დეხვირისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლასურიაშის თემში.[2] მდებარეობს ცაგერის ქვაბულში, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 640 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 3 კილომეტრით.

სოფელი
დეხვირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
თემი ლასურიაში
კოორდინატები 42°37′31″ ჩ. გ. 42°46′06″ ა. გ. / 42.62528° ჩ. გ. 42.76833° ა. გ. / 42.62528; 42.76833
ცენტრის სიმაღლე 640
მოსახლეობა 179[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დეხვირი — საქართველო
დეხვირი
დეხვირი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
დეხვირი

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 179 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 262 134 128
2014[1]   179 88 91

ისტორია რედაქტირება

დეხირი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნის II ნახევარში. სოფლის ახლოს დგას ფეოდალური ხანის დეხვირის ციხე. იგი ლეჩხუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმაგრე იყო და იცავდა ცხენისწყლის ხეობიდან მდინარე ლაჯანურის ხეობაში მიმავალ გზებს. 1802 წელს დეხვირის ციხე სოლომონ II-მ აიღო. ალყის დროს ციხის ნაწილი დაინგრა.

2014-2015 წწ. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა შუა საუკუნეების ციხის ნაშთები, გალავანი და დიდი რაოდენობით ქვევრები, ძვ.წ.აღ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ტერასული ტიპის ნაგებობები ტიპური კოლხური კერამიკის ნაშთებით, ასევე ძვ.წ.აღ-ის IV-III საუკუნეების ელინისტური ნამოსახლარი — სამარხები, ციხის გალავნის ნაშთები და მარანი.[4] ამ ტერიტორიაზე 2013 წლიდან მოწყობილია დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება