დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი

დენის შმიგალი (უკრ. Денис Анатолійович Шмигаль; დ. 15 ოქტომბერი 1975, ლვოვი, უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2020 წლის 4 მარტიდან. ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციიხ ხელმძღვანელი 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 5 თებერვლამდე[1][2][3].

დენის შმიგალი
დენის შმიგალი
უკრაინის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა4 მარტი, 2020
პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი
წინამორბედიალექსეი გონჩარუკი

დაბადებული15 ოქტომბერი, 1975 (1975-10-15) (48 წლის)
ლვოვი, უკრაინის სსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
განათლებალვოვის პოლიტექნიკური
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1975 წლის 15 ოქტომბერს ლვოვში[4]. 1997 წელს დაამთავრა ეროვნული უნივერსიტეტის, ლვოვის პოლიტექნიკურის მანქანათმშენებლობის მენეჯმენტის ფაკულტეტი. 2013 წლიდან ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატია. 2020 წლის 4 მარტს აირჩიეს უკრაინის პრემიერ-მინისტრად. არის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს (2020 წლის 12 მარტიდან)[5] და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრი (2020 წლის 13 მარტიდან)[6].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება