დიბატაგი (ლათ. Ammodorcas clarkei) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. გვარში ერთადერთი სახეობაა. ლათინური სახელი ეწოდა ტომას უილიამ ჰენრი კლარკის პატივსაცემად, რომელმაც 1890 წელს აღმოაჩინა და აღწერა ანტილოპა. სიტყვა „დიბატაგი“ სომალი ენიდანაა წარმოშობილი და შედგება ორი სიტყვისაგან: dabu (კუდი) და tag (სწორი), რაც მიანიშნებს იმას, რომ დიბატაგს სირბილისას კუდი ზევით აქვს აპრეხილი.

დიბატაგი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ammodorcas clarkei (Thomas, 1891)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 1141

აღწერა რედაქტირება

მისი სხეულის სიგრძეა 152–168 სმ, სიმაღლე მინდაოში 80–88 სმ, კუდის სიგრძე 30–36 სმ, მასა — 22–35 კგ.[1] სხეულის ზედა მხარე შეფერილია მურა-ჩალისფრად, ქვედა — თეთრად. ფეხები ჟანგმიწოვანი აქვს, შუბლი კი წითელ-ყავისფერი. მამლებს მოკლე, 15–20 სმ სიგრძის რქები აქვთ, რომლებიც დასაწყისში დაგრეხილია, მოღუნული და წინ გაშვერილი. დედლებს რქები საერთოდ არ აქვთ.

გავრცელება რედაქტირება

დიბატაგი ოგადენის უდაბური რეგიონის (ეთიოპიისა და სომალის სასაზღვრო ტერიტორია) და ცენტრალური სომალის ენდემური ცხოველია. ერთ-ერთი უიშვიათესი ანტილოპაა.

ცხოვრების ნირი რედაქტირება

იკვვებება ფოთლებით, ხშირად დგება უკანა კიდურებზე, რათა მიწვდეს მაღლა მდებარე ყლორტებს. მამლები ტერიტორიული ცხოველები არიან და ყოველდღიურად საკუთარ ტერიტორიას ნიშნავენ. დედალი ქმნის 5-წევრიან ჯგუფს, სადაც მისი შთამომავლები და ერთი ზრდასრული მამალი არის გაწევრიანებული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bernhard Grzimek: Grzimeks Tierleben. Band 13.
  • Jonathan Kingdon: The Kingdon Field Guide to African Mammals.

სქოლიო რედაქტირება

  1. Castello J. R. (2016) Bovids of the World: Antelopes, Gazelles, Cattle, Goats, Sheep, and Relatives. — Princeton University Press. — Pp. 162—163. — 664 p. — ISBN 978-0-691-16717-6