დიზენტერიის ამება

დიზენტერიის ამება, ჰისტოლიზური ენტამება (Entamoeba histolytica) — ამებებიდან ყველაზე ცნობილი ადამიანის პარაზიტი, რომელიც იწვევს ამებურ დიზინტერიას ანუ ამებიაზს.ამებების ეს სახეობა აღმოჩენილ იქნება რუსეთში1875 წელს ლოსჩის მიერ. ამჟამად E.histolytica გლობალურადაა გავრცელებული ,თუმცა, ფართო გავრცელების თვალსაზრისით სხვადასხვა რეგიონებში მკვეთრად განსხვავდებიან. მაგალითად, იტყობინებიან რომ მერიდას, იუკატანის და მექსიკის მოსახლეობის 85% იყო ინფიცირებული, მაგრამ აშშ–ს რამდენიმე გამოკვლეული პოპულაციის არა უმეტეს 13,6%. უნდა გვახსოვდეს, რომ ამებიაზი არ შემოიფარგლება ტროპიკებითა და სუბტროპიკებით; ეს დაავადება აღინიშნება ზომიერ სარტყელში , არქტიკასადა ანტარქტიკაშიც კი. ინვაზიის საშუალებას წარმოადგენს ცისტების გადაყლაპვა, დაუბანელი ხელების, დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებისას. ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სადაც დაავადებულებებთან კონტაქტი უფრო ხშირია. ბავშვთა სახლებსა და მენტალური დაავადებების დაწესებულებებში ხშირად იქმნება ამ ორგანიზმების გავრცელების ხელსაყრელი პირობები.

დიზენტერიის ამების ცისტა

სასიცოცხლო ციკლი რედაქტირება

 
entamoeba histolytica-ს სასიცოცხლო ციკლი

E.Histolytica ერთბირთვიანი ტროფოზოიტი სახლობს ადამიანისა და სხვა ცხოველების (პრიმატების) მსხვილ და სწორ ნაწლავებში, ხანდახან წვრილი ნაწლავის ქვედა უბანში. მოძრავი ტროპოზოიტის დიამეტრი 25 მკმ–ია (ფარგლები 15–60 მკმ). მონოპოდიურია, წარმოქმნის ერთ დიდ თითისებრ ფსევდოპოდიას. ამ ერთადერთი ფსევდოპოდიის გამოწევა და შეწევა ისე სწრაფად ხდება, რომ პრეპარატში ტროფოზოიტის დანახვა გამოწეული ფსევდოპოდიით იშვიათია. ციტოპლაზმა ორი ზონისაგან შედგება: ნათელი აქტოპლაზმისა და წვრილგრანულარული ენდოპლაზმისაგან, რომელშიც შეიმჩნევა საკვების ვაკუოლები. ასეთ ვაკუოლებში შეიძლება იყოს მასპინძლის ერითროციტები, ლეიკოციტები და ეპითელური უჯრედები, ასევე ნაწლავის ბაქტერიები ან სხვა მასალა. ტროფოზოიტები მრავლდებიან ნაწლავში მიტოზურად (ბინალური გაყოფით).

დიფერენცირებად E. Histolytica-ში ბირთვი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ბირთვის მიხედვით განსხვავდება E. Histolytica სხვა ნაწლავური ამებებისაგან. მარილიან პრეპარატებში ბირთვს გააჩნია ძნელად შესამჩნევი გარსი, შეღებილ პრეპარატებში ნათლად ჩანს ვეზიკულური ბირთვი. იდეალურ შემთხვევაში ბირთვს გააჩნია კარგად შესამჩნევი ბირთვის გარსი, რომელიც შიდა მხრიდან ამოფენილია პერიფერიული ქრომატინის წვრილი გრანულებითა და მცირე ზომის ცენტრალური ენდოსომით. სამწუხაროდ, ასეთი "იდეალური" მორფოლოგია არ შემოიფარგლება მხოლოდ E. Histolytica–თი. ხშირად, Entamoeba-ს სხვა სახეობებსაც, განსაკუთრებით E.dispar, გააჩნია მსგავსი მორფოლოგიის მქონე ბირთვი.

