დიდოსტატი (ჭადრაკი)

უმაღლესი წოდება ჭადრაკში

დიდოსტატისაჭადრაკო ტიტული, რომელსაც მსოფლიო ჭადრაკის ფედერაცია (FIDE) ანიჭებს მოჭადრაკეს. დიდოსტატის ტიტული უმაღლესია საჭადრაკო სამყაროში თუ არ ჩავთვლით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

დიდოსტატის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მოჭადრაკეს იგი უკავია მთელი სიცოცხლის განმავლობაში, გამონაკლისის სახით ჩამოერთმევა თაღლითობისას.

დიდოსტატის ტიტულის [მსგავსად დაბალ საფეხურზე მდგომი ტიტულებისა: საერთაშორისო ოსტატი (IM), ფიდეს ოსტატი (FM)] მოპოვება შესაძლებელია თანაბრად კაცებისა და ქალებისთის, თუმცა ძირითადად აღნიშნულ ტიტულს მამაკაცები ფლობენ. პირველი სამი ქალი, რომელმაც შეძლო მოეპოვებინა დიდოსტატის ტიტული იყვნენ ნონა გაფრინდაშვილი (1978), მაია ჩიბურდანიძე (1984)[1] და სუზან პოლგარი (1991).

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება