (სოფელი)

სოფელი საქართველოში, თბილისის საბურთალოს რაიონში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიღომი.

დიღომისოფელი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საბურთალოს რაიონში. მდებარეობს თბილისის ქვაბულში, მდინარე დიღმისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 520 მ.

სოფელი
დიღომი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
რაიონი საბურთალო
კოორდინატები 41°46′22″ ჩ. გ. 44°44′17″ ა. გ. / 41.77278° ჩ. გ. 44.73806° ა. გ. / 41.77278; 44.73806
ცენტრის სიმაღლე 520
მოსახლეობა 7497 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,8 %
სომხები 0,3 %
ოსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 32
საფოსტო ინდექსი 0159
დიღომი (სოფელი) — საქართველო
დიღომი (სოფელი)
დიღომი (სოფელი) — თბილისი
დიღომი (სოფელი)

2007 წლამდე ექვემდებარებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტს და იყო თემის ცენტრი (სოფლები: დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანი, ძველი ვეძისი). 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 7497 კაცი.

სოფელში არის სხვადასხვა დაწესებულებები: მულტიტესტი, ვისოლის სპორტული კომპლექსი, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტი, ბაგა-ბაღი, ამბულატორია, 210-ე საჯარო სკოლა.

ისტორია რედაქტირება

სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება დიღუამისა და დიღვამის სახელითაც. შუა საუკუნეებში იგი ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის-დიღმის ხევის ცენტრი იყო. დიღმის ხევი მოიცავდა ახლანდელ დიღმის სოფ-საბჭოსა და თბილისის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიებს. არსებობდა სამოხელეო თანამდებობაც. ,,დიღმის ხევის გამგებელი”. IX-XI საუკუნეებში დიღმის ხევი თბილისის საამიროს შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო საამიროს გაუქმების შემდეგ სამეფო სახლის ხელდებულ მიწებად ითვლებოდა. ფეოდალურ ხანაში დიღომი ცალკე ადმინისტრატიულ ერთეულის — დიღმის ცენტრი იყო, XVI საუკუნეში ქართლის მეფეთა ერთ-ერთი სადგომი. დიღომთან ბრძოლაში დაამარცხა სიმონ I-მა მოღალატე დაუთ-ხანი. 1580 დიღომში სიმონ I-ს თავს დაესხა კახეთის მეფე ალექსანდრე II.

აქ განვითარებული იყო ინტენსიური სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მევენახეობა. ხევის ქვედა ნაწილი მეფეთა სანადირო ადგილსა და საძოვრებს წარმოადგენდა. სამხრეთ-დასავლეთ მხრიდან დედაქალაქზე წამოსული მტერი ყოველთვის ხევის მიდამოებში იდებდა ბანაკს. 1967 წელს ქართლის მეფემ სიმონ I-მა თბილისის გასათავისუფლებლად ლაშქარი შეკრიბა და დიღმის ველზე დადგა. ირანის შაჰის თამაზ I-ის მიერ ქართლის მეფედ დანიშნული გამაჰმადიანებული დავით XI (დაუთ-ხანი), რომელიც ყიზილბაშთა ძალებით თბილისის ციხეში იყო გამაგრებული, ციხიდან გამოვიდა და სიმონ I-ის ლაშქარს შეება დიღმის ველზე. ამ ბრძოლაში დაუთ-ხანი დამარცხდა. ერთი ცნობით, მას 2000 მეომარი დაეღუპა. 1580 წელს დიდგორში სიმონ I-ს თავს დაესხა კახეთის მეფე ალექსანდრე II.

1905-1907 წლებში დიდგორის გლეხობა აქტიურად ჩაება კლასობრივ ბრძოლაში. 1905 წლის 13 მარტს სოფლის ეკლესიასთან თავი მოიყარა 600-მდე გლეხმა. სიტყვით გამოსულებმა ილაპარაკეს გლეხების მძიმე მდგომარეობაზე. აირჩიეს დეპუტატები, რომლებსაც გლეხთა მოთხოვნები უნდა გადაეცათ მემამულე ბაგრატიონ-მუხრანსკისათვის. გლეხების მოთხოვნები უყურადღებოდ დატოვეს. მიტინგზე, რომელიც მოეწყო 1905 წლის 4 ნოემბერს სოციალურ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით განიხილეს: ოქტომბრის მანიფესტი, ვიტეს პოლიტიკა, ლიბერალებთან დამოკიდებულების საკითხი, შავი ზღვის ფლოტის აჯანყების ამბები, რევოლუციური მოძრაობის საკითხები, სომეხ-თათართა განხეთქილების საკითხი.

დემოგრაფია რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 8746[1]
2014   7497[2]

ძეგლები რედაქტირება

სოფლის შესასვლელში აღმართულია წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც კარი სამხრეთიდან აქვს. დარბაზის კამარა ჩაქცეულა და აღდგენის შემდეგ ისრული ფორმა მიუციათ. აღდგენის კვალი ფასადებსაც ეტყობა, მორთულობისა და წარწერის ნაწილი თავის ადგილზეა, ნაწილი კი დაზიანებულია და სხვადასხვა ადგილას არის ჩასმული. სამხედრო და აღმოსავლეთ ფასადებზე გამოსახულია ლომები, ფრინველები და ჯვრები. ასომთავრული წარწერები სტილისტური ნიშნებით ეკლესია XI საუკუნის I მეოთხედშია აგებული. რესტავრირებულია XVI-XVII საუკუნეებში. იმავე ხანებში დასავლეთიდან მიუშენებიათ მცირე ზომის სადგომი, რომელზედაც XIX საუკუნის ბოლოს სამრეკლოს ფანჩატური დაუდგამთ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა (2002 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  2. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.