დისკოთეკა (ინგლ. discothèque ან discoteque გამოითქმის: [diskoˈtɛk̚]) — გართობის სპეციალური ადგილი ან კლუბი, სადაც იკვრება მუსიკალური ჩანაწერები "დისკეარების" (დისკ ჟოკეების მიერ) პა სისტემაზე, რაც უფრო ხშირად ხდება ვიდრე სასცენო ბენდების გამოსვლა. სიტყვა მომდინარეობს ფრანგული discothèque-დან (ღამის კლუბის ტიპი). დისკოთეკა პორტმანტოა (ორი სიტყვის შეერთებით მიღებული სიტყვა), რომელიც 1941 წლისათვის შეიქმნა დისკისგან და ბიბლიოთეკისგან (disk და bibliothèque) La Discothèque-ის მიერ, რომელიც შემდეგ რუ დე ლა ჰუშეზე მდებარეობდა პარიზში, საფრანგეთი. მანამდე, უმრავლესი ბარები და ღამის კლუბები გართობის მიზნით ცოცხალ ბენდებს იყენებდნენ.