სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიდგორი.

დიდგორის რაიონითბილისის ერთ-ერთი რაიონი 2006-2013 წლებში. საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 26 ნოემბრის №4173 დადგენილების შესაბამისად, ახლადშექმნილი რაიონის უდიდესი ნაწილი შეადგინა ტერიტორიამ, რომელიც 2006 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის რაიონს (მუნიციპალიტეტს) და საქართველოს დედაქალაქის თვითმმართველ ერთეულს გადაეცა, გამონაკლისია ოქროყანა, რომელიც თბილისის, მთაწმინდის რაიონის დაქვემდებარებაში იყო, ასევე წყნეთი, ბეთანია და ახალდაბა, რომლებიც უფრო ადრე შემოუერთდა თბილისს და ქალაქის მერიაზე დაქვემდებარებული პუნქტები იყვნენ. რაიონში, ძირითადად, არსებობდა საკურორტო, სააგარაკე, დაბისა და სოფლის საგარეუბნო ტიპის დასახლებები. მასში შედიოდა შემდეგი დასახლებული პუნქტები: კიკეთი, კოჯორი, ახალდაბა, ბეთანია, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, წყნეთი, ოქროყანა, კვესეთი, სამადლო, დიდება. რაიონის ტერიტორია შეადგენს 97,97 კვ. კმ.-ს; გაუქმების შემდეგ გაიყო ვაკისა და მთაწმინდის რაიონებს შორის — წყნეთი, ბეთანია და ახალდაბა მიეკუთვნა ვაკის, ხოლო დანარჩენი დასახლებები მთაწმინდის რაიონს.

თბილისის ადმინისტრაციული დაყოფა 2007-2013 წლებში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება