დიდი ფატრა (სლოვაკ. Veľká Fatra) — ქედი დასავლეთ კარპატებში, ჩრდილოეთ სლოვაკეთში. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 1595,6 მ (მთა ოსტრედოკი).[1] გეომორფოლოგიურად ფატრა-ტატრების ოლქის ნაწილია. მნიშვნელოვანი ნაწილი აგებულია მეზოზოური ასაკის ქანებით; ცენტრალური ნაწილი ფიქლებით, ხოლო სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი — კირქვებითა და დოლომიტებით. დანაწევრებულია კანიონისმაგვარი ხეობებით. ტერიტორიის დიდი ნაწილი, დაახლოებით 90% დაფარულია წიფელითა და სოჭით, გვხვდება აგრეთვე ნაძვი. 1971 წელს დიდი ფატრის ტერიტორია ნაკრძალად გამოცხადდა, ხოლო 2002 წლის 1 აპრილიდან ეროვნული პარკია. განვითარებულია ტურიზმი.[2]

დიდი ფატრა
დიდი ფატრა
დიდი ფატრა
კოორდინატები: 48°55′ ჩ. გ. 19°04′ ა. გ. / 48.917° ჩ. გ. 19.067° ა. გ. / 48.917; 19.067
ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
ტერიტორიული ერთეული ჟილინის მხარე
ბანსკა-ბისტრიცის მხარე
უმაღლესი წერტილი ოსტრედოკი
სიმაღლე 1595,6 
სიგრძე 45 კმ
სიგანე 20 კმ
დიდი ფატრა — სლოვაკეთი
დიდი ფატრა
სურათები ვიკისაწყობში

სქოლიო რედაქტირება

  1. uristická mapa 121 Veľká Fatra 1 : 50 000. 8. vyd. Kynceľová : VKÚ Harmanec, s. r. o., 2017.
  2. Národný park (NP) Veľká Fatra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-24. ციტირების თარიღი: 2021-04-24.