დეკა (გერმ. Decke) — ზოგიერთი სიმებიანი საკრავის კორპუსის ნაწილი, რომელიც გამოსცემს და აძლიერებს ბგერას. დეკას ჩვეულებრივ სარეზონანსო მერქნისაგან აკეთებენ. ზოგიერთი საკრავის, მაგ., ბანჯოს დეკას კი — ტყავის ან ბუშტისაგან. სიმების რხევა დეკას დგანის მეშვეობით გადაეცემა. ვიოლინოს, გიტარასა და სხვა საკრავებს აქვთ ორი დეკა — ზედა და ქვედა. ზედა დეკას აქვს რეზონატორული ჭრილი. საფორტეპიანი დეკა ფარია, რომელიც ერთმანეთზე დაკრული ფირფიტებისაგან შედგება, იგი ჩადგმულია კორპუსის შიგნით, სიმების ქვეშ.

ლიტერატურა რედაქტირება