დიეგო მარადონა

არგენტინელი ფეხბურთელი

დიეგო არმანდო მარადონა (ესპ. Diego Armando Maradona Franco; დ. 30 ოქტომბერი, 1960, ლანუსი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა — გ. 25 ნოემბერი, 2020, დიკე-ლუხანი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა)[5]არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი.[6] ბევრი ფეხბურთის ექსპერტი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად[7][8][9][10]. პელესთან ერთად მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი[11][12]. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.

დიეგო მარადონა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დიეგო არმანდო მარადონა
დაბადების
თარიღი
30 ოქტომბერი, 1960
დაბადების
ადგილი
ლანუსი
ბუენოს-აირესი,
არგენტინა
გარდაცვალების
თარიღი
25 ნოემბერი, 2020 (60 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
დიკე-ლუხანი, ბუენოს-აირესი,
არგენტინა
სიმაღლე 165 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
თავდამსხმელი[1][2][3][4]
ახალგაზრდული კარიერა
1968–1969 ესტრელა როხა
1970–1974 ლოს სებოლიტასი
1975–1976 არხენტინოს ჯუნიორსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1976–1981 არხენტინოს ჯუნიორსი 166 (116)
1981–1982 ბოკა ხუნიორსი 40 (28)
1982–1984 ბარსელონა 36 (22)
1984–1991 ნაპოლი 188 (81)
1992–1993 სევილია 26 (5)
1993–1994 ნიუელს ოლდ ბოისი 5 (0)
1995–1997 ბოკა ხუნიორსი 30 (7)
სულ 491 (259)
ეროვნული ნაკრები
1977–1979 არგენტინა 20-წლ. 24 (13)
1977–1994 არგენტინა 91 (34)
სამწვრთნელო კარიერა
1994 მანდიუ
1995 რასინგ კლუბი
2008–2010 არგენტინა
2011–2012 ალ-ვასლი
2013–2017 დეპორტივო რიესტრა (თ.)
2017–2018 ალ-ფუჯაირა
2018 დინამო ბრესტი (თ.)
2018–2019 დორადოსი
2019–2020 ხიმნასია ი ესგრიმა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მარადონა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2-ჯერ დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი. პირველად 1982 წელს, როდესაც „ბარსელონაში“ გადავიდა 5 მილიონ გირვანქა სტერლინგად; მეორედ 1984 წელს, როდესაც კატალონიური კლუბიდან იტალიურ „ნაპოლიში“ 6.9 მილიონ გირვანქა სტერლინგად[13]. სათამაშო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა „არხენტინოს ჯუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონის“, „ნაპოლის“, „სევილიის“ და „ნიუელს ოლდ ბოისის“ მაისურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი, როდესაც არგენტინელმა მრავალი ტიტული მოიგო.

დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლიეს (3–2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისთან შეხვედრისას (2–1) მარადონამ 2 ცნობილი გოლი გაიტანა: პირველი ფეხბურთელმა ხელით გაიტანა და ის „ღმერთის ხელის“ სახელითაა ცნობილი, ხოლე მეორე მის 60-მეტრიან გარღვევას მოჰყვა, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა, — 2002 წლის ფიფას გამოკითხვის შედეგად ეს გოლი „საუკუნის გოლად“ გამოცხადდა[14].

დიეგო მარადონა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფიგურად მიიჩნევა. 1991 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში კოკაინის მიღება დაუმტკიცდა, ფეხბურთიდან 15 თვით იქნა მოკვეთილი. ასევე მოკვეთეს 1994 წლის მუნდიალიდან, რაც სხვა ნარკოტიკული საშუალების, ეფედრინის, მიღებით იყო გამოწვეული. 2005 წელს დიეგომ დაძლია ნარკო-დამოკიდებულება.

სამწვრთნელო საქმიანობაში სერიოზული გამოცდილების არქონის მიუხედავად, 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ეს თანამდებობდა 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.

ადრეული წლები (1960–1976) რედაქტირება

დიეგო არმანდო მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს, ბუენოს-აირესის პროვინციის ქალაქ ლანუსში დაიბადა. გაიზარდა ღარიბ ოჯახში, რომელიც ჯერ კიდევ მის დაბადებამდე კორიენტესის პროვინციიდან ჩამოვიდა.[15] ოჯახში მეოთხე შვილი და პირველი ვაჟიშვილი იყო. ასევე ჰყავდა ორი უმცროსი ძმა, — უგო და რაული, — რომლებიც მასსავით პროფესიონალი ფეხბურთელები იყვნენ. დიეგოს იტალიური, ესპანური, ხორვატული და ადგილობრივი არგენტინული ფესვები აქვს.[16][17] მისი გვარი იტალიის რეგიონიდან, კალაბრიიდან, არის წარმოშობით.[18]

მისი მშობლები იყვნენ დიეგო მარადონა და დალმა სალვადორა ფრანკო (1930–2011). უფროს მარადონას დედის გვარი ჰქონდა, ვინაიდან მამა არ სცნობდა. ფეხბურთელის მშობლები კორიენტესის პროვინციის ქალაქ ესკინაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. 1950 წელს მათ ესკინა დატოვეს და ბუენოს-აირესში გადავიდნენ.[19][20]

8 წლის ასაკში, მარადონა ბავშვთა მწვრთნელმა აღმოაჩინა, როდესაც თავისი უბნის გუნდში, „ესტრელა როხაში“ თამაშობდა. მალე დიეგო „ლოს სებოლიტასში“ ჩაირიცხა, „არხენტინოს ჯუნიორსის“ ბავშვთა გუნდში. უკვე 12 წლის ასაკში მაყურებელს თავისი ოსტატობით აოცებდა.[21]

საკლუბო კარიერა (1976–1997) რედაქტირება

არგენტინული წლები (1976–1982) რედაქტირება

1976 წლის 20 ოქტომბერს, 10 დღით ადრე ვიდრე 16 წლის გახდებოდა, მარადონამ „არგენტინოს ჯუნიორსთან“ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა[22]. ამ კლუბში 1976-1981 წლებში გამოდიოდა და 167 შეხვედრაში 115 გოლი გაიტანა. 1981 წელს £1 მილიონად გადავიდა „ბოკა ხუნიორსში“, სადაც მარადონას ყოველთვის სურდა თამაში[23]. სადებიუტო წელსვე არგენტინის ჩემპიონი გახდა.

ბარსელონა (1982–1984) რედაქტირება

 
დიეგო მარადონას „ბარსელონის“ სათამაშო ფორმა გუნდის მუზეუმში

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ივნისში, მარადონა ესპანურ „ბარსელონაში“ გადავიდა £5 მილიონად, რაც მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი იყო[22]. 1983 წელს მოიგო ესპანეთის თასი და სუპერთასი[24]. ესპანეთში გატარებული 2 სეზონის განმავლობაში, რომლის ნაწილი ტრავმების გამო გააცდინა, მარადონამ 58 თამაში ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა[25].

დიეგოს რთული ურთიერთობა ჰქონდა გუნდის ხელმძღვანელობასთან, განსაკუთრებით კლუბის დირექტორთან ხოსეპ ლუის ნუნიესთან. საბოლოოდ, 1984 წელს, არგენტინელმა კლუბიდან გაშვება მოითხოვა. იტალიურმა „ნაპოლიმ“ მარადონა £6.9 მილიონად შეიძინა, რაც მორიგი მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი იყო[26].

ნაპოლი (1984–1991) რედაქტირება

1984 წლის ივლისში მარადონა ოფიციალურად გახდა „ნაპოლის“ ფეხბურთელი. პრეზენტაციაზე, სან-პაოლოს სტადიონზე, ფეხბურთელს 75,000 გულშემატკივარი მიესალმა[27].

მალევე მარადონა „ნაპოლის“ გულშემატკივრების კერპად იქცა. გუნდთან ერთად 2-ჯერ მოიგო სერია A, ასევე იტალიის თასი, უეფა-ს თასი და იტალიის სუპერთასი (1990). 1987–88 წლების სეზონში დიეგო იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბოლო წლები (1992–1997) რედაქტირება

1992 წელს, მას შემდემ რაც კოკაინის მიღება დაუმტკიცდა და 15-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, მარადონამ „ნაპოლი“ დატოვა. მის მიმართ ინტერესს ესპანური „რეალი“ და ფრანგული „მარსელი“ იჩენდნენ, თუმცა მან „სევილია“ არჩია. აქ ფეხბურთელმა 1 წელი დაჰყო[28], შემდეგ კი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა. 1995 წელს მარადონა „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნდა და 2 წლის შემდეგ საფეხბურთო კარიერა დაასრულა[22].

სანაკრებო კარიერა (1977–1994) რედაქტირება

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. მისი სანაკრებო დებიუტი 1977 წლის 27 თებერვალს, 16 წლის ასაკში, უნგრეთის წინააღმდეგ შედგა.[29] 1979 წელს, როდესაც 18 წლის იყო, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ფინალში მისმა გუნდმა საბჭოთა თანატოლები 3–1 დაამარცხა და არგენტინა ჩემპიონი, მარადონა კი — ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

1979 წლის 2 ივნისს, დიეგომ ჰემპდენ პარკზე შოტლანდიის წინააღმდეგ (3–1), ძირითადი ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა[30]

მსოფლიო ჩემპიონატი 1982 რედაქტირება

1982 წელს დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო ესპანეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში. პირველი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, ბელგიის წინააღმდეგ, ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა, რომლის უმთავრეს გუნდს ახალი შეძენილი ჰყავდა მარადონა. მაყურებლის მოლოდინის გამართლება ამ მატჩში მარადონამ ვერ შეძლო[31]. სამხრეთ ამერიკელებმა ევროპელებთან 0–1 წააგეს. დარჩენილი შეხვედრები, უნგრეთთან და სალვადორთან, დიეგოს გუნდმა მოიგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. აქ არგენტინამ იტალიასთან და ბრაზილიასთან მატჩები დათმო და ტურნირს დაემშვიდობა. იტალიასთან მატჩი აღსანიშნავი იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში კლაუდიო ჯენტილეს მიერ მარადონას წინააღმდეგ უხეში თამაშით[32][33].

მარადონამ ხუთივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და 2 გოლი გაუტანა უნგრეთს. მეტოქე ნაკრებების ფეხბურთელები განსაკუთრებით უხეშობდნენ მის წინააღმდეგ, ხოლო ბრაზილიასთან მატჩში უხეშობისათვის თავად იქნა გაძევებული[34].

მსოფლიო ჩემპიონატი 1986 რედაქტირება

 
მარადონას „ღმერთის ხელი“
 
მარადონა 1986 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ

მექსიკაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონა გუნდის კაპიტანი იყო. მან გუნდის ყველა თამაში შეუცვლელად ითამაშა; გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სამხრეთ ამერიკელებმა სამხრეთი კორეა 3–1 დაამარცხეს, სამივე საგოლე გადაცემა კი მარადონას ეკუთვნის. პირველი გოლი დიეგომ მეორე ტურში, იტალიის წინააღმდეგ (1–1) გაიტანა[35]. ბოლო ტურში არგენტინამ ბულგარეთთან 2–0 იმარჯვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.

მერვედფინალში არგენტინამ ურუგვაი 1–0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ ეტაპზე ინგლისს დაუპირისპირდა, რაც მარადონასთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მატჩი გამოდგა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში დიეგომ გახსნა 51-ე წუთზე. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა რომ მან გოლი ხელით გაიტანა[36]. ინგლისელი ფეხბურთელების პროტესტის მიუხედავად, ტუნისელმა მთავარმა მსაჯმა ალი ბინ ნასერმა გოლი ჩათვალა. 2005 წელს, მარადონამ აღიარა რომ ბურთს ხელი განზრახ მოარტყა. ეს გოლი ფეხბურთის ისტორიაში „ღმერთის ხელის“ სახელით შევიდა[37]. 4 წუთის შემდეგ მარადონამ ინგლისს მეორე გოლი გაუტანა. პარტნიორისგან ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, შემობრუნდა და დაიწყო დრიბლინგი, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა. საბოლოოდ, ბურთი ცარიელ კარში შეაგდო[38]. 2002 წელს, ფიფა-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ეს გოლი „საუკუნის გოლად“ იქნა აღიარებული.[14]

ნახევარფინალში არგენტინა ბელგიას შეხვდა და 2–0 დაამარცხა. ორივე გოლი მარადონას ანგარიშზეა. ფინალში, დასავლეთ გერმანიას დაუპირისპირდა. მეტოქემ მას ორმაგი მეურვეობა მიუჩინა. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და საგოლე გადაცემა გაუკეთა ხორხე ბურუჩაგას, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩი, რომელიც არგენტინამ 3–2 მოიგო, „აცტეკაზე“ ჩატარდა და 115 000 მაყურებელი დაესწრო[39][40].

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მარადონა კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბევრი მიიჩნევდა რომ მან ჩემპიონობა მარტომ მოიგო.[41][42][43][44]

მსოფლიო ჩემპიონატი 1990 რედაქტირება

მარადონა იტალიის 1990 წლის მუნდიალზეც გუნდის კაპიტანი იყო. თუმცა კოჭის ტრავმამ მთელ მის გამოსვლაზე იქონია გავლენა და ნაკლებად ეფექტიანი იყო, ვიდრე 4 წლით ადრე. არგენტინამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და გაჭირვებით გავიდა პლეი-ოფში.

მერვედფინალში ბრაზილიასთან მატჩში, დიეგოს გარღვევისა და პასის შემდეგ კლაუდიო კანიჯამ ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდი მეოთხედფინალში გავიდა[45]. მეოთხედფინალში არგენტინა იუგოსლავიას დაუპირისპირდა და, ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, რომელიც 0–0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში იმარჯვა. მარადონამ თავისი თერთმეტმეტრიანის რეალიზება ვერ შეძლო.

ნახევარფინალში მასპინძელ იტალიასთან მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1–1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში კი სამხრეთ ამერიკელებმა კვლავ იმარჯვეს. ამჯერად, მარადონამ თავისი თერთმეტმეტრიანი გაიტანა.

წინა ჩემპიონატის მსგავსად, ფინალში არგენტინა კვლავ დასავლეთ გერმანიის ნაკრებს შეხვდა. მატჩი დიეგოს გუნდმა 0–1 წააგო. ერთადერთი გოლი ანდრეას ბრემემ გაიტანა საკამათო თერთმეტმეტრიანით[45].

მსოფლიო ჩემპიონატი 1994 რედაქტირება

აშშ-ში ჩატარებულ ჩემპიონატზე მარადონამ მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა; საბერძნეთთან პირველ ტურში გოლიც გაიტანა. ნიგერიასთან მატჩის შემდეგ, დიეგოს ეფედრინის დოპინგის მიღება დაუმტკიცდა და მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთეს. ლიდერის გარეშე დარჩენილი არგენტინა ჯგუფიდან გავიდა, თუმცა პლეი-ოფის პირველივე მატჩი რუმინეთთან დათმო (2–3) და ტურნირს დაემშვიდობა.

