დიდებული საუკუნე (თურქ. Muhteşem Yüzyıl) — თურქული ისტორიულ-ეპიკური საგა მძაფრსიუჟეტიანი დრამის ჟანრში. ეკრანებზე გამოვიდა 2011 წელს.

დიდებული საუკუნე
ჟანრი ისტორია
დრამა
სცენარი მერალ ოქაი
რეჟისორი იაღმურ თაილანი,
დურულ თაილანი
მონაწილეობენ ჰალით ერგენჩი
მერიემ უზერლი
ნებაჰათ ჩეჰრე
ნურ აისანი
ოქან იალაბიქი
სელმა ერგეჩი
მეჰმეთ გუნსური
ფილიზ აჰმეთი
დენიზ ჩაქირი
ვაჰიდე გორდუმი
კომპოზიტორ(ებ)ი ფაჰირ ათაქოღლუ
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ენა თურქული
სეზონი 4
ეპიზოდი 139
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი თიმურ სავჯი
ხანგრძლივობა 90-140 წთ.
ქრონოლოგია
შემდეგი დიდებული საუკუნე: ქიოსემი
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალი დაფუძნებულია რეალურ ისტორიულ ფაქტებზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში ხდებოდა უდიდესი მხედართმთავრისა და რეფორმატორის, სულთან სულეიმან I-ის მმართველობის პერიოდში.

სერიალი მოგვითხრობს სულთნის მმართველობის პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე და მის ურთიერთობაზე სლავური წარმოშობის ხარჭა ალექსანდრასთან, რომელსაც ისლამის მიღების შემდეგ უწოდეს ჰიურემი.

სერიალი შედგება 4 სეზონისაგან, რომელიც მოიცავს 139 ეპიზოდს.

როლებში რედაქტირება

მსახიობი როლი მდგომარეობა
ჰალიტ ერგენჩი სულეიმან I დიდებული ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთანი.
მერიემ უზერლი (100 ეპიზოდში) ჰიურემ სულთანი სულთნის კანონიერი ცოლი. ალექსანდრას პროტოტიპი ევროპაში ცნობილია როქსოლანას სახელით. იგი არის მართლმადიდებელი მღვდლის შვილი როგატინიდან (დასავლეთი უკრაინა), შეეძინა 4 ბიჭი და ერთი გოგო.
ვაჰიდე ფერჩინი[1] (103-ე სერიიდან) ჰიურემ სულთანი სულთნის კანონიერი ცოლი. ალექსანდრას პროტოტიპი ევროპაში ცნობილია როქსოლანას სახელით. იგი არის მართლმადიდებელი მღვდლის შვილი როგატინიდან (დასავლეთი უკრაინა), შეეძინა 4 ბიჭი და ერთი გოგო.
ნებაჰათ ჩეჰრე დედა სულთანი სულეიმანის, ჰატიჯეს, ბეიჰანის, შაჰის და ფატიმას დედა. გარდაიცვლება 61-ე ეპიზოდში. მისი გარდაცვალების შემდეგ ჰარემს მართავს მაჰიდევრანი, შემდეგ ჰიურემი.
ნურ ფეთაჰოღლუ მაჰიდევრან სულთანი ჩერქეზული წარმოშობის. უფლისწულ მუსტაფას დედა, სულთნის მესამე ცოლი, ასევე ცნობილი გულბაჰარის სახელით.
ოქან იალაბიქი იბრაჰიმ-ფაშა/ნიკო (იბრაჰიმის ძმა) სულთნის მეგობარი, ჰატიჯეს ქმარი, ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი, ნამდვილი სახელი თეო[2]. სერასქირი, 82-ე ეპიზოდში კლავენ სულთნის ბრძანებით.
სელმა ერგეჩი ჰატიჯე სულთანი სულთნის უმცროსი და და იბრაჰიმ-ფაშას მეუღლე. ჰურიჯიჰან სულთანის და ოსმან სულთანზადეს დედა. პირველად გათხოვილი იყო ისკანდერ-ფაშაზე, დაქვრივების შემდეგ ცოლად გაყვა იბრაჰიმ-ფაშას. მოგვიანებით ცოლად გაყვა ერთ-ერთ ვეზირს ხუსრევ-ფაშას. 102-ე ეპიზოდში თავს იკლავს საკუთარი ძმის წინაშე.
მინა ტუანა გიუნეში ჰურიჯიჰან სულთანი იბრაჰიმისა და ჰატიჯეს შვილი (ბავშვობაში).
ეფე მეჰმედ გიუნეში სულთანზადე ოსმანი იბრაჰიმისა და ჰატიჯეს შვილი (ბავშვობაში).
ჰელინ ჩალი ჰურიჯიჰან სულთანი იბრაჰიმისა და ჰატიჯეს შვილი (მოზარდობაში).
ბურჯუ ოზბერქი ჰურიჯიჰან სულთანი იბრაჰიმისა და ჰატიჯეს შვილი (ზრდასრულ ასაკში).
იუსუფ ბერქან დემირბაღი მუსტაფა სულეიმანისა და მაჰიდევრანის შვილი (ბავშვობაში).
თუნჩ ორალი მუსტაფა სულეიმანისა და მაჰიდევრანის შვილი (მოზარდობაში).
მეჰმეთ გუნსური მუსტაფა სულეიმანისა და მაჰიდევრანის შვილი (ზრდასრულ ასაკში).
ბერქეჯან აქაია მეჰმედი სულეიმანისა და ჰიურემის პირველი შვილი (ბავშვობაში).
არდა არანათი მეჰმედი სულეიმანისა და ჰიურემის პირველი შვილი (მოზარდობაში).
გიურბეი ილერი მეჰმედი სულეიმანისა და ჰიურემის პირველი შვილი (ზრდასრულ ასაკში). შეჰყარეს ყვავილის სენი მაჰიდევრანის ბრძანებით და გარდაიცვალა 22 წლის ასაკში.
აიდა აჟარი მიჰრიმაჰი სულეიმანისა და ჰიურემის შვილი (ბავშვობაში).
მელის მუტლუჩი მიჰრიმაჰი სულეიმანისა და ჰიურემის შვილი (მოზარდობაში).
ფელინ კარაჰანი მიჰრიმაჰი სულეიმანისა და ჰიურემის შვილი (ზრდასრულ ასაკში). ბალი-ბეის შეყვარებული. რუსტემ-ფაშას ცოლი, რომელთანაც შეეძინა შვილი აიშე ჰიუმშაჰ სულთანი.
ზია ქერემ აჩარსეზი შეჰზადე სელიმი სულეიმანისა და ჰიურემის მეორე შვილი (ბავშვობაში).
იგით უსთი შეჰზადე სელიმი სულეიმანისა და ჰიურემის მეორე შვილი (მოზარდობაში).
ენგინ ოზთურქი შეჰზადე სელიმი სულეიმანისა და ჰიურემის მეორე შვილი (ზრდასრულ ასაკში). ოსმალეთის იმპერიის მომავალი სულთანი
ოზგურ ეგე ნალჯი ბაიაზიდი სულეიმანისა და ჰიურემის მესამე შვილი (ბავშვობაში).
ერჰან ჯან ქართალი ბაიაზიდი სულეიმანისა და ჰიურემის მესამე შვილი (მოზარდობაში).
არას ბულუთ ინემლი ბაიაზიდი სულეიმანისა და ჰიურემის მესამე შვილი (ზრდასრულ ასაკში).
ბათიხან იგითი ჯიჰანგირი სულეიმანისა და ჰიურემის მეოთხე შვილი (ბავშვობაში).
აიბარს ქართალ ოზსონი ჯიჰანგირი სულეიმანისა და ჰიურემის მეოთხე შვილი (მოზარდობაში).
თოლგა სარიტაში ჯიჰანგირი სულეიმანისა და ჰიურემის მეოთხე შვილი (ზრდასრულ ასაკში).
სელენ ოზთურქი გულფემი სულთნის მეორე ცოლი და ჰატიჯეს მეგობარი. დაკარგა სულთნის შვილი და უარი ეთქვა სულთნის ცოლობაზე. 139-ე ეპიზოდში კლავენ სულეიმანის მოკვლის მცდელობისთვის.
ფილიზ აჰმეთი ნიგარ-ქალფა ჰარემის ქალფა, მოგვიანებით ჰატიჯეს მთავარი ქალფა, შემდეგ ჰიურმის ხაზინადარი, იბრაჰიმ-ფშა პარგელის საყვარელი და ნასუჰ ეფენდის ყოფილი ცოლი. რუსტემ-ფაშას ყოფილი ცოლი. იბრაჰიმთან შეეძინება შვილი — ესმანური. მე-100 ეპიზოდში კლდიდან გადახტება უფსკრულში.
დენიზ თუზუნი ესმანური იბრაჰიმისა და ნიგარ-ქალფას შვილი.
ბურაქ ოზჯივითი მალქოჩოღლუ ბალი-ბეი ოსმალეთის არმიის სამხედრო მოღვაწე, მოგვიანებით სულთნის პალატების მცველი. გადაგდა თანამდებობიდან და დაბრუნდა სამშობლოში. სერიალის მესამე სეზონში ბრუნდება სტამბოლში. 103-ე ეპიზოდში კვლავ სამშობლოში ბრუნდება.
სემა ქეჩიქ ქარაბელი დაიე-ხათუნი დედა-სულთნის პირადი მსახური და ჰარემის ხაზინადარი. დედა-სულთნის გარდაცვალების შემდეგ მიდის ჰარემიდან და სიცოცხლეს ასრულებს თვითმკვლელობით.
ენგინ გიუნაიდინი გულ-აღა ჰარემის საჭურისი და ჰიურემის მსახური, მოგვიანებით გააძევებენ ჰარემიდან მაჰიდევრანის ბრძანებით.
სელიმ ბაირაქთარი სუმბულ-აღა ჰარემის მთავარი საჭურისი, მოგვიანებით ჰიურემის მუდმივი მსახური.
იუქსელ უნალი შექერ-აღა ჰარემის მთავარი მზარეული.
ნიჰან ბუიუქაღაჩი გულშაჰ ხათუნი მაჰიდევრანის მსახური, მოგვიანებით ჰიურემის მსახური. მოკლა ნიგარ-ქალფამ ჰატიჯე სულთნის მკვლელობის მცდელობისთვის.
გონქა სალაიადი ფატმა-ხათუნი მუსტაფას ხარჭა და მაჰიდევრანის მსახური. მუსტაფასთან შეეძინა ვაჟი. გაგიჟდა და თავი მოიკლა შვილის გარდაცვალების შემდეგ.
ბურჯუ თუნა გულნიჰალ (მარია)-ხათუნი ჰიურემის საუკეთესო მეგობარი, მოსამსახურე და თანამემამულე, მოგვიანებით გაათხოვეს და სასახლიდან გაუშვეს.
სებაჰათ ქუმაში ესმა-ხათუნი ჰიურემის მსახური და მისი შვილების ძიძა.
ფატიჰ ალი ნასუჰ-ეფენდი იბრაჰიმ-ფაშას მეგობარი, მოგვიანებით ნიგარ-ქალფას მეუღლე.
სეჩკინ ოზდემირი ლეო ჰიურემის ყოფილი შეყვარებული, მხატვარი. გახდა იბრაჰიმ-ფაშას ინტრიგების მსხვერპლი. მან იგი მოწამლა.
ეზგი ეიუბოღლუ აიბიგე-ხათუნი ყირიმის ხანის შვილი და დედა-სულთნის ძმისშვილი. მუსტაფას საცოლე, მოგვიანებით დაბრუნდა ყირიმში.
საადეთ აქსოი სადიქა (ვიქტორია) ხათუნი უნგრელი სამხედროს საცოლე, შეაღწია სასახლეში სულთნის მოკვლის მიზნით. ზღვაში ჩაძირა ნასუჰ-ეფენდიმ იბრაჰიმ-ფაშას ბრძანებით.
მელისა სოზენი ეფსუნ (ნორა) ხათუნი ჰიურემის მოსამსახურე, შემდეგ მუსტაფას ხარჭა, გარდაიცვალა წარუმატებელი აბორტის შედეგად.
ალფ ოიქენი პაპი კლიმენტ VII რომის პაპი.
იუნალ სილვერი კარლ V საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი.
ქადირ ჩერმიქი ლაიოშ II უნგრეთისა და ჩეხეთის მეფე 1526 წლამდე, გარდაიცვალა მოჰაჩის ბრძოლაში.
არიფ ერქინი ფირი მეჰმედ-ფაშა ოსმალეთის იმპერიის ყოფილი დიდი ვეზირი.
ფეჰმი ქარარსლანი აიას მეჰმედ-ფაშა ოსმალეთის იმპერიის მეორე ვეზირი. იბრაჰიმ-ფაშას შემდეგ დაინიშნა დიდ ვეზირად. ჰიურემ სულთნის მომხრე. დაიღუპა ყვავილისაგან.
მურატ თუზუნი ჰაინ აჰმედ-ფაშა იბრაჰიმის მტერი; პირი-ფაშას დროს ოსმალეთის იმპერიის მეორე ვეზირი, შემდეგ ეგვიპტის ბეილერბეი, წარმოშობით ქართველი, მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს[3].
თანსელ ონგელი (1-36 სერიებში) ალვიზე გრიტი ანდრეა გრიტის უკანონო შვილი, ოსმალეთის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს უნგრეთის მეფის ბრძანებით.
ერმან საბანი (37-65 სერიებში) ალვიზე გრიტი ანდრეა გრიტის უკანონო შვილი, ოსმალეთის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს უნგრეთის მეფის ბრძანებით.
პინარ ჩაღლარ გენჩთურქი ბეიჰან სულთანი სულეიმანის შუათანა და, ფერჰათ-ფაშას ქვრივი.
ქივანჩ ქილინჩი ფერჰათ-ფაშა ბეიჰან სულთნის ქმარი. ოსმალეთის იმპერიის მსამე ვეზირი ფირი–ფაშას დროს, შემდეგ სემენდერეს გუბერნატორი. სიკვდილით დასაჯეს სულეიმანის ბრძანებით.
ჰასან ქუჩუქ ქუჩუქჩეთინი ისკანდერ ჩელები დეფტერდარი. იბრაჰიმ-ფაშას მთავარი მოწინააღმდეგე, ჰიურემ სულთნის მომხრე. სიკვდილით დასაჯეს იბრაჰიმის ინიციატივით.
ადან კოჩი ბეჰრამ-ფაშა ერთ-ერთი პროვინციის ყოფილი გუბერნატორი, თანამდებობიდან გადააყენა იბრაჰიმმა და ოცნებობდა მასზე შურისძიებას. იყო ისკანდერ ჩელების მომხრე.
მელიქე იფექ იალოვა პრინცესა იზაბელა ფორტუნა კასტილიისა და ლეონის პრინცესა. ყო სულთნის ხარჭა, გახდა ჰიურემის ინტრიგების მსხვერპლი[4].
ჯანსუ დერე ფირუზე ჰუმეირა ხათუნი სულეიმანის საყვარელი, ჰიურემის მეტოქე. ითვლება, რომ იგი იყო ოსმალეთის იმპერიის მეტოქეების - სეფიანების დინასტის წარმომადგენელი.
მუჯე უსმანი არმინა ბალი-ბეის ცოლი, გარდაიცვალა ყვავილით ქორწინების მეორე დღეს.
