დივიზიონიზმი (ფრანგ. division — დაყოფა, დანაწევრება) — ნეოიმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელი ფერწერული სისტემა, რომელიც დაამუშავეს ფრანგმა ფერმწერებმა ჟორჟ სერამ და პ. სინიაკმა. ეფუძნება ცალკეული მონასმების საშუალებით რთული ფერადი ტონის დანაწევრებას სუფთა ფერებად, რაც ითვალისწინებს აღქმის მომენტში ოპტიკურ გამთლიანებას. ამ სისტემას იყენებენ ა. ე. ლროსი და ნაწილობრივ კ. პისარო (საფრანგეთი), ჯ. სეგანტინი (იტალია), ტ. ვან რეისელბერგე (ბელგია), ი. გრაბარი (რუსეთი, ზოგიერთ ნამუშევარში), ქართველ მხატვართაგან რ. თურქია, ე. კალანდაძე, ზ. ნიჟარაძე, ე. ბერძენიშვილი (ადრინდელ ნამუშევრებში).

კვირადღე კუნძულ გრან-ჟატზე
ავტორი ჟორჟ სერა
წელი 1884-1886
ტიპი ზეთი ტილოზე
სიმაღლე 207,6
სიგანე 308
მუზეუმი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება