დიუგონი (Dugong dugon), წყლის ძუძუმწოვარი სირენების რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 2,5-3,2 მ, წონა — 140-170 კგ. დიუგონის თითისტარისებრი სხეული ბოლოვდება ორპალატიანი ჰორიზონტალური ფარფლით. მოქნილი წინა კიდურები ნიჩაბს ჰგავს. უკანა კიდურები რუდიმენტების სახითაა შემორჩენილი. სხეული დაფარულია უხეში, მქრქალი ტყვიისფერი ან მოყავისფრო კანით. მამლის ორივე ზედა საჭრელი კბილი ეშვებადაა ქცეული. დიუგონი ბინადრობს ინდოეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ აფრიკის, სამხრეთ აზიის, მოლუკის, ფილიპინების, მალაის კინძულების, ახალი გვინეისა და ავსტრალიის სანაპიროებთან, იშვიათად შედის მდინარეთა შესართავებში. იკვებება წყლის მცენარეებით. იგებს 1 ნაშიერს. სანადირო ობიექტია, რის გამოც უკვე იშვიათად გვხვდება.

დიუგონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Dugong dugon
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 6909

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 3, გვ. 579, თბ., 1978