დვალურა (ლათ. Polygonum bistorta) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. აქვს კენწრულ თავთავად შეკრებილი წითელი ან ვარდისფერი წვრილი ყვავილები.

დვალურა
Polygonum bistorta
Polygonum bistorta
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Polygonum bistorta

გავრცელებულია ევროპისა და აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, უფრო ხშირად დეკიანებში.

დვალურას ფესურა შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, სახამებელს, C ვიტამინს, გლუკოზასა და სხვა. იყენებენ მედიცინაში. ნორჩ ფოთოლს საქართველოში ზოგან მხალად ხმარობენ.

ლიტერატურა რედაქტირება