დიდი ქალაქის ჩირაღდნები

დიდი ქალაქის ჩირაღდნები (ინგლ. City Lights) — ჩარლი ჩაპლინის 1931 წელს გამოსული მუნჯი ფილმი, მისივე მონაწილეობით. ჩაპლინმა ასევე შექმნა მუსიკა, რომელიც ფილმის გახმოვანების ძირითადი ნაწილია, ვინაიდან მასში დიალოგები არ არის. ფილმი გადმოსცემს ორი ადამიანის, მაწანწალასა და უსინათლო გოგონას ისტორიას, სადაც მაწანწალას თავს სწირავს უსინათლო გოგონას ბედნიერების გამო.

„დიდი ქალაქის ჩირაღდნები
City Lights“
რეჟისორი ჩარლზ ჩაპლინი
პროდიუსერი ჩარლზ ჩაპლინი
სცენარისტი ჩარლზ ჩაპლინი
როლებში ჩარლზ ჩაპლინი ვირჯინია ჩერილი
კომპოზიტორი ჩარლზ ჩაპლინი
ოპერატორი როლი ტოტეოჰი, გორდონ პოლოკი
დისტრიბუტორი United Artists
ხანგრძლივობა 87 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა მუნჯი ფილმი
ბიუჯეტი $ 1,5 მილიონი
შემოსავალი $5 019 181

გადაღება რედაქტირება

ჩარლი ჩაპლინი ცნობილი იყო როგორც პერფექციონისტი; ის განთქმული იყო გაცილებით მეტი გამეორებით ვიდრე ნემისმიერი სხვა რეჟისორი იმ პერიოდში. ერთი პერიოდი ვირჯინია ჩერილი დაითხოვა კიდეც და ჯორჯია ჰეილის გადაღება დაიწყო მთავარ როლში ფილმში „ოქროს ციებ-ცხელება“, თუმცა ეს ზედმეტად ძვირი დაჯდა, მისი ბიუჯეტისთვისაც კი, და მას ჩერილის დაბრუნება მოუწია „დიდი ქალაქის ჩირაღდნების“ დასასრულებლად. ფილმი 1929 წელს დასრულდა, თუმცა ეკრანებზე მხოლოდ ორი წლით გვიან გამოვიდა.

ფილმის გადაღების პერიოდში კინოინდუსტრიის სტანდარტი ხმოვანი კინო იყო. მუნჯი კინოს მსახიობები ზოგადად გახმოვანებული ფილმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ჩაპლინმა ამ ფილმის მუნჯად გადაღება მხოლოდ მისი ჰოლივუდზე ზეგავლენითა და ფილმის გადაღებისას სრული დამოუკიდებლობით მოახერხა. ფილმს ფონად მუსიკა გასდევს, მცირეოდენი სხვა გაურკვეველი ხმოვანი ეფექტებით; დიალოგები სატიტულო ჩანართებით იყო წარმოდგენილი. ფილმის გადაღების დასრულებისას მაყურებლები უკვე ხმოვანი კინოთი იყვენენ გატაცემული და მუნჯი ფილმი არავის გაინტერესებდა. 1931 წელს ხმოვან ფილმებზე აჟიოტაჟი უკვე ჩამცხრალი იყო და ჩაპლინის ფილმი ამ დროს ერთგვარ ინოვაციად ჩაითვალა. თუმცა მოდა 1929 წელთან შედარებით უკვე შეცვლილი იყო და ფილმი მაყურებლისთვის ერთგვარად ანაქრონისტული ჩანდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება