დიმიტრი (დიტო) შანიძე (დ. 8 თებერვალი, 1937, წყალტუბო, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 18 ნოემბერი, 2010) — ქართველი ძალოსანი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ოლიმპიადის ორგზის ვიცე-ჩემპიონი 1968 (მეხიკო), 1972 (მიუნხენი) და მსოფლიოს ჩემპიონი 1973 (ჰავანა). მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი 1968 (მეხიკო), 1972 (მიუნხენი) და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 1969 (ვარშავა). ევროპის ორგზის ჩემპიონი 1972 (კონსტანცა), 1973 (მადრიდი) და ევროპის ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი 1968 (ლენინგრადი), 1969 (ვარშავა), 1971 (სოფია), 1974 (ვერონა). სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი 1971. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974). სსრკ-ის ვიცე-ჩემპიონი (1968) და საბჭოთა კავშირის თასი მფლობელი (1971). საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1970) და საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1973).

დიმიტრი შანიძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 8 თებერვალი, 1937(1937-02-08)
დაბ. ადგილი დერჩი
გარდ. თარიღი 18 ნოემბერი, 2010(2010-11-18)[1](73 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
სიმაღლე 158
ქვეყანა სსრკ
ჯილდოები სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

ძირითადი შედეგები რედაქტირება

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
1968 ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები მეხიკო, მექსიკა -60 კგ  
1968 მსოფლიო ჩემპიონატი მეხიკო, მექსიკა -60 კგ  
1968 ევროპის ჩემპიონატი ლენინგრადი, სსრკ -60 კგ  
1969 ევროპის ჩემპიონატი ვარშავა, პოლონეთი -60 კგ  
1969 მსოფლიო ჩემპიონატი ვარშავა, პოლონეთი -60 კგ  
1971 ევროპის ჩემპიონატი სოფია, ბულგარეთი -60 კგ  
1972 ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები მიუნხენი, გფრ -60 კგ  
1972 ევროპის ჩემპიონატი კონსტანცა, რუმინეთი -60 კგ  
1972 მსოფლიო ჩემპიონატი მიუნჰენი, გფრ -60 კგ  
1973 ევროპის ჩემპიონატი მადრიდი, ესპანეთი -60 კგ  
1973 მსოფლიო ჩემპიონატი ჰავანა, კუბა -60 კგ  
1974 ევროპის ჩემპიონატი ვერონა, იტალია -60 კგ  

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება