დიდებული საუკუნე: ქიოსემი

დიდებული საუკუნე: ქიოსემი (თურქ. Muhteşem Yüzyıl Kösem) — თურქული დრამა, რომელიც 2011 წელს გამოსული „დიდებული საუკუნის“ გაგრძელებაა. დაწერილია ილმაზ შაჰინის, ნუკეთ ბიჩაკჩისა და სევგიზ ილმაზის მიერ. სერიალი დაფუძნებულია ისტორიულ ფაქტებზე რომელიც მოგვითხრობს ქიოსემ სულთნის ცხოვრების შესახებ: თუ როგორ გახდა მონა ყველაზე ძლიერი სულთანი, მთელ ოსმალეთის იმპერიაში აჰმედ I-ის ჰარამხანაში მისვლის შემდეგ.[1]

დიდებული საუკუნე: ქიოსემი
ჟანრი ისტორია
დრამა
ავტორი თიმურ სავჯი
ეფუძნება ისტორიულ ფაქტებს
სცენარი ილმაზ შაჰინი, ოზლემ იულა
რეჟისორი ჩაღათაი თოსუნი
მონაწილეობენ იხ. მსახიობების სია
კომპოზიტორ(ებ)ი აითექინ ათაში
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ენა თურქული
სეზონი 2
ეპიზოდი 60 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი თიმურ სავჯი
ოპერატორი ჰაქან შუქრუ ოქუმუში, ალი მურათ ალთინიშიქი, ქემალ სიონმეზი, სელიმ დემირათარი
რედაქტორ(ებ)ი ემრულაჰ ჰექიმი
ხანგრძლივობა 125-150
ეთერი
ორიგინალური არხი FOX
ჩვენების ფორმატი 576i (16:9 SDTV)
1080i (HDTV)
აუდიო ფორმატი სტერეო
პირველად ეთერში 12 ნოემბერი 2015
ქრონოლოგია
წინა დიდებული საუკუნე
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალის პირველი ეპიზოდების გადაღება საბერძნეთში, კუნძულ ხიოსზე მიმდინარეობდა.[2] სერიალის რამდენიმე მონაკვეთი გადაიღეს კანში, საფრანგეთში სერიალის პრემიერამდე (2015 წლის 12 ნოემბერი) ერთი თვით ადრე.[3][4]

პილოტი რედაქტირება

ანასტასია (ასევე ეძახიან ნასიას), არის 13 წლის ბერძენი გოგო, რომელიც ცხოვრობს კუნძულ ტინოსზე. იგი დახატეს და ეს ნახატი თოფქაფის სასახლეში გაიგზავნა, ის უძღვნეს აჰმედს, ოსმალეთის ახალგაზრდა სულთანს, ტახტზე ასვლის აღსანიშნავად. ამ ნახატმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა სულთანზე, საფიე სულთანმა ბრძანა რომ გოგონა თოფქაფის სასახლეში მიეყვანათ. ანასტასია თავიდან ფიცხი და ცოტა ბავშვური იყო. ფაქტობრივად, ეს მისი პირველი წინააღმდეგობა იყო სიძნელესთან. სასახლეში მისვლისას აჰმედი მას ხშირად ხვდებოდა. რადგან გოგონას არასდროს ჰყვარებია ვინმე აქამდე, არც აჰმედი შეჰყვარებია, მაგრამ მოგვიანებით გაიგო სიყვარულის მნიშვნელობა და „გაიზარდა“. აჰმედისადმი გრძნობების გაჩენის შემდეგ, ნასია მიხვდა რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი, მის გამო გოგონამ სიცოცხლეც კი გარისკა. იგი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. შეიცვალა სახელი და დაირქვა ქიოსემი. საბოლოოდ ის ყველაზე ძლიერი სულთანი გახდა ოსმალეთის იმპერიაში.

სერიების მიოხილვა რედაქტირება

სეზონი ეთერში გასვლის

დრო

 სეზონის

პრემიერა

სეზონის ფინალი სერიების

რაოდენობა

გამოსვლის 

წელი

სატელევიზიო

მაუწყებლობა

1 ხუთშაბათი

20:00 სთ

12 ნოემბერი, 2015 9 ივნისი, 2016 30 2015-2016 Star TV
2 პარასკევი

20:00 სთ

18 ნოემბერი, 2016 27 ივნისი, 2017 30 2016-2017 Fox

მოქმედი პირები რედაქტირება

მთავარი მოქმედი პირები რედაქტირება

მეორეხარისხოვანი გმირები რედაქტირება

როლის

სახელი

მსახიობის

სახელი

განმარტება სეზონი
მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი დილარა აქსუიეკი სულთან აჰმედის ხარჭა,შეჰზადე ოსმანის დედა . კლავენ მე-15 ეპიზოდში საფიე სულთნის მიერ მუსტაფას ტახტზე აყვანის მცდელობის დროს 1
გულბაჰარ სულთანი სიბელ თასჩიოღლუ აჰმედ I-ს ხარჭა და უფლისწულ ბაიაზიდის დედა. დაიღუპა 52-ე ეპიზოდში. 2-
აიჩა ქურუ 1
მელექსიმა სულთანი/ანგელა ბესთე ქიოქდემირი ჰარემში მოიყვანა უფლისწულმა ოსმანმა, მოიგო როგორც ოსმანის, ისე უფლისწული მეჰმედის გული, 27-ე ეპიზოდში ოსმანისგან შეეძინება შეჰზადე ომერი 1-
აქილე ხათუნი ბაჰარ სელვი ესად მუფტი ეფენდის ქალიშვილი, 28-ე ეპიზოდში კანონიერად იქორწინა სულთან ოსმანზე , უფლისწულ მუსტაფასა და ზეინებ სულთნის დედა 1-
აიშე ფაჰრიე სულთანი გულჯან არსლანი საფიე სულთნისა და მურად III-ს ქალიშვილი, აჰმედის მამიდა, მე-10 ეპიზოდში ათხოვებენ დერვიშ ფაშაზე, მე-14 ეპიზოდში კლავს დერვიშ ფაშა აჰმედის ბრძანებით 1
ჰიუმაშაჰ სულთანი ვილდან ათასევერი საფიე სულთნისა და მურად III-ს უფროსი ქალიშვილი , საფიეს თხოვნით მე-17 ეპიზოდში ბრუნდება თოფქაფის სასახლეში ეგვიპტიდან, ჰანდან სულთნის გარდაცვალების შემდეგ მართავდა ჰარემს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ხდება ზულფიკარ ფაშას ცოლი 1-
დილრუბა სულთანი იოიქუ ქარაიელი აჰმედ I-ს და. მეჰმედ III-სა და ჰალიმე სულთნის ქალიშვილი, 23-ე ეპიზოდში ფარულად , ხოლო 24-ე ეპიზოდში ოფიციალურად იქორწინა ქარა დავუთ ფაშაზე, 30-ე ეპიზოდში კლავენ ქიოსემ სულთნის ბრძანებით 1
ჰეზარფენ აჰმედ ჩელები უსჰან ჩაქირი ოსმალი მეცნიერი. 2-
ევლია ჩელები ნეჯიფ მემილი ოსმალი მოგზაური, სეიაჰათნამეს მწერალი. 2-
მეჰმედ მესამე გირაი ქადირ დოღულუ ყირიმელი ლორდი,შაჰინ გირაის ძმა, მოგვიანებით ყირიმის ხანი 1-
შაჰინ გირაი ერქან ქოლჩაქ ქიოსთენდილი ყირიმელი ლორდი,მეჰმედ გიარის ძმა 1-
დერვიშ მეჰმედ ფაშა
მეჰმეთ კურთულუში
სულთან აჰმედის მრჩეველი და მისი პირადი მცველი, მე-16 ეპიზოდში ხდება დიდი ვეზირი, მე-18 ეპიზოდში კლავს აჰმედ I საბჭოს თანდასწრებით 1
ქუიუჯუ მურად ფაშა ჯიჰან უნალი აჰმედ I-ს ერთ-ერთი ვეზირი,კლავს ნაზუჰ ფაშა საფიე სულთნის ბრძანებით 1
ნასუჰ ფაშა თოლგა თუნჯერი საფიე სულთნის მსახური, ალეპოს მმართველი და ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1
ქარა დავუთ ფაშა მუსტაფა უსთუნდაღი დილრუბა სულთნის მეუღლე და ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი, 24-ე ეპიზოდში დაქორწინდა დილრუბა სულთანზე , 30-ე ეპიზოდში სჯიან სიკვდილით სულთან მუსტაფას ( სინამდვილეში ჰალიმე სულთნის) ბრძანებით 1
ზულფიკარ ფაშა მეთე ჰოროზოღლუ[5] ახალგაზრდა იანიჩართა ბანაკის მეთაური, შემდგომში აჰმედის პირადი მცველი, ჰიუმაშაჰ სულთნის მეუღლე , 30-ე ეპიზოდში კლავს მანსურ აღა 1
ლალა ომერ ეფენდი შაჰინ სექმანი უფლისწულ ოსმანის აღმზრდელი , კლავენ 30-ე ეპიზოდში 1
ბულბულ აღა ნადირ სარიბაჯაქი ჯერ საფიე სულთნის, ხოლო შემდეგ ჰუმაშაჰ სულთნის მთავარი საჭურისი 1-
რეიჰან აღა ემრე ერჩილი ჰარემის მთავარი საჭურისი,მე-17 ეპიზოდში კლავს დერვიშ ფაშა 1
ჰაჯი აღა ჰაქან შაჰინი ჰარემის მთავარი საჭურისი რეიჰან აღას შემდეგ, ემსახურებოდა ჰანდან სულთანს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ქიოსემ სულთანს 1-
სულეიმან აღა იჰსან ონალი ჰარემის მთავარი საჭურისი, კლავენ ოსმან II-ს წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დროს 1
ებულმეიამინ მუსტაფა ეფენდი ლევენთ ილმაზი შეიჰულისლამ ეფენდი 1
ჯენეტ ხათუნი ესრა დერმანჩიოღლუ ჰარემის ქალფა, ჯერ საფიე სულთნის, ხოლო შემდეგ ქიოსემ სულთნის ერთგული მსახური, მე-16 ეპიზოდში ხდება ჰარემის ხაზინადარი,30-ეპიზოდში ხდება დილრუბა სულთნის ხრიკების მსხვერპლი 1
მენექშე ხათუნი ეილემ ილდიზი ჰალიმე სულთნის მსახური და ჰარემის მთავარი ხაზინადარი 1-
ეიჯან ხათუნი ებრუ უნლუ ქიოსემ სულთნის მეგობარი და მისი შვილების ძიძა 1-
მელექი ხათუნი შეიმა ბურჯუ გიული ქიოსემ სულთნის მსახური 1-
დუდუ ხათუნი ნურინისა ილდირიმი ჰარემის მთავარი ხაზინადარი,კლავენ ჰანდან სულთნის ბრძანებით 1
ენზო ზელიჯკო ერკიჩი ქიოსემ სულთნის მამა 1
მეჰმედ კალენდეროღლუ მერაი იულგენი ჯელალის ბანდიტების მეთაური 1
ფინჰან აღა აჰმეთ ვარლი უფლისწულ მუსტაფას ,,წარმოსახვითი მეგობარი“ 1

