დენვერ ნაგეტსი (1948–1950)

სტატიას არის პირველი დენვერ ნაგეტსის შესახებ, რომელიც NBL/NBA-ში გამოდიოდა 1948-1950 წლებში. ახლანდელი NBA-ის გუნდი, იხილეთ დენვერ ნაგეტსი.

დენვერ ნაგეტსი (1948-50)
Denver Nuggets
დენვერ ნაგეტსი (1948-50) ლოგო
დენვერ ნაგეტსი (1948-50) ლოგო
დივიზიონი დასავლეთი
დაარსდა 1948
ისტორია დენვერ ნაგეტსი
(1948–1950)
არენა Auditorium Arena
ქალაქი დენვერი, კოლორადო
მთავარი მწვრთნელი ჯიმი დერდენი
ჩემპიონები 0
დივიზიონის ტიტულები None

დენვერ ნაგეტსი (ინგლ. Denver Nuggets) — ყოფილი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდი, რომელიც მდებარეობდა დენვერში, კოლორადოში. ნაგეტსი შეუერთდა ნაციონალურ საკალათბურთო ლიგას (NBL) 1948-49 წლების სეზონში, ხოლო შემდეგ შეუერთდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას, როდესაც NBL და ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია გაერთიანდა. ნაგეტსი იყო პირველი გუნდი ნებისმიერი მთავარი პროფესიონალური ლიგებიდან, რომელიც კოლორადოში იყო, ასევე პირველი NBA-ის გუნდი, რომელიც მისისიპის დასავლეთით მდებარეობდა.

სეზონის შედეგები რედაქტირება

მნიშვნელობა: W = მოგება, L = წაგება, % = მოგება-წაგების %

სეზონი W L % პლეი-ოფი შედეგი
დენვერ ნაგეტსი
1948–49 18 44 .290
1949–50 11 51 .177

შემადგენლობა რედაქტირება

1949–50 დენვერ ნაგეტსი

დენვერ ნაგეტსი
NBA გუნდის შემადგენლობა
მთავარი მწვრთნელი: ჯიმი დერდენი
F 6'6   ედ ბერტელსი (North Carolina State University)
F 6'4   ბობ ბრაუნი (University of Miami)
C 6'10   ჯიმ ბრაუნი (Tilden High School, ჩიკაგო)
F 6'4   ჯეიკ კარტერი (Texas A&M University-Commerce)
F 6'7   ჯეიკ კოტონი (University of Wyoming)
F 6'4   დილიარდ კროკერი (Western Michigan University)
G 6'1   ჯიმი დერდენი (University of Denver)
F 6'5   ირლ დოდი (Truman State University)
F 6'5   ელ გუკასი (St. Joseph's University)
G 6'3   ბილ ჰერმენი (University of Mount Union)
G 6'3   დუან კლი (Indiana State University)
G 5'10   ბობ როიერი (Indiana State University)
G 5'10   კენი სეილორსი (University of Wyoming)
C 6'6   ჯეკ ტუმეი (University of the Pacific)
F 6'4   ფლოიდ ვოლკერი (University of Wyoming)

ნაგეტსის ისტორია რედაქტირება

დენვერ ნაგეტსმა მოღვაწეობა 1932 წელს დაიწყო პირველად ათლეტების მოყვარულთა გაერთიანებაში (AAU), როდესაც მოთამაშე/მწვრთნელი ჯეკ მაკკეკენი ლიდერობდა გუნდს. ნაგეტსი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოყვარული გუნდი მთელს ქვეყანაში, რომლებმაც (AAU) ჩემპიონის ტიტული მოიგეს 1939 წელს, ხოლო 1940 წელს დამარცხდნენ. ისინი არ თამაშობდნენ პროფესიონალურად, რის გამოც მოთამაშეები თამაშიც გარდა სხვა სამსახურებშიც მუშაობდნენ, რომელსაც გუნდის სპონსორები აძლევდნენ. ისინი Auditorium Arena-ში თამაშობდნენ და მუშაობდნენ კიდეც. მაკკრეკენთან, რობერტ გუინინგთან და ვინს ბორაილასთან ერთად, ნაგეტსმა გააგრძელა შესანიშნავი გამოშვლა AAU-ში, რითაც ისტორიული დახმარება გაწია და დენვერი სპორტულ რუკაზე აღნიშნა. 1948 წელს ნაციონალურ საკალათბურთო ლიგამ დააჯილდოვა დენვერი პირველი პროფესიონალური საკალათბურთო გუნდით, როდესაც ხალხმა ზუსტად დენვერ ნაგეტსის იდენტური სახელი აირჩია. 1948-49 წლების გუნდში შედიოდა მორის უდელი, ცნობილი როგორც აშშ-ის სახლის წარმომადგენელი 1961-91 წლებში.

როდესაც NBL შეუერთდა BAA (ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია) 1949 წელს და გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, ნაგეტსი გახდა NBA-ის გუნდი. გუნდს იმ დროს მოთამაშე/მწვრთნელი ჯიმი დერდენი ლიდერობდა, რომელიც იყო ვარსკვლავი შუთინგ გარდი, რომელიც მოყვარულ ნაგეტსს შემოუერთდა მარ შემდეგ რაც მსახურობდა აშშ-ის ჯარში მეოერე მსოფლიო ომის დროს და გაანება თავი 1946 წელს. ნაგეტსმა NBA-ში 1 სეზონი ითამაშა და 11-51 შედეგით დაასრულა დასავლეთ დივიზიონში. გუნდი 1950 წელს გაუქმდა, რომელმაც დატოვა კოლორადო გუნდის გარეშე ნებისმიერი სპორტის ფარგლებში 1960 წლამდე, სანამ დენვერ ბრონკო არ შეიქმნა.

კავშირი ახლანდელ დენვერ ნაგეტსთან რედაქტირება

როდესაც დენვერის მეორე მერმა პრო საკალათბურთო გუნდი, დენვერ როკეტსის საშუალება გაჩნდა, რომ გადასულიყო NBA-ში 1974 წელს, როდესაც ლიგამ საშუალება მისცა ქალაქს ახალი გუნდისა, ეს სახელი NBA-ში უკვე იყო ჰიუსტონ როკეტსის სახით. გუნდის სახელი შერჩა NBA-ის დენვერის პირველ სახელზე, და დარქმეული იქნა საბოლოოდ. 1985 წლის ნაგეტსის ვარსკვლავი ვინ ბორაილა ასევე იყო გუნდის გენერალური მენეჯერი და პრეზიდენტი და დაჯილდოებული იქნა NBA-ის წლის აღმასრულებლის ჯილდო იმავე წელს. ის იყო ნაგეტსის პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი 1985-1988 წლებში. ახლანდელმა დენვერ ნაგეტსმა დაიწყო იგივე ადგილას თამაში, სადაც პირველმა ნაგეტსმა - Auditorium Arena-ში (რომელიც მოგვიანებით შეცვლილი იქნა პატარა პარკეტის და 6 841 დასაჯდომის გამო), სადაც 1967-1975 წლებში გამოდიოდა.

ჯილდო რედაქტირება

  • ჯიმი დერდენი (შეყვანილი იქნა კოლორადოს სპორტის დიდების დარბაზში 1989 წელს)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება