დეივიდ უორენ „დეივ“ ბრუბეკი (ინგლ. David Warren „Dave“ Brubeck) (დ. 6 დეკემბერი, 1920 — გ. 5 დეკემბერი, 2012) — ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომელიც მიჩნეულია ქულ-ჯაზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. მას ეკუთვნის არაერთი ჯაზის სტანდარტი, "In Your Sweet Way"-სა და "The Duke"-ის ჩათვლით. ფასდაუდებელია მისი იმპროვიზაციის უნარი, მცდელობა ჯაზის და კლასიკური მუსიკის შერწყმისა და ის გარდატეხა, რომელიც მან შეიტანა ჯაზის სამყაროში, ზურგია აქცია რა ტრადიციულ სვინგს, რომელიც 4/4 რიტმულ თვლას ეფუძნებოდა და შეეჭიდა აქამდე გაუგონარ რითმებს: 3/4, 5/4, 6/4, 7/4, 9/8.

დეივ ბრუბეკი

დეივ ბრუბეკი ლუდვიგსჰაფენში 2005 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დევიდ უორენ ბრუბეკი
დაბ. თარიღი 6 დეკემბერი, 1920
დაბ. ადგილი კონკორდი, აშშ
გარდ. თარიღი 5 დეკემბერი, 2012 (91 წლის)
გარდ. ადგილი ნორვოლკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ჯაზი, ქულ-ჯაზი, Third stream
საქმიანობა პიანისტი, კომპოზიტორი,
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
აქტიური 1940-იანები-2012
ლეიბლ(ებ)ი Columbia Records, Legacy Recordings, Sony Music Entertainment, A&M Records, Atlantic Records
საიტი davebrubeck.com
დეივ ბრუბეკი ვიკისაწყობში

ბრუბეკის რიტმულ განუკითხაობას და აგრესიულ საშემსრულებლო სტილს მოხერხებული პარტნიორი სჭირდებოდა და ასეთი აღმოჩნდა ალტ-საქსოფონისტი პოლ დეზმონდი. სწორედ მან აჩუქა ბრუბეკის ჯაზ ოთხეულლს დაუვიწყარი შედევრი Take Five, რომელიც 5/4 რიტმულ თვლას ეფუძნება.[1]. კომპოზიცია შესული ალბომში Time Out, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვადი ჯაზ-ალბომია.[2]. დეივ ბრუბეკს უამრავი ჯაზ-ჰიტის გარდა, ეკუთვნის რამდენიმე სასულიერო კომპოზიციაც.

ახალგაზრდობა და კარიერა რედაქტირება

დეივ ბრუბეკი დაიბადა კალიფორნიის ქალაქ კონკორდში[1] და გაიზარდა ქალაქ იონში. მამამისი პიტერ ჰოვარდ ბრუბეკი ფერმერი იყო, ხოლო დედა ელიზაბეტი ფორტეპიანოს ფლობდა და დამატებითი შემოსავლისთვის ასწავლიდა კიდეც ფორტეპიაონოს დაკვრას.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Reception honors Concord native son, jazz great Dave Brubeck. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2015-04-05., ci.concord.ca.us. Retrieved September 28, 2007
  2. Jazz Music – Jazz Artists – Jazz News. Jazz.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 30, 2012. ციტირების თარიღი: May 4, 2012.
  3. Storb, Ilse (2000). Jazz meets the world – the world meets Jazz, Volume 4 of Populäre Musik und Jazz in der Forschung. LIT Verlag Berlin-Hamburg-Münster, გვ. 129. ISBN 3-8258-3748-3.