დიდი დეტექტივი თაგვი

დიდი დეტექტივი თაგვი (ინგლ. The Great Mouse Detective) — Walt Disney Feature Animation-ის 1986 წლის ანიმაციური ფილმი, Buena Vista Distribution-ის დისტრიბუციით. ამ, დისნეის რიგით 26-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის რეჟისორები არიან ბარნი მეტინსონი, დევიდ მიშენერი, ისევე, როგორც ჯონ მასკერი და რონ კლემენტსი, რომლებმაც მოგვიანებით იმუშავეს „პატარა ქალთევზაზე“ და „ალადინზე“. ფილმის ალტერნატიული სახელწოდება, რომელიც 1992 წელს ხელმეორედ გამოშვებისას გამოიყენეს, იყო დიდი დეტექტივი თაგვის თავგადასავლები. სხვადასხვა ქვეყანაში აგრეთვე გამოიყენებოდა სახელწოდება დიდი დეტექტივი თაგვი ბეიზილი. ფილმის ყველა პერსონაჟი არის თაგვი ან ვირთაგვა, რომელიც ვიქტორიანული ეპოქის ლონდონში ცხოვრობს.

„დიდი დეტექტივი თაგვი“
რეჟისორი
პროდიუსერი ბარნი მეტინსონი
ეფუძნება ბეიზილი ბეიკერ-სტრიტიდან
ივ ტაიტუსი და პოლ გელდონი
ისტორია
როლებში
კომპოზიტორი ჰენრი მანჩინი
სტუდია
დისტრიბუტორი Buena Vista Distribution
პრემიერა 2 ივლისი 1986
ხანგრძლივობა 74 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 14 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 38.7 მილიონი აშშ დოლარი[1]

ეფუძნება რა ივ ტაიტუსის რომანს „ბეიზილი ბეიკერ-სტრიტიდან“, ფილმის სიუჟეტი შერლოკ ჰოლმზის სტილშია და აღწერს გმირ თაგვს, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა საქმის გამოძიებით. ტაიტუსმა ამ პერსონაჟს სახელი შეურჩია ბეიზილ რეტბოუნის პატივსაცემად - უკანასკნელი ყველაზე მეტად ცნობილია ჰოლმზის როლის შესრულებით. ჰოლმზი ართურ კონან დოილის ერთ-ერთ მოთხრობაში აგრეთვე ახსენებს ბეიზილს, როგორც თავის ერთ-ერთ ზედმეტსახელს.

დიდი დეტექტივი თაგვი კინოთეატრებში 1986 წლის 2 ივლისს გამოვიდა, ჰქონდა დადებითი შეფასებები და ფინანსური წარმატებაც, განსხვავევით სტუდიების წინა ნამუშევრისგან, „შავი კარდალა“. კომპანიის ახალი მმართველები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ანიმაციის განყოფილება მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენდა, რასაც შემდგომში დისნეის რენესანსის სახელწოდებით ცნობილი პერიოდი მოჰყვა.

საუნდტრეკი რედაქტირება

დიდი დეტექტივი თაგვი
 
კინომუსიკა
გამოცემის თარიღი 9 მაისი 1992
ჩაიწერა 1986
ხანგრძლივობა 45:06
ლეიბლი Varèse Sarabande
პროდიუსერი ჰენრი მანჩინი

ფილმის საუნდტრეკული ალბომი გამოვიდა მხოლოდ 1992 წელს. მასში შესულია:

  1. Main Tittle - 1:40
  2. Dawson Finds Olivia - 1:20
  3. Enter Basil - 2:12
  4. Enter Ratigan - 2:17
  5. Crushed Box - 1:30
  6. The World's Greatest Criminal Mind - ვინსენტ პრაისი - 5:09
  7. Unusual Foot Prints - 1:40
  8. Here's Toby - 3:53
  9. Check Mate - 2:41
  10. Reunion - 2:38
  11. Let Me Be Good to You - მელისა მანჩესტერი - 3:01
  12. Ratigan's Plan - 2:01
  13. Goodbye So Soon - ვინსენტ პრაისი - 2:55
  14. Cat Nip - 1:44
  15. Big Ben Chase - 5:33
  16. Wrap-Up - 3:08
  17. End Title/Goodbye So Soon - მისამღერი - 1:51

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Box office information for The Great Mouse Detective. Box Office Mojo. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: May 1, 2010.