სხვადასხვა გარემოსა და ფიზიოლოგიური პირობების დროს ტროფოზოიტი იძენს პრეცისტის თავისებურებებს; ის ხდება უფრო სფერული და მცირდება ზომაში (იჭმუხნება), საკვების ვაკუოლის გასკდომის გამო. ფსევდოპოდიები, იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნა, უსწორმასწოროა და არ ხდება წინსვლითი მოძრაობა. ინცისტირება იწყება პრეცისტური ტროფოზოიტის მიერ ჰიალინური ნივთიერებების სეკრეციით, რომელიც ქმნის ცისტის გარსს.ამ სტადიაზე ცისტა სფერულია, საშუალო მასა 17 მკმ (ფარგლები 10–20 მკმ), აქვს ერთიბირთვი. ამავე დროს, გლიკოგენის გროვებისა და ქრომატოიდული ნაწილაკების არსებობას შეინიშნება. ქრომატოიდული ნაწილაკები ითვლება ნუკლეინის მჟავების, მაგალითად, რნმ–ის დაგრივებად; ამ ნაწილაკების ფორმა შეიძლება იცვლებოდეს,მაგრამ ბოლოები ყოველთვის გლუვი და მომრგვალებულია E. histolytica-ში. ბირთვი განიცდის ორ მიტოზურ გაყოფას, რითაც წარმოიქმნება 4 ვეზიკულური ბირთვი E. histolytica–ს მომწიფებულ ცისტაში. ეს ცისტები წარმოადგენენ ინვაზიურ ფორმას და გამოდიან გარეთ მასპინძლის ფეკალიებთან ერთად; ამის შემდეგ, ვითარდება გლიკოგენისა და ქრომატოიდული ნივთიერებების ნელი მეტაბოლიზმი და გაქრობა.

Entamoeba histolytica–ს ცისტები ძალიან მდგრადები არიან გამოშრობისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ (მაგალითად, ქლორიანი ნივთიერებები, ფტორიდები). ცისტები წყალში ძლებენ 1 თვეს, ხოლო ფეკალიებში, მშრალ მიწაზე 12 დღეზე მეტს; ტემპერატურას კარგად უძლებენ 50 °C–მდე, რაც მათი თერმული სიკვდილის წერტილად ითვლება.

როდესაც E. histolytica–თი დაბინძურებული საკვები ან წყალი მოხვდება მასპინძლის ორგანიზმში, ცისტები ხვდებიან კუჭში (სადაც მათ გარსი იცავს დამაზიანებელი გარემოსაგან), შემდეგ ნაწლავებში, სადაც იწყება მათი ექსცისტირება. ნაწლავების ნეიტრალური ან სუსტი გარემო ხელს უწყობს პროცესს. In vitro გამოკვლევებით დადგენილია, რომ ექსცისტირება მაშინვე არ იწყება; ცისტებს, რომლებიც მოთავსებულ იქნა სხეულის ტემპერატურის მქონე ახალ საკულტივაციო არეში, დასჭირდათ 5–6 საათი ექსცისტირებისათვის. ექსცისტირების შემდეგ,ერთი ოთხბირთვიანი ორგანიზმი მაშინვე იყოფა მიტოზურად და დასაბამს აძლევს რვა პატარა მეტაცისტურ ტროფოზოიტს, რომელიც ჩადის მსხვილ ნაწლავში, სადაც იკვებება, იზრდება და მრავლდება. ნაწლავური პერისტალტიკის შემცირება ხშირად ხელს უწყობს ტროფოზოიტის დამკვიდრებას ბრმა ნაწლავის მიდამოში,მსხვილ ნაწლავში.

ეპიდემიოლოგია რედაქტირება

Entamoeba histolytica კოსმოპოლიტია;ადამიანის ინფიცირების შემთხვევების შეფასების მიხედვით 500 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. თუმჩა, ამ ციფრმა შეიძლება შეცდომაშიც შეგვიყვანოს, რადგან 90%–მდე შემთხვევისა შესაძლოა გამოწვეული იყოს E.Dispar-ის ნაწლავებში კოლონიზაციით. ამიტომ, entamoeba histolytica–ს , ალბათ, უნდა მივაწეროთ მხოლოდ 50 მილიონი შემთხვევა მსოფლიო მასშტაბით, დანარჩენი შემთხვევები, ალბათ, E. dispar-ს. ინფექციების გავრცელება მკვეთრად მერყეობს, ინდივიდთა ზოგიერთი ჯგუფი, შეიძლება, უფრო მგრძნობიარე იყოს ამ ინფექციის მიმართ (მაგალითად, მენტალური დაავადებების დაწესებულებათა პაციენტები).გავრცელება დამოკიდებულია დაბინძურებული საკვებისა და წყლის მეღებაზე.ისეთ ადგილებში, სადაც დაბალია სანიტარული ნორმები და სადაც ადამიანის ფეკალიები გამოიყენება სასუქად, აღინიშნება ინფექციის უფრო ფართო გავრცელება.

ინვაზიის მთავარ წყაროს წარმოადგენენ ასიმპტონური მატარებლები ან ქრონიკული პაციენტები, რომელთა საშუალებითაც ხდება ცისტების გავრცელება. ასეთ ინდივიდებში ინფექციას ეწოდება ლუმინარული ამებიაზი. მწვავე ფორმის დაავადების, ინვაზიური ამებიაზის მქონე პაციენტები არ წარმოადგენენ მნიშვნელოვან გადამტანებს, რადგანაც დიარეის დროს ისინი გამოყოფენ არაინფექციურ ტრიფოზოიტებს (არაინფექციურს იმიტომ, რომ ცისტისგან განსხვავებით, ტროფოზოიტი არ არის სიცოცხლის უნარიანი ნაწლავის გარეთ).გარდა ამისა, ბუზები და ტარაკნები წარმოადგენენ მექანიკურ ვექტორებს entamoeba histolytica–ს და სხვა ამებების გავრცელებაში, რადგანაც ცისტები დიდხანს რჩებიან მათ მომნელებელ ტრაქტში, ხოლო შემდგომში გამოდიან მათ ფეკალიებთან ერთად ან ცისტების ამოღება პირის გზით და საკვების დაბინძურება.

ზოგიერთი მასპინძელი ადამიანის ორგანიზმში პარაზიტის მოხვედრა არაპათოგენურობის ახსნა გაძნელებულია. ზომიერ სარტყელში მცხოვრებ ადამიანებში უფრო ხშირად გვხვდება დააავდების ლუმინალური ფორმა, ხოლო ტროპიკებსა და სუბტროპიკებში უფრო გავრცელებულია ინვაზიური ფორმა.

პათოგენურ შემთხვევაში, Entamoeba histolytica–ს საკვების მომნელებელ ვაკუოლსი ჩანს ერითროციტები, ლეიკოციტები და ეპითელური უჯრედები. ტროფოზოიტი, თავისი პათოგენურობის უმაღლეს სტადიაზე, ემაგრება ნაწლავის ლორწოვანი გარსის ზედაპირს. მიმაგრების პროცესი განპირობებულია ტროფოზოიტის მიერ ლორწოვანი ეპითელის ზედაპირზე არსებული ცილებისა და მათი კომლემენტარული შაქრის ნაშთების ურთიერთამოცნობით. ეს პროცესი სიგნალია ტროფოზოიტისათვის, რომელიც იწყებს სხვადასხვა პროტეოლიზური ფერმენტების სეკრეციას; ერთ–ერთ ფერმენტს ჰქვია ჰისტოლიზინი, რომელიც საშუალებას აძლევს პარაზიტს შეიჭრას სუბლორწოვან ქსოვილში და იწვევს მის დაზიანებასა და დაშლას. ლორწვანი ეპითელი კი იწყებს ჩამოშლას.დაზიანების პროცესს, ჩვეულებრივ, მოჰყვება რეგენერაციის პერიოდი, რომლის დროსაც ხდება ნაწლავის კედლის აღდგენა და გასქელება ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილის ხარჯზე.ტროფოზოიტები შესაძლებელია, რომ მოხვდნენ ღვიძლშიც, ძირითადად, ღვიძლის კარის სისტემის საშუალებით, სადაც ისინი იწვევენ ღვიძლის ამებიაზს და ამებურ ჰეპატიტსაც კი. პირველი ნიშანი იმისა, რომ ღვიძლი ჩათრეულია დაავადების პროცესში, არის ადრეული აბსცესის (შემოსაღვრული ჩირქოვანი ფენა) განვითარება; აბსცესის მატრიქსი შეიცავს და ნეკროზირებულ ღვიძლის უჯრედებს. ღვიძლის აბსცესი შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. შინაგანი ორგანოებიიდან ყველაზე ხშირად ზიანდებენა ღვიძლი, თუმცა სხვა ორგანოებიც, როგორიცაა ფილტვები, გული, ტვინი, ელენთა, გონადები და კანი შეიძლება დაინვაზირდეს, შედეგად ვითარდება მეორადი ამებიაზი. ღვიძლში ცვლილებას იწვევს არა მარტო ტროფოზოიტი და მის მიერ გამოყოფილი სეკრეტები, არამედ ნაწლავებში განვითარებული წყლულების ტოქსინების გავრცელება. ღვიძლის შემდეგ, დაზიანების სიხშირით, მეორე ადგილზეა ფილტვები. ფილტვის ამებიაზი შედარებით იშვიათია, მაგრამ როცა აღინიშნება , ალბათ, არის ღვიძლის ინფიცირების პირდაპირი შედეგი. ამებური აბსცესების უმრავლესობისაგან განსხვავებით (რომელიც ბაქტერიოლოგიურად სტერილურებია), ფილტვის აბსცესს ხშირად გააჩნია მეორადი ბაქტერიული ინფექციების მიმართ მიდრეკილება.

სიმპტომატოლოგია და დიაგნოზი რედაქტირება

ამებიაზის სიმპტომები ძლიერ მერყეობს დაავადებულთა შორის. ზოგიერთ ინდივიდში, უფრო პათოგენური, ტროპიკული ფორმებიც კი უსიმპტომოა. დაავადების სიმწვავე დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციასა და ინტენსივობაზე.

ინვაზიური ამებიაზი შეიძლება გამომჟღავნდეს ორი ფორმით: ამებური დიზენტერია და ქრონიკული ამებიაზი. ამებური დიზენტერიის დროს მწვავე დიარეა(სისხლი და ლორწო თხევად ფეკალურ მასებში) ვითარდება 1-4 კვირიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ და ჩვეულებრივ, მას თან სდევს მაღალი ტემპერატურა. დიაგნოზის დასმა მოითხოვს ამებური დიზენტერიის განსხვავებას სხვა ტიპის დიზენტერიისაგან და პარაზიტის იდენტიფიცირებას. ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს წარმოადგენს ტროფოზოიტების ან ცისტების არსებობა ფეკალიებში ქრონიკული ამებიაზის დროს. აღინიშნება გახანგრძლივებული ან ქრონიკული დიარეა, დროდადრო მსუბუქი ნაწლავური პრობლემებით. ღვიძლის ამებიაზი წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ გართულებას ორივე ფორმის დროს, რადგანაც აბსცესმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის კედლის პერფორაცია ან დიაფრაგმის გზით გავრცელდეს ფილტვებში. ნებისმიერი ეს გართულება შეიძლება, იყოს ფატალური.


დიზენტერიის ამება
ტროფოზოიტის ზომა 25მკმ (15–60)
მოძრაობა აქტიური, მიმართულებითი, წინსვლითი
ფსევდოპოდიები თითისებრი
ბირთვი (შეღებილი) თხელი გარსი და ქრომატინი; ენდოსომა ცენტრალური
ცისტის ზომა 12 მკმ (10–20)
ჩანართები; გლიკოგენი; ქრომატოიდული ნაწილაკები დიფუზიური ახალგაზრდა ცისტებში; მომრგვალებული ბოლოები
ბირთვების რიცხვი 1–4

ლიტერატურა რედაქტირება

  • სამედიცინო ბიოლოგია (II ნაწილი) ნ.ხვიტიას, ე. მჭედლიშვილისა და ნ.ყურაშვილის რედაქციით

(თსსუ სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტი. 2008)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება