დეოკსუგუნგი აგრეთვე ცნობილი როგორც გიეონგუნ-გუნგი, დეოკსუგუნგის სასახლე ან დეოკსუს სასახლე — ციხესიმაგრეებით გარშემოვლილი სასახლეების ერთობლიობა სეულში, რომელიც დასახლებული იყო კორეის სამეფო ოჯახით ჩოსონის მონარქიის დროს, კოლონიურ პერიოდამდე დაახლოებით XX საუკუნის დასასრულამდე. ეს სასახლე არის ერთ-ერთი „ხუთ გრანდიოზულ სასახლეს“ შორის, რომელიც ჩოსონის დინასტიის მეფეებმა ააშენეს.[1] შენობები არის სხვადასხვა სტილის, მათ შორის ზოგიერთი ბუნებრივი კრიპტორმერიის ხის, მოხატული ხისა და მობათქაშებული. ზოგიერთი შენობა აშენებულია ქვით, რომელიც დასავლეთის მდიდრული სტრუქტურის მსგავსია.

დეოკსუგუნგი
დეოკსუს სასახლის სამეფო არქიტექტურა

გარდა ტრადიციული სასახლის შენობებისა, სასახლის ტერიტორიაზე არის ტყის ბაღები, მეფე სეჯონგ დიდის ძეგლი და ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელიც ფლობს სპეციალურ გამოფენებს. სასახლე მდებარეობს მერიის ტერიტორიის მახლობლად.

დეოკსუგუნგი, როგორც სხვა სასახლეები: „ხუთი გრანდიოზული სასახლეებიდან“ სეულში, განზრახ და მძიმედ განადგურდა კორეის კოლონიურ პერიოდში. კორეის ოკუპაციამდე არსებული შენობების მხოლოდ ერთი მესამედია დარჩენილი.[2]

დეოკსუგუნგის სასახლე ერთ-ერთია კორეის განსაკუთრებულ სასახლეებს შორის. მას აქვს თანამედროვე და დასავლური სტილის ბაღი და შადრევანი. სამეფო გუარდიის ცვლა ხდება დეჰანმუნის (კარიბჭე) წინ. ეს არის ძალიან პოპულარული აქტივობა ტურისტებისთვისა და დამთავლიერებლებისთვის. ჩოსონის დინასტიის დროს სამეფო გუარდია პასუხისმგებელი იყო სასახლის კარიბჭის გახსნაზე და დახურვაზე. სასახლის გარეთ არის თვალწარმტაცი გზა ქვის კედლით.[3]

ისტორია რედაქტირება

 
სეოკეოდანგი არის სასახლის შენობის ორ სართულიანი შენობა პირადი რეზიდენციის სტილში.

დეოკსუგუნგი თავდაპირველად წარმოადგენდა პრინც ვოლსანის რეზიდენციას, რომელიც იყო მეფე სეონგჯონგის უფროსი ძმა. იმჯინის ომის დროს რეზიდენცია გახდა სამეფო სასახლე, მაშინ როდესაც 1592 წელს ამავე ომის დროს ყველა დანარჩენი სასახლე დაიწვა. მეფე სეონჯო იყო პირველი ჩოსონის მმართველი, რომელიც ცხოვრობდა ამ სასახლეში. 1608 წელს მეფე გვანგჰეგუნგი დეოკსუგუნგის სასახლეში ავიდა ტახტზე და 1611 წელს სახელი გადარქვაა, უწოდა გიეონგუნ-გუნგი (경운궁, 慶運宮). მას შემდეგ რაც 1618 წელს თავდაპირველი სასახლე გადაიტანეს აღდგენილ ჩანგდეოკგუნგში, 270 წლის განმავლობაში იგი გამოიყენებოდა, როგორც დამხმარე სასახლე და უწოდეს სეოგუნგი (დასავლეთის სასახლე).

1897 წელს, ინციდენტის შემდეგ, როდესაც იმპერატორმა გოჯონგმა მიიღო რუსეთის დიპლომატებისგან თავშესაფარი, ის დაბრუნდა თავის სასახლეში და დაუბრუნა სახელი - გიეონგგუნ-გუნგი. ხელსაყრელი პირობების გამოყენებას მოჰყვა მისი დაბრუნება. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა გოჯონგა გადასცა სამეფო ტახტი იმპერატორ სუნჯონგს, მან გააგრძელა ცხოვრება ამ სასახლეში. სასახლეს შემდგომ გადაარქვეს დეოკსუგუნგი, რომელიც იყო გამოვლინება იმისა, რომ ესურვებინათ იმპერატორ გოჯონგისათვის ხანგრძლივი სიცოცხლე. იმპერატორი გოჯონგი გარდაიცვალა ჰამნიეონგჯეონში.

მოდერნისა და თანადროული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, დეოკსუგუნგის ფილიალი რედაქტირება

გადატანა რედაქტირება

დეოკსუგუნგის შესასვლელი მდებარეობს 5-1 გეონგდონგ-გილ/დეოკსუგუნგ-გილში, ჯუნგ-გუ. უახლოესი მეტროს სადგურია.

  • მერიის სადგური (სადგური #132 ხაზი 1, სადგური #201 ხაზი 2).

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hoon, Shin Young (2008). The Royal Palaces of Korea: Six Centuries of Dynastic Grandeur. Singapore: Stallion Press. ISBN 978-981-08-0806-8. 
  • Yoon, Jong-Soon (1992). Beautiful Seoul. Seoul: Sung Min Publishing House. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „The 5 Palaces of Seoul“. Chosun Ilbo. 24 January 2012. ციტირების თარიღი: 23 April 2012.
  2. http://www.ohmynews.com/NWS_Web/view/at_pg.aspx?CNTN_CD=A0000068842
  3. Deoksugung Palace. visit korea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 16 November 2014.
  4. "Events Calendar" დაარქივებული 2020-02-04 საიტზე Wayback Machine. Korea Herald. 11 October 2008. Retrieved 2012-04-10