საერთაშორისო მაუწყებლობა რედაქტირება

ქვეყანა ადგილობრივი სახელწოდება არხი
  თურქეთი Muhteşem Yüzyıl: Kösem Star TV (I სეზონი)

FOX (II სეზონი)

  ავღანეთი Magnificent Century: Kosem 1TV
  ალბანეთი Shekulli Madhёshtor: Kosem TV Klan
  ალჟირი السّلطانة قسم

as-Sulṭānah Qusum

Echorouk TV
  ბანგლადეში কোসেম সুলতান Deepto TV
  ბულგარეთი Великолепният век: Кьосем bTV
  ჩილე Kosem, La Sultana Canal 13
  ესტონეთი Sajandi valitsejanna Kanal 2
  საქართველო დიდებული საუკუნე: ქოსემის რისხვაDidebuli saukune: Kosemis riskhva Rustavi 2
  უნგრეთი A szultána TV2
  ინდონეზია Abad Kajayaan 2: Kosem SCTV
  ირანი ماه‌پیکرMaah Peikar GEM TV
  ყაზახეთი Ғаламат ғасыр. Көсем дәуірі 7 Channel
  კოსოვო Shekulli Madhёshtor: Kosem RTV21
  ლიბანი حريم السلطان - السلطانة قُسمHareem-el Sultan: El Sultana Qosum Al Jadeed
  ლიტვა Didingasis amžius. Jos Didenybė Kiosem LNK
  ჩრდილოეთი კვიპროსი Muhteşem Yüzyıl: Kösem Star TV (season 1)

FOX (season 2)

  მონღოლეთი Көсэм
  პაკისტანი کوسم سلطانKausam Sultan Urdu 1
  პოლონეთი Wspaniałe stulecie: Sułtanka Kösem (season 1)

Wspaniałe stulecie: Sułtanka Kösem - Murad IV (season 2)

TVP1
  რუმინეთი Kosem Kanal D Romania
  რუსეთი Великолепный век. Империя КёсемMagnificent Century. Empire of Kosem Domashniy
  ტუნისი حريم السلطان - السلطانة قُسمHareem-el Sultan: El Sultana Koosoom Nessma TV
  ურუგვაი Kosem La Sultana Monte Carlo TV

სქოლიო რედაქტირება