დენიზ ჩაქირი შაჰ სულთანი სელიმ I იავუზისა და აიშეს შვილი, სულეიმანის უფროსი და. მეუღლე — ლუთფი-ფაშა, შვილი — ესმაჰან სულთანი. ახალგაზრდობაში უყვარდა იბრაჰიმ-ფაშა. მე-100 ეპიზოდში გაშორდება ფაშას, ხოლო 103-ე ეპიზოდში მიდის თოფქაფის სასახლიდან.
ეჯემ ჩალიქი ესმეჰან სულთანი შაჰ სულთანის შვილი.
საბინა აირულა ტოზია აფიფე ხათუნი სულთან სულეიმანის ძიძა. ჰარემის ხაზენადარი.
ჰამდი ალქანი იაჰია ეფენდი სულეიმანის ძუძუმტე. აფიფე ხათუნის შვილი.
ოზან გუვენი რუსტემ-ფაშა ჰიურემისა და სულეიმანის სიძე. ნიგარ-ქალფას ყოფილი ქმარი. დიდი ვეზირი 1544 წლიდან და მიჰრიმაჰ სულთნის ქმარი 1539 წლიდან. მიჰრიმაჰთან შეეძინა გოგო — აიშე ჰიუმშაჰ სულთანი.
მურატ შაჰანი მუსტაფა ფაშა სულეიმანის მეორე ვეზირი. გარდაიცვალა ნიკრისის ქარისაგან.
თუნჯელ კურტიზი მეჰმეთ ებუსუუდ ეფენდი სტამბოლის ყადი, მოსახლეობა უწოდებდა ხოჯა ეფენდის.
ორჰან ეშკინი აჰმედ ჩელები ებუსუუდ ეფენდის შვილი, მეცნიერი.
მეჰმეთ ოზგური ლიუთფი-ფაშა შაჰ სულთნის ქმარი, აიაზ ფაშას შემდეგ დიდი ვეზირი.
ელიფ ათაქანი რუმეისა სულთანი მუსტაფას ცოლი, უნგრეთის მეფე გაბრიელის და.
ლურან აჰმეთი დივანე ჰუსრევ-ფაშა ოსმალეთის იმპერიის ვეზირი, ჰატიჯეს მესამე ქმარი.
სერქან ალთუნორაქი თაშლიჯალი იაჰია ბეი სამხედრო, პოეტი, მუსტაფას მეგობარი.
საიგინ სოისალი მერჯან-აღა ჰარემის საჭურისი. შაჰ-სულთანის მსახური.
იბრაჰიმ რაჯი ოქსიუზი ჰადიმ სულეიმან-ფაშა დიდი ვეზირი ლუთფი-ფაშას შემდეგ.
უნალ უთერი ქირაზ-აღა ჰარემის საჭურისი. მოგვიანებით სამშობლოში დააბრუნეს ჰიურემის ბრძანებით.
თოლგა თექინი ხიზირ-რეისი კაპიტანი ბარბაროსა, ხიზირ ხაირ ალ-დინ-ფაშა, თურქი მეკობრე, კაპუდან-ფაშა.
შეფიკა თოლუნი ზეინებ ხათუნი ებუ-სუდა-ეფენდის ცოლი და აჰმედ ჩელების დედა.
გურქან უიგუნი მიმარ სინანი არქიტექტორი.
გამზე დარი ფიდან-ხათუნი მუსტაფას ჰარემის მთავარი ქალფა მანისეში.
სერენაი აქთაში აიშე-ხათუნი მუსტაფას ხარჭა, ნარგიზშაჰის დედა.
მერვე ბოლუგური ნურბანუ სულთანი შეჰზადე სელიმის ხარჭა და მისი მომავალი მეუღლე და პირველი დედა-სულთანი „ქალთა სულთანატის“ პერიოდში.
მელტემ ჯუმბული ფატმა სულთანი ოსმალეთის იმპერიის სულთან სელიმ I იავუზის შვილი პირველი ცოლის აიშე ჰაფსა სულთანისაგან, სულეიმანის, ჰატიჯეს, ბეიჰანისა და შაჰი-ჰუბანის და. დიდი ვეზირის ყარა აჰმედ-ფაშას ცოლი.
ბერაქ თუზუნაჩათი მიჰრიუნისა-ხათუნი მუსტაფას ცოლი. ბარბაროსას შვილი.
სარფ აქაია ათმაჯა-აღა მუსტაფას საიდუმლო მცველი.
ჯანსელ ელჩინი ქარა აჰმედ-ფაშა ფატმა სულთანის მეუღლე. ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი.
კუბრა კიპი ჯანფედა-ქალფა შეჰზადე სელიმის ჰარემის ქალფა. ნურბანუს მსახური.
ჯავიტ ჩეთინ გულერი გაზანფერ-აღა მთავარი აღა და შეჰზადე სელიმის პირადი მცველი.
იასემინ ალენი დეფნე სულთანი ჰურიჯიჰან სულთნის გარდაცვალების შემდეგ შეჰზადე ბაიაზიდის ფავორიტი. ნურბანუს ყოფილი ჯაშუში. შეჰზადე მეჰმედის დედა. 139-ე ეპიზოდში თავს იკლავს და შვილსაც წამლავს სასიკვდილოდ.
ოზგე გულერი რანა სულთანი შეჰზადე ბაიაზიდის ხარჭა. ორჰანის, ოსმანის, აიშეს, აბდულას, მაჰმუდის, მიჰრუმაჰის და ჰატიჯეს დედა. 129-ე ეპიზოდში იპოვიან დახრჩობილს.
ბერილ ილმაზი აიშე ჰუმაშაჰ სულთანი მიჰირმაჰ სულთნის და რუსტემ ფაშას ქალიშვილი (ბავშვობაში).
კაირა ზაპჩი აიშე ჰუმაშაჰ სულთანი მიჰირმაჰ სულთნის და რუსტემ ფაშას ქალიშვილი (მოზარდობაში).
ილდირიმ ფიკრეთ ურაგი სოკოლუ მეჰმედ-ფაშა ოსმალეთის იმპერიის ფლოტის მეთაური ჰიზირ ჰაირედინ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ.
ამედა აბაზი ნაზენინ(ვალერია)-ხათუნი სესილიას(ნურბანუს) ყოფილი მოსამსახურე. სულთან სულეიმანის ხარჭა. რაზიე სულთნის დედა. 114-ე ეპიზოდში ნურბანუსთან ჩხუბის დროს აივნიდან ვარდება.
ბუქეთ ორჰანი მელექ-ქალფა ფატმა სულთნის ქალფა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Страница сериала на сайте Star TV. www.startv.com.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-09. ციტირების თარიღი: 2013-06-20.
  2. Margaret Rich Greer, Walter Mignolo, Maureen Quilligan. Rereading the Black Legend: the discourses of religious and racial difference in the Renaissance empires., University of Chicago Press, 2007. ISBN 978-0-226-30722-0, p. 41-42
  3. Н. А. Иванов, Османское завоевание арабских стран 1516-1574, М. 2001 გვ. 56
  4. პრინცესა იზაბელა ფორტუნა, რომელიც ფიგურირებს სერიალში, როგორც კასტილიისა და ლეონის პრინცესა, გამოგონილი პერსონაჟია. ამ პერიოდში პრინცესა მსგავსი სახელით იყო იზაბელა ჰაბსბურგი, კასტილიის მეფე ფილიპე I-ისა და ხუანა I შეშლილის შვილი, საღვთო რომის იმპერატორ კარლ V ჰაბსბურგის და, ასევე ცნობილი იზაბელა კასტილიელის, იზაბელა ავტრიელის და იზაბელა ბურგუნდიელის სახელით, თუმცა ის სულთნის საყვარელი არასოდეს ყოფილა, გარდაიცვალა 1526 წელს.