გარდაცვალება რედაქტირება

2020 წლის 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო ჩაუტარდა რთული ოპერაცია.[46] 12 ნოემბერს, გამოკეთების შემდგომ მკურნალობა საკუთარ სახლში ექიმის დაკვირვების ქვეშ განაგრძო.[47][48] გარდაიცვალა 25 ნოემბერს, გულის შეტევით, საკუთარ სახლში, ქალაქ ტიგრეში, არგენტინაში.[49] პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.[50] 26 ნოემბერს დაკრძალეს საკუთარი მშობლების გვერდით.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

ბოკა ხუნიორსი
ბარსელონა
ნაპოლი

სანაკრებო რედაქტირება

არგენტინა U20
არგენტინა

ინდივიდუალური რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Maradona tricks and skills videos of the best soccer, football players ever დაარქივებული 2012-06-15 საიტზე Wayback Machine. . Football-tricks.com. წაკითხვის თარიღი: 1 მაისი, 2019.
  2. Diego Maradona dominated 1986 World Cup after position switch – Jonathan Wilson – SI.com. Sportsillustrated.cnn.com (27 მაისი, 2010).
  3. Diego Maradona: ‘The Soccer Guru’ დაარქივებული 2013-12-02 საიტზე Wayback Machine. . The Viewspaper (25 June 2010). Retrieved 31 March 2013.
  4. Stewart Coggin (16 მაისი, 2018). Profile of Legendary Soccer Star Diego Maradona. Diego Armando Maradona. Position: Attacking Midfielder/Second Striker. ThoughtCo. წაკითხვის თარიღი: 1 მაისი, 2019.
  5. „Diego Maradona dead: Argentinian football legend passes away aged 60“. rt.com. 2020-11-25. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  6. Jonathan Wilson (27 მაისი, 2010). Maradona the coach can learn from experience of Maradona the player. Yet Argentina is still considered one of the sides with a realistic chance of winning the World Cup. Sports Illustrated. წაკითხვის თარიღი: 1 მაისი, 2019.
  7. "The Best of The Best". Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.com (19 ივნისი, 2009).
  8. – "The 100 greatest players of all time" დაარქივებული 2012-03-10 საიტზე Wayback Machine. The Football Pantheon, 20 სექტემბერი, 2011
  9. – "Castrol Debate: Pele Versus Maradona". goal.com, 23 ოქტომბერი, 2010
  10. სხვა წყაროები:
    – "Ruud Gullit: Diego Maradona is the best ever in my opinion". goal.com, 29 ივლისი, 2012
    – "Lionel Messi: Diego Maradona is the greatest of all-time" დაარქივებული 2013-12-10 საიტზე Wayback Machine. . SoccerAnchor, 7 September 2011
    – "Rummenigge: Maradona better than Pele" დაარქივებული 2013-12-09 საიტზე Wayback Machine. . The Times of India, 12 ნოემბერი, 2008
    – "Paolo Maldini: Maradona best ever, Ronaldo close second" პაოლო მალდინის ფან-გვერდი, 21 ივლისი, 2008
    – "Gary Lineker: Diego has been the best player without a doubt, better than Pele". givemesport
    - "Wayne Rooney: Diego Maradona is the greatest player ever" დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. SoccerBlog, 25 მარტი, 2006
    – "Glenn Hoddle: Diego Maradona is the greatest player of all time" დაარქივებული 2013-02-02 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. SoccerBible, 22 July 2010.
    – "Ryan Giggs: Maradona is the best of all time". tribalfootball, 11 ოქტომბერი, 2011.
    – "Rio Ferdinand: In my eyes Maradona is the best footballer ever" დაარქივებული 2013-12-08 საიტზე Wayback Machine. . fifa.com, 7 November 2008
    – "Mario Kempes: Maradona was absolutely the best player I ever played with". 17 იანვარი, 2022.
    – "Aguero: It is disrespectful to compare me to Maradona". Mirro Football, 20 November 2011.
    – "Frank McGarvey: Diego Maradona was world's best player". Daily Record, 30 ოქტომბერი, 2008.
    – "Gordon Smith: Maradona was the best player I ever saw play the game". Daily Record, 30 ოქტომბერი, 2008.
    – "Trevor Edwards: Maradona is best" დაარქივებული 2012-07-21 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links Central Telegraph, 11 აპრილი, 2012
    – "Maradona’s still number one". The Sun, 29 აპრილი, 2011.
    – "Considered by many as the greatest football player to have ever walked the face of the earth" დაარქივებული 2013-12-08 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com
    – Sir Alf Ramsey: “Pele had nearly everything. Maradona has everything. He works harder, does more and is more skillful" დაარქივებული 2014-03-13 საიტზე Wayback Machine. . Hindustan Times, 5 მაისი, 2004.
  11. FIFA Player of the Century დაარქივებული 2012-04-26 საიტზე Wayback Machine. . touri.com
  12. "Maradona or Pele?" დაარქივებული 2014-02-18 საიტზე Wayback Machine. . CNN Sports Illustrated, 10 დეკემბერი, 2000.
  13. "The history of the world transfer record". BBC News.
  14. 14.0 14.1 "Diego Maradona goal voted the FIFA World Cup™ Goal of the Century" დაარქივებული 2012-05-23 საიტზე Wayback Machine. . FIFA (30 მაისი, 2002).
  15. The greatest rags-to-riches stories ever James Dart, Paul Doyle and Jon Hill, 12 April 2006. Retrieved 18 August 2006.
  16. Uki Goñi (23 ოქტომბერი, 2009). „Argentina's Maradona: A Soccer God Turned Mortal“. Time. ციტატა: „he can claim both Italian and indigenous ancestry“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  17. ბერნსი, ჯიმი (2011). Maradona: The Hand of God. Bloomsbury Publishing, გვ. 63. ISBN 9781408827727. „Maradona a poor Argentine of Italian ancestry“ 
  18. [1]
  19. თვალაბეიშვილი, გიორგი. (2 დეკემბერი, 2020) მარადონას ავტობიოგრაფია · ოთხი-ხუთი ბავშვი ერთ ულუფა პიცას ვყიდულობდით და თანაბრად ვიყოფდით (ნაწილი 1). 1tv.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2021.
  20. თვალაბეიშვილი, გიორგი. (7 დეკემბერი, 2020) მარადონას ავტობიოგრაფია · ბევრი ტირილი მჭირდებოდა, რომ მამისთვის გული მომელბო და ფეხბურთზე გავეშვი (ნაწილი 2). 1tv.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2021.
  21. Burns, Jimmy. The Hand of God. Fundus.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-17. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2021.
  22. 22.0 22.1 22.2 A SUMMARY OF MARADONA's LIFE დაარქივებული 2013-12-11 საიტზე Wayback Machine. , vivadiego.com.
  23. "Fun Trivia: Diego Maradona" დაარქივებული 2014-07-29 საიტზე Wayback Machine. . Trivia.
  24. That's one hell of a diet, Diego 8 January 2006.
  25. "Backgrounder: Diego Maradona". CBC Sports.
  26. "Snapshot: Maradona is toast of the town after signing for Napoli". The Times.
  27. „Cristiano Ronaldo welcomed by 80,000 fans at Real Madrid unveiling“. The Guardian. London. 6 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  28. „Sport in Short: Football – Sport“. The Independent. UK. 15 ივლისი, 1992. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-11. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  29. თვალაბეიშვილი, გიორგი. (8 თებერვალი, 2021) დიეგო მარადონას ავტობიოგრაფია - ნაკრებში სადებიუტო მატჩის წინ ფეხებში კანკალი ვიგრძენი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ხალხის დიდი მასა შიშს მომგვრიდა (ნაწილი 6). 1tv.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2021.
  30. MacPherson, Graeme. (30 ოქტომბერი, 2008) Maradona to receive Hampden welcome. The Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-07. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2021.
  31. 1982 – Story of Spain '82. Planet World Cup.
  32. "Diego Maradona: God's gift" დაარქივებული 2012-11-08 საიტზე Wayback Machine. (9 ივნისი, 2010). ESPN Soccernet.
  33. Gentile VS Maradona. „იუთუბი“
  34. "Castrol World Cup Legends: Diego Maradona – 1986". Goal.com (10 ივნისი, 2010).
  35. 1986 FIFA World Cup Mexico: Italy – Argentina დაარქივებული 2013-12-19 საიტზე Wayback Machine. . FIFA.
  36. Maradona 'Hand of God' Goal 1986 World Cup. „იუთუბი“
  37. Terry Butcher: Maradona robbed England of World Cup glory (18 ნოემბერი, 2008). Daily Record.
  38. Maradona Goal of the Century - Víctor Hugo Morales commentary - Argentina-England 2-1 1986. „იუთუბი“
  39. "Maradona lights up the world – with a helping hand" დაარქივებული 2014-12-29 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com.
  40. "Tango Argentino!". Sports Illustrated.
  41. WorldCup Legends: Maradona. Goal.com
  42. Argentina's Road to the World Title დაარქივებული 2018-07-12 საიტზე Wayback Machine. FIFA. გვ. 43
  43. "Adidas Golden Ball Winners" from დაარქივებული 2012-05-17 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com
  44. Pelé and Maradona – two very different number tens დაარქივებული 2014-02-08 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com
  45. 45.0 45.1 "World Cup 1990". ESPN
  46. „Argentina great Maradona to have emergency brain surgery“. ESPN. 3 November 2020. ციტირების თარიღი: 3 November 2020.
  47. CNN, Tatiana Arias and Hugo Correa. Diego Maradona discharged from clinic following successful brain surgery. ციტირების თარიღი: 12 November 2020
  48. Diego Maradona dies aged 60 en (2020-11-25). ციტირების თარიღი: 2020-11-25
  49. Ballard, Stuart (25 ნოემბერი, 2020). „Diego Maradona dead: Argentina legend dies aged 60“. Daily Express. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  50. Ben Church. (November 25, 2020) Diego Maradona dies aged 60. CNN. ციტირების თარიღი: November 25, 2020.
  51. La última estrella de Diego. El Gráfico. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021.
  52. 1993 (February 24) Argentina 1-Denmark 1 (Artemio Franchi Cup). sp1873 / YouTube. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021.
  53. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
  54. Marcelo Leme de Arruda (6 მარტი, 2004). Pelé's Choice of 125 Living Players. As part of its Centennial commemorations (1904–2004), FIFA asked Pelé to list the 100 best players (still alive) of all-time, comprised of 50 players still in activity and 50 players from the past. Understandably (given that misproportion), Pelé decided to add more players from the past and came up with 125 players in the end, 50 active and 75 retired (but alive) ones. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
  55. The Guardian (4 მარტი, 2004). The FIFA 100. FIFA today published Pele's list of the 100 greatest living footballers. Compiled to mark the 100th anniversary of the Fifa's foundation, the list is so good it actually contains 125 names. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
  56. BBC Sport (4 მარტი, 2004). Fifa names greatest list. Pele has revealed his list of the 125 greatest living players at Fifa's centenary gala in London on Thursday. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
  57. Best Football Players Ever (4 მარტი, 2004). FIFA 100 – list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé for FIFA´s 100th anniversary. The FIFA 100 is a list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé for FIFA´s 100th anniversary. Pele had been asked to select 50 retired players and 50 active players to get a list of 100 players, which would refer to the FIFA´s 100th anniversary. However Pelé found it too difficult to select just 50 former footballers so the list would eventually get to 125 players from which 75 former players. bestfootballplayersever.com დაარქივებული 2018-08-06 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
  58. BBC Sport (4 მარტი, 2004). Pele's list of the greatest. These are the 125 players selected by Brazilian legend Pele to mark Fifa's 100th anniversary. Argentina: Alfredo Di Stefano, Daniel Passarella, Diego Maradona, Gabriel Batistuta, Hernan Crespo, Javier Saviola, Javier Zanetti, Juan Sebastian Veron, Mario Kempes, Omar Sivori. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.