დიგრაფი, დიგრამა (ძვ. ბერძნ. δίς (δῐ-) — „ორჯერ“ და ძვ. ბერძნ. γράφω (gráphō) — „ვწერ“) — შემადგენელი დამწერლობითი ნიშანი, რომელიც შედგება ორი ასოსაგან და გამოიყენება დამწერლობაში ფონემების და მათი ძირითადი ვარიანტების აღსანიშნავად: მაგალითად, პოლონურ ენაში cz [ჩ], sz [შ].

ინგლისურ ენაში გამოიყენება დიგრაფები th, ch, sh, oo და სხვა.

ბევრ ენაში ასევე გამოიყენება ტრიგრაფები (მაგალითად, eau ფრანგულში, sch გერმანულში).

დიგრაფები გამოიყენება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ზოგიერთ თურქულ კირილიცურ დამწერლობაში. მაგალითად, კუმიკური დამწერლობა მოიცავს დიგრაფებს Гъ, Гь, Оь და სხვა.

დიგრაფები კირილიცურ დამწერლობაში რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება