დინგო (ლათ. Canis lupus dingo ან Canis familiaris dingo) — გავრცელებული შინაური ძაღლი. შესაძლოა, ავსტრალიაში ევროპელების დასახლებამდეც იყო შეყვანილი. მისი სხეულის სიგრძე 90-110 სმ აღწევს. ჩვეულებრივ ჟანგისფერ-ყვითელი ან წითურია. გვხვდება რუხი, შავი, თეთრი და ჭრელი ინდივიდებიც. ღამისა და ბინდის ცხოველია. ცხოვრობს მცირე ხროვებად. ყრის 6-8 ლეკვს. ნადირობს ცხვარზე, რის გამოც მოსახლეობა ანადგურებს. დინგო ადვილად იტანს ტყვეობას, თვინიერდება.

დინგო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ძაღლისებრნი
გვარი:  ძაღლი
სახეობა:  მგელი
ქვესახეობა:  დინგო
ლათინური სახელი
Canis lupus dingo
სინონიმები
  • Canis dingo
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 41585
გავრცელება

ლიტერატურა რედაქტირება